სკოლები და საბავშვო ბაღები ატიკაში ხვალაც დაკეტილი იქნება 

სკოლები, საბავშვო ბაღები და ბაგა-ბაღები ატიკაში ხვალ,  27 იანვარს დაკეტილი იქნება.

ამის შესახებ ინფორმაციას, ოფიციალური უწყებები  ავრცელებენ.

„ავარიების პრევენციისა და ბავშვების უსაფრთხოების უკეთ დაცვის მიზნით, ატიკის გუბერნატორის  გადაწყვეტილებით და შესაბამისი მუნიციპალიტეტების შესაბამისი რეკომენდაციებითა და წინადადებებით, ხვალ, 27 იანვარს, დაწყებითი და საშუალო განათლების სკოლები დაკეტილი დარჩება. ასევე დაიხურება საბავშვო ბაღები და ბაგა-ბაღები“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ატიკაში სკოლები ორშაბათიდან, უამინდობა „ელპიდას“ გამო დაიკეტა, ხოლო დისტანციური განათლების საკითხი „ჰაერში“ დარჩა.

25 იანვარს, კერძო და საჯარო სექტორში საყოველთაო დასვენება გამოცხადდა და დისტანციური სწავლება არ ჩატარებულა, რადგან ტექნიკური უზრუნველყოფის ადმინისტრაციული პერსონალი არ იყო.

ცნობისთვის, დიდთოვლობამ საბერძნეთში, არა მარტო გზებზე  შექმნა პრობლემები, არამედ ხელი შეუშალა ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ფრენების განხორციელებასაც. 

დღის სხვა ამბები:

🔵 საბერძნეთში, პოლიციელმა პატარა გოგონა კილომეტრები ზურგით, ქარბუქსა და თოვლში ატარა

🔵 კადრები ათენის აეროპორტიდან სადაც ასობით მგზავრს მოუწია ღამის გათენება (სურათები)

🔵 საბერძნეთში ბუნებრივი კატაკლიზმებისა და სხვა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!!!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741254513

მსოფლიო

ირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს

ირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ...

 სპეცრაზმი  სპეცრაზმი

1741253103

მსოფლიო

ილონ მასკი - სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშვება, დიდი მასშტაბის თაღლითობის საშუალებას იძლევა, რომლის თვალყურის დევნება ძალიან რთულია

ილონ მასკი მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მასშტაბურ თაღლითობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშ...

ილონ მასკი

1741252033

ახალი ამბები

შსს - გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია, 1977 წელს დაბადებ...

შსს

1741250527

ახალი ამბები

საქსტატი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით, 62 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეად...

საქსტატი

1741248563

მსოფლიო

ქალაქ არნემის ისტორიულ ცენტრში მასშტაბური ხანძარია

ნიდერლანდების ქალაქ არნემში, ისტორიული ცენტრის ერთ-ერთ შენობაში ღამით ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მე-18 და მე-19 საუკუნეების ათობით სახლს მოედო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ხანძარი...

ქალაქ არნემი