"უსიყვარულოდ მზე მართლა არ სუფევს ცის კამარაზე და ნურც ჩვენ გვექნება ამბიცია, რომ ოდესმე უსიყვარულოდ ბედნიერება მოვა" - ასტროლოგი 16 თებერვლის სავსე ახალმთვარეობაზე

ასტროლოგი დავით ნიბლაძე 16 თებერვლის სავსე მთვარეობასთან დაკავშირებით ფეისბუკში საინტერესო პროგნოზს ავრცელებს:
"All you need is love!
დღეს, 16 თებერვალს სავსე მთვარეა ლომში
▶️ ლომს თავად მზე მართავს
რომლის საკვანძო სიტყვებიცაა სიცოცხლე, ენერგია, სინათლე, ოპტიმიზმი და სიყვარული.
▶️ როდესაც სავსე მთვარე მზის ნიშანშია, ეს შანსია, ჩვენს ქვეცნობიერში ყველაზე ბნელ კუთხეებშიც კი შევიტანოთ სინათლე და სიყვარული ეს სიყვარული არ არის სხვა კონკრეტული ადამიანისკენ მიმართული. ეს სიყვარულია ცხოვრების, სიცოცხლის, ჩვენი სამყაროსთან ინტერაქციის, ინდივიდუალიზმისა და ყველაფერი იმის, რაც თავს ცოცხალ ადამიანად გვაგრძნობინებს
▶️ ჩვენ გვართმევენ ბავშვობას, ოცნებებს, იმედებს, ფერებს... გვკარნახობენ, როგორ ვიცხოვროთ, რაზე ვთქვათ კი და რაზე - არა, რა გზით ვიაროთ და ა.შ... ამ დროს კი სავსე მთვარე ლომი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენ ყველას ჩვენი უნიკალური კომპასი გვაქვს შიგნით, რომელმაც ყოველთვის იცის, სად ვეძებოთ ბედნიერება. დიახ, ამ კომპასს გული დავარქვით და ისაა, რასაც ხშირად ვაიგნორებთ... რამდენადაც გულით მივიღებთ და შევიყვარებთ ჩვენს მიზნებს, ოცნებებს, სურვილებს, ძლიერ თუ სუსტ მხარეებს, ჩვენს უნიკალურობას თუ ორდინალურობას, მით მეტი შანსი გვექნება ბედნიერების. ლომის მესიჯიც სწორედ ესაა - ვიცხოვროთ გულით
▶️ ყველაფერი მიმღებლობით და სიყვარულით იწყება, ისევ სიყვარულით გრძელდება და სიყვარულითვე სრულდება... უსიყვარულოდ მზე მართლა არ სუფევს ცის კამარაზე და ნურც ჩვენ გვექნება ამბიცია, რომ ოდესმე უსიყვარულოდ ბედნიერება მოვა.
▶️ ნუ დავჩაგრავთ იმ ბავშვს ჩვენში, რომელსაც სიცოცხლე უხარია, ყველა ღიმილს ღიმილით პასუხობს, სავსეა რწმენითა და თავგადასავლების სურვილით, მზადაა აღმოაჩინოს სამყარო და ამისთვის ცხრა მთაც გადაიაროს, იცინოს ხმამაღლა, როცა ეცინება, მიიღოს სითბო და სიყვარული და იყოს უბრალოდ ბედნიერი დღეს და ახლა.
▶️ საკუთარი თავის სიყვარულისგან შორს ვართ თუ მუდმივად სხვებს ვედრებით, სხვების აზრი ჩვენსაზე მნიშვნელოვანია, არ ვაძლევთ თავს შეცდომების დაშვების უფლებას, არ ვუშვებთ ტოქსიკურ ადამიანებს ცხოვრებიდან, ვაიგნორებთ ჩვენს შიშებს, არ ვენდობით საკუთარ თავს გადაწყვეტილების მიღების დროს, არ ვიყენებთ შანსებს, სხვებს უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ვიდრე საკუთარ თავს და არ ვართ კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ.
▶️ როგორ ზრუნავ საკუთარ თავზე? ბოლოს როდის იგრძენი სიყვარული საკუთარი თავის მიმართ?", - წერს ნიბლაძე.
სხვა სიახლეები:
1741268879
მსოფლიო„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან დღესაც ხელი მოაწე...
1741267873
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მ...
1741266370
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7858 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1741264392
მსოფლიოტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მყოფი 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის გაუქმებას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მცხოვრები 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. საუბარია იმ უკრაინელებზე, რომლე...
1741261938
მსოფლიოპუტინმა აშშ-ში რუსეთის ახალ ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში ახალი ელჩი, ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთს ელჩი ამერიკაში 2024 წლის ოქტომბრიდან არ ჰყავდა. 18 თებერვალს საუდის არა...