"ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია შევაჩეროთ ეს ომი" - საბერძნეთი უკრაინას ქვეყნის აღდგენაშიც დაეხმარება - პრემიერ მინისტრის განცხადება

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გამართული ტელემარათონის დროს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა უკრაინელ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ მათი დახმარება ბერძნებისთვის არა არჩევანის, არამედ აუცილებლობის და პრინციპის საკითხია, რის გამოც ის გააგრძელებს მათ გვერდში დგომას. მან ასევე აღნიშნა რომ საბერძნეთი უკრაინას დაბომბილი ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება, რასაც მარიუპოლის სამშობიაროდან დაიწყებს.
"მე გელაპარაკებით ათენიდან, რესპუბლიკის დაბადების ადგილიდან. მე ვარ ერთ-ერთი ხმა იმ მილიონთა შორის, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.
ბერძნებისთვის უკრაინელების ტკივილი პირადი საკითხია. ალყაშემორტყმულ მარიუპოლი დიდი ბერძნული თემის სახლია, რომელიც 150 000 ადამიანს ითვლის. უკრაინელების დახმარება ბერძნებისთვის არა არჩევანის, არამედ აუცილებლობის და პრინციპის საკითხია ". სწორედ ამიტომ, საბერძნეთი გააგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას და ზრუნვას უკრაინელ ბავშვებზე. სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ 15000 უკრაინელი ლტოლვილი, რომელთაგან 500 ბავშვია და სწორედ ამავე მიზეზით, ჩვენ დავეხმარებით უკრაინას აღდგენაში, რომელსაც მარიუპოლის სამშობიაროდან დავიწყებთ.
საბერძნეთი თქვენს მხარესაა. ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია შევაჩეროთ ეს ომი." - მიმართა უკრაინელ ხალხს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.
ასევე საინტერესოა
🔷ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში თითქმის 15 000 უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა
🔷უკრაინის პრეზიდენტი მზადაა, საბერძნეთის პარლამენტში სიტყვით გამოვიდეს
1740591753
ახალი ამბებიაჭარის სკოლებში სწავლა 4 მარტს განახლდება
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის სკოლებში სწავლა 4 მარტს განახლდება. „აჭარის რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდება 4 მარტს“,...
1740589619
ახალი ამბებიბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „უ...
1740587436
ახალი ამბებილაშა ტალახაძე: მიეწოდებათ მედიკამენტები ვინც საჭიროებს დახმარებას, საკვებითაც უზრუნველყოფენ
ჭარბი თოვლის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობას შეუწყდა ელექტროენერგია. კომუნიკაცია თითქმის ყველა ოჯახთან აღდგენილია და მაქსიმუმს აკეთებენ ჩვენი სამართალდამცავებ...
1740585832
საზოგადოებაირაკლი ჩიქოვანი: მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურება სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების შრომის დისკრედიტაციას
„მიმდინარეობს მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება, იმისათვის, რომ მოხდეს დისკრედიტაცია იმ საქმეებისა, რომელსაც დღეს სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები...
1740584934
ახალი ამბებიილია II-ის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოდან, დაზარალებულთათვის საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილ...