ბარის ქართველი ემიგრანტები, ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ, ნეაპოლში ჩავიდნენ

უკვე რამდენიმე კვირაა, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მთელი ყურადღება და ემოცია, იტალიის ერთი ქალაქისკენაა მიმართული. ეს ქალაქი ნეაპოლია და ემოციების ზღვა ახალგაზრდა, უნიჭიერესი და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ უძლიერესი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა.
ქართველი ემიგრანტები უპირობოდ გულშემატკივრობენ Napoli-ს, იმისდა მიუხედავად, მოსწონთ თუ არა ფეხბურთი, ან კონკრეტულად ნეაპოლის გუნდი. მთავარია, რომ იქ ქართველი თამაშობს, ქართველი, რომელმაც ქალაქი, სადაც სპორტი რელიგიადაა ქცეული, ერთ ხმაზე აამღერა ყველა და ამ სიმღერას ხვიჩა კვარაცხელია ჰქვია.
დღეს Napoli-Liverpool-ის შეხვედრაა. სწორედ ამ წუთებში, როგორც ბარიში მცხოვრები ფიქრია კუჭუხიძის პირდაპირი ჩართვებიდან ვიგებთ, ნეაპოლში ქალაქ ბარიდან ქართველები მიემართებიან, ქართული დროშებით. როგორც ჩვენთან საუბრისას ფიქრია კუჭუხიძემ აღნიშნა, ნეაპოლში ქალაქ ბარიდან უამრავი ქართველია ჩასული. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს დროშები ფრიალებს და ერთსულოვნება ზეიმობს.
დღეს, ხვიჩას განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ თამაშისას. ქართველებმა ხომ მართლაც ნეაპოლელებივით საოცარი, გადამდები და ემოციური გულშემატკივრობა ვიცით.
1740460947
საზოგადოებაროგორ ამინდს პროგნოზირებენ დღეს საქართველოში
25 თებერვალს, საქართველოს უმეტეს ქალაქში თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა -12 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +2 - თო...
1740459792
ახალი ამბებიოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად კაცი დაიღუპა
სამწუხაროდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა მამაკაცი, შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ, - ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებული გურიის რეგ...
1740429079
ახალი ამბებისაბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ადმინისტრაციულ შენობებზე, სამხედრო ქვედანაყოფებსა და საზღვარგარეთ საქარ...
1740427939
მსოფლიოტრამპი კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა პუტინს დიქტატორად: მე ასეთ სიტყვებს დაუფიქრებლად არ ვიყენებ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს დიქტატორი არ უწოდა და განაცხადა, რომ ის „ასეთ სიტყვებს დაუფიქრებლად არ იყენებს“. კითხვაზე - თქვენ ზელენსკის დიქტატორი უწოდეთ. გამოიყენებდით იგივე სიტ...
1740425408
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ომის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის პრინციპები იყო, რაზეც საუბარია იმ რეზოლუციის პროექტშიც, რომელიც აშშ-მა წარადგინა და, რომლის თანაინიციატორიც ვიყავით ჩვენ
„დღეს ჩვენ უკვე გვესმის მტკიცებით ფორმაში იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ამ ომის მთავარი მხარდამჭერები იყვნენ და რომლებიც ამ მხრივ გვერდში ედგნენ უკრაინას, განსაკუთრებით აშშ-ის ადმინისტრაციას ვგულისხმობ,...