„რატომ წამოვედით? ჩემი შიშების გამო ალბათ…. ვინც მიცნობთ კარგად იცით, რომ სასწაულად მეშინია ციხის და მეშინია სიკვდილის“- რატომ წავიდა ემიგრაციაში რიმა ასკურავა
13 წლის წინ, ემიგრაციაში წასული რიმა ასკურავა პირველად წერს, რატომ გადაწყვიტა მეუღლესთან ერთად სამშობლოს დატოვება და ამერიკის შეერთებული შტატებში წასვლა.
ემიგრანტის წერილს „exclusivetv.ge“ უცვლელად გთავაზობთ.
„დღეს ჩემი და დათოს მე 13 -ე წელი დაიწყო ამ ქვეყანაში… მადლობა ამ ყველაფრისთვის იმას, რაც იყო და რაც კიდე იქნება..
ჩემი მოგზაურობის მარშრუტი აქამდე ასეთი იყო: ქვიანი-ქობულეთი, ქობულეთი- თბილისი, თბილისი - სან- ფრანცისკო… ხომ ბევრს გაეღიმა, ალბათ ამ ბოლო დაგეგმილი მოგზაურობის შესახებ...
ფაქტია, აგერ უკვე მე 13 წელია აქ ვართ…
რატომ წამოვედით? ჩემი შიშების გამო ალბათ…. ვინც მიცნობთ კარგად იცით, რომ სასწაულად მეშინია ციხის და მეშინია სიკვდილის, ვფიქრობ მთავარი მიზეზი მაინც ეს იყო.
სიკვდილის რატომ მეშინია ვიცი, მაგის მეტი რა მინახავს...
აი, ციხის რატო მეშინია არ ვიცი, წინათგრძნობა მქონდა ცუდი და ალბათ ეს გახდა მიზეზი იმისა რომ დამეტოვებინა 12 წლის შვილი და საკუთარი თავისა და ოჯახის გადარჩენაზე ფიქრი დამეწყო.
დავიწყე ინფორმაციის მოძიება, სად და როგორ წავსულიყავით… ვიტყვი იმასაც, რომ გემოვნებას არასოდეს ვუჩიოდი, მაშინაც ასე ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ რომ, სწორად გადავწყვიტე ქვიანიდან პირდაპირ სან-ფრანცისკოს აეროპორტში დამესვა ჩემი “საკუთარი რეისი”. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში, საკუთარი თავისა და ოჯახის გადასარჩენად. ყველაზე დიდი დაცინვის ობიექტი გავხდი დათოსთვის (არც ადრე მაკლებდა მაგრამ, ეს იყო პიკი: ქვიანი -სან-ფრანცისკო).
სახლში მხოლოდ დათომ და ჩვენმა დედიკომ იცოდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.
წასასვლელი მთლად ასარჩევადაც არ მქონდა, უბრალოდ საუკეთესო ვარიანტისა და ქვეყნის შერჩევა დავიწყე.
მოკლედ ინფორმაციის ძიების პროცესში (არავინ შემიწუხებია) მარტომ აღმოვაჩინე რომ კალიფორნია კარგი ვარიანტი იქნებოდა ჩემთვის სიცივე არ მიყვარს.
აპლიკაციის შევსება დავიწყე საელჩოსთვის, სამსახურში ამოვბეჭდე სამუშაო ვარიანტი, სახლში ლექსიკონის დახმარებით დავიწყე შევსება, მართალია 3 ღამე დამჭირდა, მაგრამ შევავსე…. რაღაცნაირად დავრწმუნდი, რომ ჩემი რეისი აუცილებლად აფრინდებოდა.
პარასკევი დღე იყო, სამსახურში გვიანობამდე დავრჩი რომ ეს ყველაფერი ონლაინ აპლიკაციაში გადამეტანა და საელჩოში გამეგზავნა…. ლამის დამათენდა თავზე. არ შეიძლებოდა იმ დროს უფროსის ნებართვის გარეშე რომელიმე ქვეყნის საკონსულოსთან ურთიერთობა. ეს უკანასკნელი ჩემთვისაც არ შეიძლებოდა, ყველა ვარიანტში პრობლემა მქონდა და ჯობდა ხელმძღვანელობას ვიზის მიღებამდე არაფერი გაეგო…. გასაუბრება დავნიშნე 2009 წლის 14 დეკემბერს, 13 თარსიაო აქამდე ასე ვიცოდი, ახლა უკვე აღარ მჯერა.
გასაუბრებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტის შეგროვება დავიწყე, როგორც ჩემი ასევე დათოსი. ხელფასის ცნობის გარდა ყველა დოკუმენტი მზად მაქვს, იმ ფინანსურ განყოფილებაშიც ხომ ყველა იცნობს ქალბატონ რიმას და ყველამ იცი რომ დათოს ცოლია, უბრალოდ ხელს ვერ მომაწერინებენ მის მაგივრად რომ ცნობა მიიღოს. კიდე ერთხელ ვხდები დაცინვის ობიექტი ქვიანი - სან-ფრანცისკოს რეისის გამო.
მოუცლელობის მიუხედავად მაინც ვახერხებთ კიდე ერთხელ გაღიმებული, შევხვდეთ ერთმანეთს სამინისტროს ფინანსურ განყოფილებაში და საელჩოში წარსადგენად ცნობაზე ხელს აწერს. ცნობა მზად არის. დილით 10-ზე ნოტარიუსთან ვარ დაბარებული, უნდა ვათარგმნინო და ნოტარიალურად დავამოწმებინო ეს ყველაფერი, საელჩოში მაქვს წარსადგენი.
ყველა საბუთი მზად მაქვს, ერთ კვირაში გასაუბრებაზე უნდა გავიდეთ. მხოლოდ ვიზის ღირებულება 262 დოლარი უნდა გადავიხადოთ თბს ბანკში და პასპორტები წარვადგინოთ, ყველაფერი 14-მდე უნდა მოვასწროთ, არადა ხელფასები უკვე დავხარჯეთ… მამა, დათოს მამას აუცილებლად ექნებოდა ვიზისთვის საკმარისი ფული, მე არასდროს მითხოვია მისთვის რამე, ყოველთვის იმაზე მეტს ვიღებდი და ვგრძნობდი ამ ადამიანისაგან, ვიდრე, სადმე, რომელიმე სიტუაციაში მიგრძნია და მიმიღია ვინმესაგან. დედა მივაგზავნეთ ფულის სასესხებლად, თვის ბოლომდე, ვიდრე წლის ბოლო და მე 13 ხელფასი დაგვერიცხებოდა. მამამ არაფერი იცის ამ ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ, არასდროს დაგვთანხმდებოდა, თუმცა იჯიგრა და თახა გვასესხა.
მე და დათო ისევ შევხვდით ერთმანეთს შესვენებაზე, ვაჟა ფშაველას ძეგლთან, მოპირდაპირე მხარეს თბს ბანკში გასაუბრებისთვის საჭირო თანხა უნდა გადავიხადოთ. მე ისევ მჯერა რომ აუცილებლად ჩავჯდები თვითმფრინავში და გავფრინდები, დათო მეწინააღმდეგება და ცდილობს დამარწმუნოს რომ 262 დოლარს ვკარგავთ ახლა და ეს ვალი ჩვენი გადასახდელია, რომ ნაკლებია შანსი იმისა ორივეს ერთად გაგვიშვებენ (თვითონ 2005-ში ნამყოფია და რა ენაღვლება), რომ ჩემი ქვიანი-სანფრანცისკო შეიძლება რაიმე ტექნიკური პრობლემის გამო ვერ აფრინდეს, მოკლედ დამცინის ვიდრე ბანკში შესვენების საათი მორჩა. ყველა საბუთი მზად მაქვს, ვემზადებით გასაუბრებისთვის, თან ყოველ ღამე დათოს ტვინს “ვუბურღავ” რომ ყველაფერზე ერთნაირი პასუხები გვქონდეს. მაგრად კი “მეკაიფებოდა”. აი ნახავ! ეს მქონდა პასუხი.
13 დეკემბერია, ხვალ დილით 9-ზე საელჩოში და სამსახურებში ვართ.
ორივემ მოვიტყუეთ, მე დავრეკე და ვთქვი რომ: “ ცუდად ვარ და ექიმთან მივდივარ”, დათომ დაიბარა სამსახურში რომ: “ რიმა მიმყავს ექიმთან და 12 -მდე ვერაფრით მოვალო“.
გათენდა. დილით ორივეს ადრე გაგვეღვიძა. არც თოვლია და არც წვიმა, ცივა უბრალოდ. სამზარეულოში ყავას ვამზადებ და დათო ისევ ქვიანზე და სან-ფრანცისკოზე ხუმრობს. ძალიან ვნერვიულობ და ვბრაზდები მაგრამ რას შევიმჩნევ, თვითმფრინავში ისე მინდა ჩაჯდომა….
მივედით საკონსულოსთან დიდ დიღომში, მანქანა გავაჩერეთ შორს, ფეხით მოგვიწია გარკვეული მანძილის გავლა. სიცივისაგან და ნერვიულობისაგან კბილები მიკაწკაწებს, არადა ვიცი რომ არავინ არაფერი არ უნდა შემამჩნიოს…. ვერ ვაკონტროლებ ნერვებს, ერთს კი ვეუბნები დათოს რომ: „როცა გამოგვიძახებენ რუსულად ვილაპარაკოთ, არ გვინდა ქართველი თარჯიმანი”, ისე უცებ დამეთანხმა მგონი ცოტას თვითონაც ნერვიულობდა. მოკლედ შევდივართ საელჩოში და მაგრად გვჩხრეკენ, სიგარეტს და სანთებელას ნაგვის ურნაში გვიგდებენ, ჩანთიდან რაღაც ნივთებს სეიფში ათავსებენ და შენობისკენ გვიშვებენ.
