რას გპირდებათ 2021 წლის ნოემბერი? ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნოემბერში ყურადღება უნდა მიაქციოთ ჭეშმარიტების ძიებას.
6 ნოემბერს, როგორც კი მერკური მორიელში გადავა, ინტროსპექტივა და ინტუიცია გაძლიერდება, ხოლო პირადი საუბრები მეტად ინტენსიური და გასაიდუმლოებული გახდება. 19 ნოემბერს მთვარის დაბნელება კუროში შეცვლის თქვენს ძირითად ღირებულებებს, თვითშეფასებასა და სამუშაო ცხოვრებას. ეს კარმული სავსე მთვარე მოგთხოვთ გათავისუფლდეთ ფიზიკურ და მატერიალურ სამყაროში არსებული მიჯაჭვულობებისგან, რათა მიესალმოთ ახალ ტრანსფორმაციულ გამოცდილებას.
21 ნოემბერს მშვილდოსნის სეზონი დაიწყება, რაც მიანიშნებს მასიური შემობრუნებისა და ოპტიმიზმის მოზღვავებაზე... თუმცა ეს, უკვე მომდევნო თვის საკითხავია.
ახლა კი, მორიელის იდუმალი და ინტენსიური ენერგიის დროა!
ვერძი
ძვირფასო ვერძებო, ახლა დროა სერიოზულად მოეკიდოთ კარიერას. ნოემბერში, თქვენს ცხოვრებაში ისეთი ახალი შემოთავაზებები გამოჩნდება, რომლებიც მთლიანად შეცვლის თქვენს მომავალს. თუმცა, ნუ შეშინდებით, საყვარელი ადამიანები თქვენს გვერდით იქნებიან და თქვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭრენ. სად ხედავთ საკუთარ თავს 10 წლის შემდეგ? რისი გაკეთება შეგიძლიათ ამ თვეში, რათა საკუთარ ამბიციებს გზა გაუხსნათ? თუ თავს მომავლის სწორი ფუნდამენტის აშენებას მიუძღვნით, მაშინ მორიელების სეზონი დაუჯერებელ ჯილდოს შემოგთავაზებთ. მანამდე კი, ნუ დაკარგავთ თვითშეფასებასა და მოტივაციას!
კურო
კუროებო, თქვენთვის, ამ თვეში, ყველაზე აქტუალური საკითხი ურთიერთობები იქნება, განსაკუთრებით კი, რომანტიკული. დიახ, დაუჯერებელია, თუმცა სწორედ თქვენი დრო მოვიდა! მორიელის ენერგეტიკა საშუალებას მოგცემთ გააძლიეროთ არსებული ურთიერთობები. თუმცა თავად მოგიწევთ აღმოაჩინოთ სწორი ბალანსი საკუთარ გრძნობებსა და მათ გამოხატვას შორის. სწორედ აქ უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე, რათა ზედმეტი ინტენსივობით არ დააფრთხოთ თქვენი რომანტიკული პარტნიორი. დაანახვეთ მას რამდენად სანდო და მყარი ადამიანი ხართ, შედეგებს ნამდვილად არ ინანებთ. თანაც, მთვარე სწორედ თქვენს ნიშანში დაბნელდება, ეს კი ახალი მოგზაურობების ნიშანია. წარმოიდგინეთ თქვენი სასურველი ურთიერთობა - ის რაზედაც უკვე მრავალი წელია ოცნებობთ. ჯადოსნური ნოემბერი კი მას რეალობად გადააქცევს.
