მეხსიერებაში ჩავარდნები აქვს, თავი სტკივა და ნიკაპი აქვს დაზიანებული - როგორია სალომე ტეტუნაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ქ.ნეაპოლში 22 იანვარს გაუჩინარებული და 26 იანვარს ბუნდოვან ვითარებაში ნაპოვნი, სალომე ტეტუნაშვილის ამბის მიმართ, ინტერესი არ ნელდება. ყველა თანხმდება იმაზე, რომ მთავარია, გოგონა ცოცხალი იპოვეს, თუმცა იტალიის ქართული დიასპორა და არამხოლოდ, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ისტორიის დაფარული დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.
ExclusiveTV პროფესიული და მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ცდილობს საზოგადოებას ფაქტებზე დაყრდნობით და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მკითხველის ნდობა.
მედიამაუწყებელი დღეს სალომეს დედას, ქალბატონ ლელას დაუკავშირდა. როგორც, მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, შვილის გაუჩინარების და მიღებული სტრესის გამო, ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან მიიტანა სალომეს გაუჩინარების ამბავი და თანადგომა გამოხატა.
ქალბატონ ლელას ვთხოვეთ ჩვენს კითხვებზე ეპასუხა, რომელიც სალომეს დაბრუნების შემდეგ საზოგადოებაში მუსირებს. ამჯერად, საზოგადოების ნაწილი, რომელიც ფიზიკურ თუ ემოციურ დონეზე ჩართული იყო გაუჩინარებული ემიგრანტის პოვნის პროცესში, დედისგან საჯარო „აღიარებას“ ითხოვს.
თემის სპეციფიკიდან და ბოლო დღეებში გავრცელებული, გაუჩინარების ინტერპრეტირებული და ფაქტებს მოკლებული ვერსიების გამო საზოგადოების ნაწილი ორად გაიყო.
რა გაარკვია exclusivetv.ge-მ: სალომე სახლიდან 24 კილომეტრის დაშორებით იპოვეს, ფეხშიშველი. მისი პირველი კომუნიკაცია, ქართულ მხარესთან ხდება მაკა ხაჩოშვილთან - ნეაპოლში მცხოვრებ ქართველ მედიატორთან, რომელმაც სალომეს ძებნის იტალიურ ენოვანი ტექსტური შეტყობინებები გაავრცელა. მაკა ხაჩოშვილთან საუბარში, სალომე მის ვინაობას ასახელებს და დამატებით კითხვებს ბუნდოვან პასუხებს სცემს. რის შემდეგაც ხაჩოშვილი წყვეტს სალომესთან კომუნიკაციას და უკავშირდება exclusivetv.ge-ს რედაქციას. რედაქციასთან კავშირის შემდეგ, ხაჩოშვილი ასევე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სალომეს პოვნის ინფორმაციას და საზოგადოებას სთხოვს დედას დააკავშიროს.
როგორ მოხვდა სალომე საავადმყოფოში: როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, დაზუსტებით ვერ იხსენებს როგორ და რატომ გავიდა სახლიდან, შესაბამისად საზოგადოების აგრესიული ნაწილის ვერსიები სრულიად უსაფუძვლოდ გამოიყურება.
დედის დუმილი: განვითარებული მოვლენები ცხადყოფს და ნათელს ხდის დედის სიჩუმეს, რომელიც ცდილობს საჯაროდ არ ისაუბროს შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ცნობისმოყვარეობის წყურვილის მოკვლის მქონე საზოგადოება, ვერ იღებს საკმარის ინფორმაციას, რის შემდეგაც „მხარდამჭერი“ ტალღა, აგრესიული პოსტებით დედას მოუწოდებენ საჯარო მადლობა მოუხადოს მათ და ყველას თანდასწრებით ოჯახურ დეტალებზე ისაუბროს.
რა მოხდა სინამდვილეში: მეხსიერების დაბინდვის გამო სალომე ნეაპოლის საავადმყოფო "დელ მარეს" ფსიქიატრიულ განყოფილებაში აღმოჩნდა.
ჩვენი ვერსიით (ფაქტებზე დაყრდნობით) კლინიკამ, პაციენტის ეროვნების დაზუსტების შემდეგ, 25 იანვარს მიიწვია ქართველი მედიატორი, რომლის მეშვეობითაც მოხდებოდა პაციენტის იდენტიფიცირება. ჩვენი ვერსიით, რეალობის აღქმის მდგომარეობაში დაბრუნების შემდეგ, სალომემ ფსიქიატრიული კლინიკა თვითნებურად დატოვა, სადაც ის გამვლელმა, სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოს წყალობით ამოიცნო. სწორედ იმ დღეს, როცა სალომეს პოვნის ინფორმაცია გავრცელდა, მედიატორ, რომელიც კლინიკაში უნდა გამოცხადებულიყო, დაჯავშნილი შეხვედრა გაუუქმეს.
რაც შეეხება თემის დეტალებს ეს უკვე გამოძიების პრეროგატივაა და ჩვენ აქტიურად მივადევნებთ თვალს თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ექსკლუზივი: სალომე ტეტუნაშვილი ცოცხალია - ხუთ დღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ემიგრანტი იპოვეს
1741810492
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განაცხადის შეტანას
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა უცნაურად დადგა დღის წესრიგში, იყო ძალიან დიდი ზეწოლა, გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, როდესაც არ ვიღებდით ამ წინადადებას და არ ვემორჩილე...
1741810419
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: „დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად განადგურებაში
„დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში. პრემიერის თქმით, ისინი წავიდნენ ვა-...
1741808670
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთო...
1741808637
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე
როცა საუბარია deep state-ზე, იგივე “გლობალურ ომის პარტიაზე”, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, - განაცხადა საქ...
1741808601
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველანაირი მოვლენის განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა
ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მ...