უზარმაზარი და ულამაზესი ეზო იყო, უცებ რაც დავინახე. შევედით… სავსეა ხალხით, არადა ჯერ 9 სულ ახალი დაწყებულია. 11 რომ გახდა და ჯერ კიდე არ ვიყავით გამოძახებული, დათომ 12-ზე უნდა წავიდეთ თუ არ დაგვიძახესო, ვიზას ჩვენ მაინც არავინ მოგვცემს და ტყუილად ვზივართ აქო, მოკლედ ჩემს ნერვიულობას კიდე დათოს გაღიზიანება დაემატა, ადგილს ვერ ვპოულობ… არადა ქცევის წესებიდან დაწყებული ჩაცმულობით დამთავრებული ყველაფერი წავიკითხე, ამიტომ ადგილზე გაუნძრევლად ვნერვიულობ.
11.15 წუთზე მიკროფონში ხმა ისმის: “Tadumadze Askuvara at window 6” . ახლა 6 -იანიც აღარ მომწონს. ფანჯარასთან ახალგაზრდა სიმპათიური მამაკაცი გვიღიმის და გვესალმება, გვირჩევს ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ენა, რუსულს ვირჩევთ, მაინც “სსრკს დროინდელი ბაღნები ვართ”, თვითონ ქართული არ იცოდა და ქართველი თარჯიმანი არც ჩვენ გვინდოდა. მოკლედ რუსულად ვურთიერთობთ, მე, დათო და ეს კონსული.
საუბარი უფრო დათოს მიჰყავს, აბა მე რუსული კი არა გვარი რომ გეკითხათ ვერ გიპასუხებდით ისე ვნერვიულობდი იმ დროს. ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ, კარგად განეწყო, ყველა საბუთი თან გვაქვს. მომწონს ყველაფერი. მეც ვხედავ ნელ-ნელა როგორ ავდივარ თვითმფრინავში ქვიანიდან:) . უცებ სამსახურის საბუთს გვთხოვს ორივეს, მაქ “ ქსივას” რომ ვეძახით, დათო გულის ჯიბიდან მე ჩანთიდან ვცდილობ "ქსივის" ამოღებას და თან ვამბობ “we are Mr. and Mrs. Smith”. უცებ ინგლისურად ვერ გაიგო, დათომ უთარგმანა რუსულად, რომ ეს ფილმია სადაც ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი თამაშობს, სიცილისგან ტიპი ცუდად გახდა , გვითხრა რომ მოვწონვართ, გვენდობა და სჯერა ჩვენი. პასპორტები დაიტოვა და 16 დეკემბერს სახლში მოგვიტანეს. ის რომ ჩემს პასპორტში ვიზა შეცდომით იყო შევსებული, მაგას სხვა დროს მოვყვები.
ჩემი რეისი 2010 წლის 27 იანვარს აფრინდა!
პირველად ვიჯექი თვითმფრინავში მაშინ!
რწმენა და იმედი არასდროს დაკარგოთ!
27 იანვრის ნინოობას გილოცავთ!“, - წერს 13 წლის წინ ემიგრაციაში წასული რიმა ასკურავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
1730529002
საზოგადოებაროგორი ამინდი იქნება 2 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 ნოემბერს, საქართველოს მასშტაბით, უმეტესად მზიანი და ამინდია მოსალოდნელი, მნიშვნელოვნად მოიმატებს ტემპერატურაც. 2 ნოემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +19° -...
1730526440
ახალი ამბებიგია ხარჩილავა გარდაიცვალა
წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა 2 ნოემბერს, ღამით გარდაიცვალა. პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. გია ხარჩილავა 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ხარჩი...
1730491425
ჰოროსკოპი2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი რთული და მოუსვენარი დღეა. ჰოროსკოპი ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება და მოულოდნელად...
1730488743
ახალი ამბებიმწერალი და პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა
მწერალი და პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ. სამადაშვილი რამდენიმე წიგნის ავტორი იყო. შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი 2008-13 წ...
1730487918
სოციალური მედია„აქ სიყვარულია“ - ნატო გელაშვილი შვილიშვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
ნატო გელაშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორია. მის შემოქმედებას, როგორ საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და აქტუალობას არასდროს კარგავს. პოპულარობით...