ტყუპები
ძვირფასო ტყუპებო, ნოემბრის პირველ ნახევარში მოგიწევთ აღიაროთ, თუ როგორი ძალა აქვს ბეჯით შრომას. იმუშავეთ, ნუ დაზოგავთ საკუთარ თავს, მორიელის ენერგეტიკა კი, კარიერული გზების გახსნაში დაგეხმარებათ. დღის განმავლობაში შეასრულეთ ყველა საქმე, აიძულეთ საკუთარ თავს გახდეთ ყველაზე ბეჯითი და მშრომელი ადამიანი, შეინარჩუნეთ მოტივაცია და ამ თავგანწირვის ნაყოფი, სულ მალე თქვენს რეალობად გადაიქცევა. თვის მეორე ნახევარი კი ახალი და საინტერესო ურთიერთობას შემოგთავაზებთ. თუმცა ეცადეთ, რომ სიყვარულისა და მეგობრობის ძიებაში მხედველობიდან არ გამოგრჩეთ ადამიანები, რომლებიც უკვე მრავალი წელია თქვენს გვერდით არიან.
კირჩხიბი
კირჩხიბებო, ახლა დროა თქვენი წილი სიხარული შეირგოთ. გამოიწვიეთ საკუთარი თავი, უარი თქვით ჩვეულ შრომისმოყვარეობაზე და დრო დაუთმეთ საკუთარ ბედნიერებას! დაფიქრდით, რისი გაკეთება გაგაბედნიერებთ ყველაზე მეტად? იყავით კრეატიული, იარეთ პაემნებზე და გამოხატეთ საკუთარი თავი. ამისთვის, არავის ნებართვა არ გჭირდებათ. ამ თვეში აუცილებლად გამოხატეთ საკუთარი ემოციები და დაანახვეთ სხვებს, თუ როგორ ზრუნავთ. მთვარის დაბნელების შემდეგ თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება. მაგრამ მანამდე, მოიშორეთ ყველაფერი ძველი; ყველაფერი ის, რაც აღარ გჭირდებათ. თუ ამას გააკეთებთ, თვის ბოლოსთვის უამრავი სივრცე დაგრჩებათ ახალი მეგობრებისა და ახალი ოცნებებისთვის. ... და დიახ, ახალი სიყვარულისთვის!
ლომი
ლომებო, ეს თვე ინტროსპექტულ ნოტაზე დაიწყება, რადგან ყურადღებას გაამახვილებთ თქვენს შინაგან კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. შეიძლება დადგა დრო, რომ საკუთარ სახლში დაალაგოთ ურთიერთობები და ყოველდღიურობაში შეიტანოთ ცვლილებები, რათა თქვენი ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, სწორედ აქ უზრუნველყოთ. ამ თვეში, ასევე მოსალოდნელია კარიერული მიზნების განხორციელება, რაც სიამაყისა და თავდაჯერების გრძნობით აგავსებთ. მაგრამ, ამავე დროს, ეს წარმატება გარე სამყაროს რეაქციებზეც აისახება: მიღებული ქება-დიდება კი, შინაგანი ცეცხლისა და მოტივაციის კიდევ უფრო გაძლიერებაში დაგეხმარებათ.
ქალწული
ქალწულებო, თქვენი ანალიტიკური ბუნება, ამ თვეში, კიდევ უფრო გაძლიერდება. შედეგად კი სრულყოფილად დაასრულებთ ყველა იმ საქმეს, რაც დეტალებზე ორიენტირებას, დროსა და მოთმინებას საჭიროებს. ჩვენი რჩევაა, დაივიწყოთ ჩვეული სკეპტიციზმი და უბრალოდ მიენდოთ თქვენს ცხოვრებაში შემოსულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი, ახალ რომანტიკულ ინტერესებს. ფრთხილად იყავით, რადგან თქვენი მკაცრი და დისტანციური ხასიათის დამსახურებით, შესაძლოა ცხოვრებაში კარგი ადამიანები არ შემოუშვათ. მთვარის დაბნელების ქვეშ გაძლიერდება თქვენი ემოციები, რაც ანალიტიკურ აზროვნებას მნიშვნელოვან გამოცდას მოუწყობს. მოგიწოდებთ განაახლოთ თქვენი შინაგანი რწმენები და საკუთარ თავს სულიერი ტრანსფორმაციის უფლება მისცეთ.
