„თუ მთლად მგლობას ვერ შეძლებ, მისი ტყავი მაინც უნდა მოირგო, რაღაცნაირად უნდა მოახერხო და შეურთდე ამ “ხროვას“ - ემიგრანტის ემოციური წერილი
13 წლის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში წასული, ემიგრანტი რიმა ასკურავა სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს.
„სოფელში, ჩემი სახლის უკან ტყეა, ტყე სადაც თითქმის მთელი ბავშვობა გავატარე. რომელ მხარესაც არ უნდა წავსულიყავი, ყველა მხარეს მშვიდად ვგრძნობდი თავს. შესისხლხორცებული მქონდა იქაურობა.
ერთი ადგილი ცოტა მაშინებდა, სადაც ეკალი ისე იყო შეზრდილი ბუჩქებსა და ხეებში რომ ხვრელს ჰგავდა, შავი ნისლით სავსე ხვრელს. ბნელოდა იქ, ალიონზეც კი არ აღწევდა მზის სხივი, ცოტა მეშინოდა მაგრამ მიყვარდა აქ გაძრომა, ამ გზით და კლდეზე გამავალი საცალფეხო ბილიკით ვხვდებოდი ამ ტყის ბინადარ, ყველაზე მხცოვან და ძლიერ მუხის ხესთან.
ხშირად ვაკითხავდი მუხას, ძალიან ხშირად, საათობით შემეძლო მასთან ერთად ყოფნა, სახლობანას ვეთამაშებოდით, ხანდახან დავალებას ვაკეთებდით ერთად, კლასგარეშე ლიტერატურა მოგვწონდა ძალიან.
ყველა ჩემს პრობლემებს ვუყვებოდი, ვეუბნებოდი რომ ქვემოთ “გზაზე” მგლები ცხოვრობენ, არ ესმით ჩემი და არავინ მიჯერებს რომ მეც ისეთივე ვარ როგორებიც თვითონ არიან. ამ კლდიდან რა ლამაზად ჩანს მათი მოძრაობები, ალბათ ფიქრობ რომ ყველა მოცეკვავეა…
მეც რომ აქედან ვუყურებდე, მეც შენსავით ვიფიქრებდი რომ ძალიან კარგად ცეკვავენ. შენ რა ბედნიერი და ძლიერი ხარ სახლი რომ აქ გაქვს, თან არაფრის გეშინია, ამ კლდეზე ასე მარტო დგახარ და სახლში ხარ. ასე შორიდან ხედავ მათ და ახლოდან არასდროს დაგინახავს მათი “მოძრაობა” და თვალები.
არა, იქ ქვემოთ, ბევრმა არ იცის ცეკვა… იქ, ქვემოთ, ფართო გზაზე თუ მგელი არ გახდი ვერ გადარჩები, თუ მთლად მგლობას ვერ შეძლებ, მისი ტყავი მაინც უნდა მოირგო, რაღაცნაირად უნდა მოახერხო და შეურთდე ამ “ხროვას”.
იქ ბრძოლაა, ბრძოლაში შესრულებული მოძრაობებია ასე ლამაზად რომ ჩანს. ყველა ჩართულია ამ ბრძოლაში, იქ ყველა რაღაცას ვუმტკიცებთ ერთმანეთს. უნდა გადარჩე, დაამტკიცო რომ ისეთივე ხარ და მერე გახდები ამ “ხროვის” წევრი.
მიგიღებენ თუ არა მაგას არავინ გკითხავს, მათ კანონს უნდა დაემორჩილო. არ უნდა შეგამჩნიონ, რომ შენც გაქვს სიცილის უფლება, რომ “ბავშვი” ხარ და თავაწეულმა წინ უნდა იყურო და ისე იარო, რომ “უპატრონო” არ ხარ, რომ შენც შეიძლება გიყვარდეს…
და თუ ისე არ მოიქცევი როგორც “კანონში” წერია, ყმუილს იწყებენ… საშინელ ყმუილს, ყურებზე თუ ხელი არ აიფარე შეიძლება დაყრუვდე…
იქ ქვემოთ, ფართო გზაზე სიარული უფრო ძნელია ვიდრე აქ შენთან მოსასვლელ კლდეზე ამ შავი ნისლით სავსე ხვრელში გამოძრომა, აქ ამოსვლა არ მიჭირს, იმ სწორ გზაზე სიარულია რთული ჩემთვის.
იქ ისეთი სხვანაირი ვარ, მგლის ტყავში გახვეული, ნაკლებად ვიცინი - არ მოსწონთ ჩემი სიცილი.
ისე კარგად ვარ შეფუთული, ყველას სჯერა რომ - “უპატრონო” ვარ. ვერ მამჩნევენ რომ მიყვარს - ჩემთვის ჯერ სიყვარული არ შეიძლება.
ეგ კი არა თავსაც ვერ ვაბრუნებ თავისუფლად. ერთი რაც არის და ვერ შევნიღბე - თავაწეული სიარულია, ხო აწეული თავით დავდივარ და წინ ვიყურები, უკან კისრის მობრუნება მიჭირს.“, - წერს რიმა ასკურავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
1736581646
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: არ ვართ მარტივ სიტუაციაში, ჯერ კიდევ 2 ოკუპირებული რეგიონი გვაქვს რუსეთის მიერ, სამხედრო შენაერთებია განლაგებული და საფრთხე არ არის ვირტუალური
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის ეროვნულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მინისტრმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროკავშირთა...
1736580385
ახალი ამბებიThe New York Times-მა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა
ამერიკული გამოცემა The New Yor Times-ის ვერსიით, საქართველო, კერძოდ, ქუთაისი ერთ-ერთი ადგილია, რომელიც ტურიზმის მოყვარულმა ადამიანმა 2025 წელს უნდა მოინახულოს. „ქუთაისი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი...
1736580316
ახალი ამბებიგახარია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას ფულის აღებაში ადანაშაულებს
„ოცნებამ“ ფული გადაიხადა, ვიღაც სტუმრებსაც ელოდებოდა, მაგრამ ისინიც ვერ ჩამოვიდნენ - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უნგრეთი...
1736578551
ჰოროსკოპიველოდები მსოფლიოში რუკების ხელახლა დახატვას - მაიკ უოლცი
ველოდები მსოფლიოში რუკების ხელახლა დახატვას - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუს დროს გან...
1736576403
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 იანვარს საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. meteo.gov.ge-ის ცნობით, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უ...