“18 თებერვალს მარსისა და ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტი პიკს მიაღწევს” - ასტროლოგი ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი 16 თებერვლის მძიმე და გამაფრთხილებელი პროგნოზის შემდეგ, 18 თებერვლის დამაიმედებელ ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს, რომელიც მარსისა და ნეპტუნის კავშირსა და ამის ჩვენზე გავლენას ეხება.

ხათუნა ნოელი: "18 თებერვალს ღამით 04:13 საათზე მარსისა და ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტი  თავის პიკს მიაღწევს. 

ეს ასპექტი ძალიან კარგ გავლენას ახდენს ჩვენს  ინტუიციაზე, შემოქმედებაზე, ფანტაზიაზე,; ზრდის ადამიანურ ემპათიას,  თანაგრძნობის უნარს, იძლევა სურვილის დავეხმაროთ და შემწეობა გამოვუჩინოთ ჩვენზე სუსტებს, უღონოებს.

მშვენიერი დროა წარმოსახვისათვის გასაქანის მისაცემად, მიზნების და სურვილების დასასახვად, ვიზუალიზაციისათვის. შეგვიძლია გამოვიყენოთ ბიზნეს-სტრატეგიების დასასახავადაც. თუმცა მოქმედებისათვის ჯერ ცოტა ადრეა. ჯერ მხოლოდ  მომავალი ნაბიჯების გააზრებაა რეკომენდებული. თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მთვარე დაღმავალ ფაზაშია.

საქმიან სფეროში ახლა უფრო რეკომენდებულია გარკვეული ფარული ხასიათის ქმედებებზე გადასვლა, ზოგ შემთხვევაში უწყინარი ტყუილიც შეიძლება აუცილებელი გახდეს. სიტუაციის ფარული ბუნების მიუხედავად, თქვენი ქმედებები უნდა იყოს კონკრეტული და კონსტრუქციული.

შესანიშნავი პერიოდი სხვადასხვა ნიჭისა და უნარების განვითარებისა და დემონსტრირებისთვის.

პარტნიორულ  ურთიერთობებში იძლევა სულიერი ერთიანობის  შეგრძნებას. როგორც უკვე ვახსენე, იზრდება ჩვენი ინტუიცია, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩავწვდეთ სხვა ადამიანის შინაგან განწყობას, მოტივაცებს. ეს პრინციპში ეხება არამხოლოდ საყვარელ ადამიანებს, არამედ მტრებსაც და კონკურენტებსაც. რაღაც ფარული ამბების გამოაშკარავების შესაძლებლობები მოგეცემათ.

თუ  რუკაში მარსისა და ნეპტუნის  ურთიერთასპექტაცია გაქვთ, ან თევზების ან თხის რქის 11-12 გრადუსებზე გყავთ რაიმე მნიშვნელოვანი პლანეტები, ან ნეპტუნი თხისრქის პატრონი ხართ, ან მარსი გყავთ თხისრქაში ან თევზებში. ან უბრალოდ  წყლის ან მიწის სტიქიის წარმომადგენელი ბრძანდებით. მაშინ ეს ასპექტი მთელი დატვირთვით იმუშავებს თქვენთვის.
ამ ასპექტის ზემოქმედება ფაქტობრივად კარგა ხნის დაწყებულია და 5 მარტის ჩათვლით იქნება ძალაში, თუმცა ყველაზე აქტიური ფაზა 17-19 თებერვლის პერიოდში აქვს. გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები."

წყარო: ასტროზონა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741270395

მსოფლიო

„რუსეთი უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგებას არ მოითმენს“ - ლავროვი

რუსეთი არ მოითმენს ნატოს ჯარების ყოფნას უკრაინაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ნატის სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე განიხილ...

აა

1741268879

მსოფლიო

„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან  დღესაც  ხელი მოაწე...

დონალდ ტრამპი

1741267873

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მ...

მაკა ბოჭორიშვილი

1741266370

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7858 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი

1741264392

მსოფლიო

ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მყოფი 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მცხოვრები 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. საუბარია იმ უკრაინელებზე, რომლე...

უკრაინის მოსახლეობა