რა გელოდებათ 8 სექტემბერს? - ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოერიდეთ კოლეგების კრიტიკას, თუნდაც სამართლიანს, თორემ შეიძლება სრულიად მარტო დარჩეთ. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე და მოინახულეთ ნათესავი, რომელიც დიდხანს არ გინახავთ.

კურო

ამ დღეს ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. გირჩევთ, ნებისმიერ ვითარებაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გეგმების განხორციელებისას ნუ დაივიწყებთ ადამიანს, ვინც რთულ დროს არ მიგატოვათ. სამთავრობო უწყებებში ვიზიტის დროს, ეცადეთ კორექტულობა გამოიჩინოთ. ახალი ნაცნობობა წარმატებული იქნება.

ტყუპები

ამ დღეს სამსახურში ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ - გამორიცხული არ არის, რომ კოლეგამ თქვენთვის მახის დაგება სცადოს. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში დიეტა დაიცვათ. წარმატებას ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა მოგიტანთ. ახალი იდეა შეიძლება, დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცეს.

კირჩხიბი

მიმდინარე საქმეებში სერიოზული ცვლილებები გელით. ნათესავებისგან შეიძლება სასიხარულო ინფორმაცია მიიღოთ. შესანიშნავი დროა ბინაში რემონტის გაკეთების ან ავეჯის შეძენისთვის. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან ურთიერთობის დროს.

ლომი

თავს მხნედ და ენერგიით სავსედ გრძნობთ და მზად ხართ, მთები ადგილიდან დაძრათ. ამ დღეს ბევრი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ მოახერხებთ საკუთარი ემოციების კონტროლს. მოერიდეთ ცხიმიან და არაჯანსაღ საკვებს.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ქალწულებისთვის. გულწრფელი საუბარი ნდობას აღადგენს და ურთიერთობების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ბევრი ქალწული საბოლოოდ იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებს. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

სასწორი

მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას - რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ, დღეს უბრალოდ მოდუნდეთ და ცოტა ხანი მოიცადოთ.

მორიელი

ამ დღეს ნებისმიერი კოლექტივის მამოძრავებელი ძალა იქნებით. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, თანაც რამდენიმე ადგილიდან. ახალი საქმის დაწყების მცდელობა შეიძლება ჩაიშალოს, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზით.

მშვილდოსანი

ამ დღეს ხალისიანი და აქტიური ხართ, თუმცა რთული საქმეების დაწყებას მოერიდეთ - ხვალ უკეთ გამოგივათ ყველაფერი. ზოგადად კი, თქვენს ცხოვრებაში მალე პოზიტიური პერიოდი დაიწყება.

თხის რქა

დღევანდელი საღამო თქვენს პირად ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, პარტნიორთან შეთანხმების მიაღწიოთ. მოერიდეთ ელექტრო მოწყობილობების დამოუკიდებლად შეკეთებას და საჭიროების შემთხვევაში ხელოსანი გამოიძახეთ.

მერწყული

ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ, რათა ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მთელ დღეს უგუნებოდ გაატარებთ, სანამ არ შეხვდებით ადამიანს, რომელიც უსიამოვნებას დაგავიწყებთ. ახლობელი ადამიანი რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართავთ და იმედი არ გაუცრუოთ.

თევზები

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. სანამ ახალ პროექტს დაიწყებთ, ეცადეთ, თაროზე შემოდებული საქმეები დაასრულოთ. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740425408

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ომის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის პრინციპები იყო, რაზეც საუბარია იმ რეზოლუციის პროექტშიც, რომელიც აშშ-მა წარადგინა და, რომლის თანაინიციატორიც ვიყავით ჩვენ

 „დღეს ჩვენ უკვე გვესმის მტკიცებით ფორმაში იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ამ ომის მთავარი მხარდამჭერები იყვნენ და რომლებიც ამ მხრივ გვერდში ედგნენ უკრაინას, განსაკუთრებით აშშ-ის ადმინისტრაციას ვგულისხმობ,...

შალვა პაპუაშვილი

1740423377

სპორტი

ტრამპი აცხადებს, რომ მალე შეხვდება ზელენსკის

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმდინარე ან მომავალ კვირაში შეხვდება. ტრამპის თქმით, მისი შეხვედრა ზელენსკისთან, შესაძლოა, მალე მოხდეს, რათა...

ტრამპი და ზელენსკი

1740421630

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია „ფარას“ ანალოგზე: ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთს, ჩვენი დამოუკიდებლობის გამყარებას და ქვეყნის უსაფრთხოებას, არ არის საქართველო რაღაც ექსპერიმენტების ჩატარების პოლიგონი

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ „ფარას“ კანონზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს კანონი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთს - ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, სუვე...

კირცხალია

1740419076

საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი: ვცდილობთ უმოკლეს დროში გადაჭრილი იქნეს ყველა პრობლემა

 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე გურიაში იმყოფება. ნიკა ტყემალაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და მუნიციპ...

მოძრაობა - გზა, თოვლი

1740417279

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკა სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ქვეყანაში და ჩვენ ასეთივე გვინდა ვუსურვოთ მეგობარ უკრაინას

ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკა სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ასეთივე გვინდა ვუსურვოთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, - განაცხადა საგარეო საქმეთ...

მაკა ბოჭორიშვილი