"იმატებს მოუთმენლობა, თავშეუკავებლობა, იმპულსურობა და აგრესიულობა" - რას გვირჩევს ასტროლიგი რამაზ გიგაური 20 ოქტომბრის სავსემთვარეობაზე

ასტროლოგ რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც გიგაური წერს, 20 ოქტომბერს საღამოს სავსემთვარეობაა. იგი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

"მთვარე ვერძშია და მზე-მარსს უპირისპირდება.

იმატებს მოუთმენლობა, თავშეუკავებლობა, იმპულსურობა და აგრესიულობა.

20-ში(-):

* არ ვარჩევთ საქმეებს,

* არ გვინდება ნასვამზე ბასრი დანით პურის დაჭრა,

*  არ გვინდება წინ მიმავალი ოპელ-ვექტრასთვის გადასწრება,

*  არ გადავდივართ წითელზე,

*  რა ვთქვი მე, წითელზე არ გადავდივართ-მეთქი!

*  არ მივდივართ სანადიროდ,

*  არც ტირში არ მივდივართ,

*   არ ვიღებთ ვალებს (ყოველ შემთხვევაში ვერიდებით ამას),

*  არ გვინდება ავტობუსში უნიღბოდ ამომავალ „ვერზილას“, რომელსაც უნდა დაამტკიცოს, რომ მაგარი ტიპი, ჯემპრის თავზე წამოცმა და ჭიტლაყის ამორტყმა,

*  არც გინება... არავითარი შუა თითის ჩვენება!

*  ვერიდებით ბევრ ხალხს და აგრესიულ სიტუაციებს,

*  ვუფრთხილდებით თავს (რა რომელ თავს? რა კითხვაა ეს?! ვერძის სუსტი წერტილი - თავია),

*  ასევე არარეკომენდებულია ქირურგიული პროცედურები თვალებზე და კბილებზე (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა).

20-ში(+):

* ვართ სიმშვიდეში, ნირვანაში, სამადჰიში,

* ვაჯამებთ ბოლო ორი კვირის პრობლემებს და დასკვნები გამოგვაქვს,

* აუჩქარებლად ვგეგმავთ მომდევნო ორი კვირის მიზნებს,

* კარგია რეკლამის გაკეთება (მიწერა-მოწერა. ოღონდ ფილმ „ფესვებით“ არ იყოთ, მიწერა რომ აქვს და მოწერა - არა),

* ვაქტიურობთ შესაძლებლობების ფარგლებში (ვურეკავთ, მივდივართ და ა. შ. ანუ თვითონ ვიჩენთ ინიციატივას),

* ვიწყებთ ან ვაკეთებთ მოკლევადიან საქმეებს, რომელიც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ და არ გაგვეწელოს,

* ზომიერად ვვარჯიშობთ (ექსპერიმენტების გარეშე),

* საკუთარ თავს უფრო მეტად ვიყვარებთ (ქრთამად ერთი კილო შოკოლადი მიართვით საკუთარ თავს და მიირთვით-მეთქი, ამას არ ვამბობ).

მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება თქვენში და თქვენს გარშემო.  
სიყვარულით,
რამაზ გიგაური", - წერს ასტროლოგი სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741268879

მსოფლიო

„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან  დღესაც  ხელი მოაწე...

დონალდ ტრამპი

1741267873

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მ...

მაკა ბოჭორიშვილი

1741266370

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7858 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი

1741264392

მსოფლიო

ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მყოფი 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მცხოვრები 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. საუბარია იმ უკრაინელებზე, რომლე...

უკრაინის მოსახლეობა

1741261938

მსოფლიო

პუტინმა აშშ-ში რუსეთის ახალ ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში ახალი ელჩი, ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთს ელჩი ამერიკაში 2024 წლის ოქტომბრიდან არ ჰყავდა. 18 თებერვალს საუდის არა...

ალექსანდრე დარჩიევი