სასწორი
სასწორებო, ჩვენი რჩევაა, ისე ნუ ჩაეფლობით კარიერულ საკითხებში, რომ დაივიწყოთ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. მართალია თქვენი შრომისმოყვარეობა ფინანსურ და მატერიალურ წარმატებას გპირდებათ, თუმცა, თქვენს ახლობლებს შეიძლება მეტი დრო და მხარდაჭერა დასჭირდეთ. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ისინი იგრძნობენ, რომ თქვენ მათგან შორს წახვედით. თუმცა ეს დროებითია - მშვილდოსნის სეზონი გააძლიერებს პოზიტიური ემოციების მოთხოვნილებას, რაც საშუალებას მოგცემთ შეცვალოთ აზროვნება და დაინახოთ, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა...
მორიელი
ეს თქვენი სეზონია, მორიელებო და ტრადიციულად, ეს პერიოდი საკუთარი თავის სრულ განახლებას უნდა დაუთმოთ! სინანულისა და ბოდიშის გარეშე აჩვენეთ მსოფლიოს ვინ ხართ სინამდვილეში. ამ პერიოდში დასრულდება ის ურთიერთობები, რომლებიც კარმული მიჯაჭვულობის გამო გაიწელა. მაგრამ ამასთანავე, დაიწყებთ ახალ ურთიერთობებს. აი აქ კი, გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან ის შესაძლოა მარტივად გადაიქცეს ყოვლისმომცველ, ვნებიან აკვიატებად. შეძლებთ კი უარი თქვათ ვნების სიტკბოზე, როდესაც პირველ არაჯანსაღ ნიშნებს დაინახავთ? შეამჩნევთ კი, რომ ინტენსიური და ვნებიანი ხასიათის წყალობით, ძალიან ხშირად კარგავთ საკუთარ თავს? შეძლებთ ჩააბაროთ ეს გაკვეთილი? - ესაა კითხვები, რომელზე პასუხიც ნოემბრის თვეში უნდა აღმოაჩინოთ.
მშვილდოსანი
თუ კი საკუთარ თავზე ფიზიკურად, გონებრივად და ემოციურად იზრუნებთ, მაშინ ეს 2021 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თვე იქნება. დაიმახსოვრეთ, როგორც კი გაასუფთავებთ ფსიქოლოგიურ დაბრკოლებებს, მომენტალურად აღდგება თქვენი იდენტობის გრძნობა და შესაბამისად, თავდაჯერება. მას შემდეგ რაც შინაგან წმენდას დაასრულებთ, თვის ბოლოს, თქვენი მაგნიტური ენერგია საშუალებას მოგცემთ მიიზიდოთ ახალი ადამიანები და ახალი სიტუაციები. ჩვენი რჩევაა, არ გადაიტანოთ ძველი გრძნობები ახალ სიტუაციებსა ან ადამიანებზე. მოდით, გაააქტიურეთ „ახალი მე“ - სხვა თუ არაფერი, სულ მალე, თქვენი დაბადების დღე, თქვენი პერსონალური ახალი წელი დაიწყება!
თხის რქა
როგორც თქვენ იცვლებით შინაგანად, ასევე უნდა შეიცვალოს თქვენი მიზნებიცა და ოცნებებიც. ჰკითხეთ საკუთარ თავს, გსურთ თუ არა ის, რაც გუშინ ან ერთი წლის წინ გინდოდათ. ამ თვეში, თქვენი საყვარელი ადამიანები განსაკუთრებით გახდებიან თქვენზე დამოკიდებულნი. შედეგად კი, თქვენ იმაზე უფრო მეტ ადამიანს შთააგონებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამისთვის კი, მხოლოდ მათ გვერდით ყოფნა დაგჭირდებათ. თვის დასასრულს შეიცვლება თქვენი ენერგიაც, რათა სხეულმა და გონებამ დამსახურებულად დაისვენოს. აი აქ კი, მოგიწვთ ნება დართოთ სხვა ადამიანებს, რათა თქვენზე იზრუნონ...
მერწყული
ამ თვეში, სამუშაოსა და გართობას შორის ბალანსის დაცვა მოგიწევთ, რათა კუთვნილი ბედნიერება მოიპოვოთ. რადგანაც სამსახურში წარმატებებით შეასრულებთ ყველა დავალებას, დაგრჩებათ მეტი თავისუფალი დრო ოჯახისა და საყვარელი ადამიანებისთვის. მაგრამ თქვენ უნდა დააბალანსოთ თქვენი შიშები და რეალობა - მოერიდეთ არასაჭირო რისკებს, რათა ნებისმიერი საქმე კიდევ უფრო სწრაფად და წარმატებულად დასრულდეს. თვის დასასრულს აუცილებლად იგრძნობთ ძლიერ სურვილს დაისვენოთ და დაგეგმოთ რაიმე სახალისო თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად. მიეცით საკუთარ თავს მხიარული შესვენების უფლება. თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ!
თევზები
ძვირფასო თევზებო, ამ თვეში, შესაძლოა იგრძნოთ, რომ საკუთარ გონებაში გაიჭედეთ. ამის მიზეზი კი ის იქნება, რომ ახალი რეალობის მორგება მოგიწევთ, თანაც როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე, გრძელვადიან მიზნებზე. მიჰყევით დინებას და ნუ აიძულებთ საკუთარ თავს იყოთ ფიზიკურად აქტიური. მიეცით თავს დასვენების და მოდუნების უფლება. ჩანაწერების გაკეთება იქნება შესანიშნავი ინსტრუმენტი, რათა გადატვირთოთ თქვენი გონება და გააანალიზოთ საკუთარი მიღწევები! შეეცადეთ ისწავლოთ რაიმე ახალი, იქნება კითხვის, ფილმების ყურებისა თუ მოგზაურობის საშუალებთ. ამ ემოციურად მსუყე პერიოდში, ძალიან დააფასებთ იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს გიჭერენ, განსაკუთრებით კი, თუ მათგან დიდი მანძილი გაშორებთ...
თუ მოგეწონათ სტატია გააზიარეთ....
1735373201
საზოგადოება„შარშან, 28 დეკემბერს მორჩა ყველაფერი...დანარჩენი 9 თვე უკვე ტკივილი იყო… სიკვდილი გააიოლე ბერიკ“ – რეჟისორები ზურა ბერიკაშვილზე
ზურა ბერიკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ რეჟისორები სანდრო ელოშვილი და დიმიტრი ხვთსიაშვილი. რეჟისორები აღნიშნავენ, რომ რეალურად შარშან, 28 დეკემბერს მორჩა ყველაფერი....
1735369291
ახალი ამბებირა ვითარებაა საავტომობილო გზებზე? - განახლებული ინფორმაცია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის...
1735334796
სოციალური მედია„მშვიდობა - რუსულია! მართლმადიდებლობა - რუსულია!“ - შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რას უმტკიეს საქართველოს დასავლეთი ბოლო 3 წლის განმავლობაში
,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმის შესახებ წერს, თუ რას უმტკიცებს დასავლეთი საქართველო ბოლო 3 წლის განმავლობაში. მისი თქმით, დასავლეთი ა...
1735329986
ჰოროსკოპი28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, თუმცა მეზობლებთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში...
1735328460
სოციალური მედია„ცხოველს აქვს ინტელექტი, ემოციები და გრძნობები. გართობის მიზნით აყვანილი და თავიდან მოშორებული ცხოველის ბედი ყოველთვის ტრაგიკულია“ - თბილისის ზოოპარკი
26 დეკემბერს სპორტსმენმა ლაშა ბექაურმა თბილისის ზოოპარკს პატარა ბოკვერი აჩუქა. ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ჩაბარების საკითხებზე ვრცლად ადმინისტრაციამ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა, რას...