ამ პერიოდში გრძელვადიან პროგრამას უნდა ჩავუყაროთ საფუძველი - ასტროლოგი ხათუნა ნოელი გვირჩევს

ასტროლოგი ხათუნა ნოელი, უახლოესი პერიოდის განმავლობაში, ურანისა და სატურნის ურთიერთქმედებით გამოწვეულ გავლენასა და შესაძლო პერსპექტივებისა და ამავე დროს, პრობლემების შესახებ გვაფრთხილებს და გვირჩევს: "ურანისა და სატურნის დაძაბული ასპექტი სულ უფრო და უფრო მჭიდროვდება, რომ 24-ში მაქსიმალურად ზუსტი გახდეს.
ურანი ასტროლოგიაში სიახლეებს, ინოვაციებს, ცვლილებებს და რევოლუციებს სიმბოლიზირებს. თუმცა, ურიგო არ იქნება ისიც გავიხსენოთ, რომ ჯერჯერობით ურანი კუროს ნიშანში მოძრაობს, ეს კი მისი „დაცემის“ ნიშანია, აქ ურანს უჭირს საკუთარი ენერგიების სწორად გამოვლინება. კურო ცდილობს ძველი, ადაპტირებული კომფორტის ზონა შეინარჩუნოს.
თავის მხრივ, მერწყულის ზოდიაქოს ტერიტორიაზე მყოფი სატურნიც ვერ გრძნობს თავს ბოლომდე მშვიდად. მიუხედავად იმისა, რომ მერწყული მისი მმართველობის მეორე ნიშნად მიიჩნევა, სატურნისათვის სრულიად მიუღებელია თავისუფლების ისეთი მოთხოვნილება, როგორიც მერწყულს ახასიათებს. სატურნი პირიქით ბოჭავს, საზღვრებს ავლებს, წესებს ამკაცრებს.
ორი ასეთი ურთიერთწინააღმდეგობრივი ენერგიის ჭიდილის ფონზე ჩაიარა ფაქტობრივად წელიწადმაც.
დეკემბერში სატურნისა და ურანის ბრძოლის მესამე რაუნდი გვაქვს. პლანეტების ძალა თითქმის ისე, როგორც სპორტულ შეჯიბრებებში, ქულებით ფასდება და მინდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით სატურნი იგებს.
ახლა საჭიროა ახალ რელსებზე გადასვლა, სიახლის მიღება, ოღონდ გათვლილად, გაზომილად, პასუხისმგებლობების და მომავალი შედეგების გააზრებით. ახლა გრძელვადიანი პროგრამას უნდა ჩაეყაროს საფუძველი, რომლის პირველ სერიოზულ შედეგებს 2025 წელს მოვიმკით, ამ ორი პლანეტის ჰარმონიულ ასპექტზე.
ახლა კი სიფრთხილე მართებთ მათ, ვისაც მერწყულის, კუროს, ლომის ან მორიელის 11-12-13 გრადუსებზე რაიმე მნიშვნელოვანი ჰყავთ. აგრეთვე მათ, ვისაც რუკაში სატურნსა და ურანს ნებისმიერი ასპექტი აკავშირებთ ერთმანეთთან.
ზოგადი სურათი მსოფლიოში კი შეიძლება იყოს ასეთი - ეკონომიკური კრიზისის ახალ, გამწვავებულ ფაზაში შესვლა, მიწისძვრები 24 რიცხვის მიდამოებში, საშუალო რანგის პოლიტიკოსების და მაღალი რანგის ჩინოვნიკების სავარძლების ცვლა. სახელმწიფო მეთაურებს ჯერჯერობით ცვლილებები არ ეხებათ."
1740983813
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება. 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...
1740979239
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ
პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...
1740978318
ახალი ამბებიგურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუ...