საბერძნეთის კუნძულზე მასშტაბურ ხანძარს მეორე დღეა ებრძვიან

საბერძნეთში კუნძულ სამოში მეორე დღეა მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან.

სამოში, ტყის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად, სახანძრო ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. მოსალოდნელი საშიშროების და დიდი კვამლის გამო ევაკუირებულია სოფელ ვურლიოტეს მოსახლეობა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ვრონტას მონასტერს მიუახლოვდა, თუმცა მისთვის საფრთხე არ შეუქმნია.

პირველადი შეფასებით ხანძრის შედეგად 500-600 ჰექტარი ტყის ფართობია დამწვარი.

საბერძნეთის კუნძულ სამოში ხანძარი,  გუშინ შუადღის საათებში გაჩნდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, მეხანძრეებმა, ცეცხლის გაჩენის ბრალდებით, ასაკოვანი კაცი დააკავეს, რომელიც მოგვიანებით, პროკურორის ბრძანებით გათავისუფლდა.  

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ქარის ინტენსივობის შემცირებასთან ერთად მეხანძრეებმა და მოხალისეებმა მოახერხეს, გაჩენილი ხანძრის სამი კერიდან 2-ის ლოკალიზება, თუმცა ტერიტორია კვლავ იწვის. მეხანძრე- მაშველების თქმით, ცეცხლის ჩაქრობას მთელი დღე დასჭირდება. 

ასევე საინტერესოა

🔷მასშტაბური ხანძარი საბერძნეთში - მოსახლეობა ევაკუირებულია

🔷"მზად ვართ პაციენტები უკრაინიდან ჩვენს საავადმყოფოებში გადმოვიყვანოთ"- საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი

🔷საბერძნეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის უბილეთო მგზავრებს ჯარიმის ქვითარი ადგილზევე გადაეცემათ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740591753

ახალი ამბები

აჭარის სკოლებში სწავლა 4 მარტს განახლდება

 აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის სკოლებში სწავლა 4 მარტს განახლდება. „აჭარის რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდება 4 მარტს“,...

აა

1740589619

ახალი ამბები

ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „უ...

მოძრაობა - გზა, თოვლი

1740587436

ახალი ამბები

ლაშა ტალახაძე: მიეწოდებათ მედიკამენტები ვინც საჭიროებს დახმარებას, საკვებითაც უზრუნველყოფენ

 ჭარბი თოვლის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობას შეუწყდა ელექტროენერგია. კომუნიკაცია თითქმის ყველა ოჯახთან აღდგენილია და მაქსიმუმს აკეთებენ ჩვენი სამართალდამცავებ...

ლაშა ტალახაძე

1740585832

საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანი: მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურება სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების შრომის დისკრედიტაციას

 „მიმდინარეობს მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება, იმისათვის, რომ მოხდეს დისკრედიტაცია იმ საქმეებისა, რომელსაც დღეს სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები...

ირაკლი ჩიქოვანი

1740584934

ახალი ამბები

ილია II-ის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოდან, დაზარალებულთათვის საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილ...

ააა