„გონებაჩლუნგების დედები ყოველთვის ფეხმძიმედ რატომ არიან, ღმერთო!“ - სოლომონ ნერგაძე

„გვარამიას და თ. თოფურიას მიმდევრებს ვთხოვ, წყნარად გააანალიზონ, რასაც ახლა ვეტყვი: იცით, ძვირფასო მეგობრებო, კიდევ რამდენ კარგ და ბრწყინვალე ნაყოფს დაგვიტოვებდა ჩვენი გურამ დოჩანაშვილი? იცით, კიდევ რამდენ კარგ და ლამაზ სიმღერას იმღერებდა ჩვენი მაჩაბელა - თემურ წიკლაური... არადა სულ რაღაც სამოცდაათიოდე წლისა თუ იყო...“ - წერს იტალიაში მოღვაწე, პავიას უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, სოლომონ ნერგაძე.
“იცით რამდენი ასეთი მაგარი ადამიანი, ხალხის სიყვარულით მოსილი და ხალხისთვის დახარჯული ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან თქვენს გამო?!... დიახ, თქვენს გამო, ვინც გვარამიას ექსპერიმენტს უყურეთ და დაიჯერეთ იმ არაკაცის ნათქვამი, პირბადე უსარგებლოაო...
დიახ, თქვენს გამო, ვინც შარლატან ქალბატონს უსმინეთ, აცრა უშვილობას იწვევსო და დაიჯერეთ... გონების სიბერწეს რა იწვევს არ დაინტერესებულხართ... საკმარისია, ამ ორმა ხალხის მტერმა ასე თქვა და თქვენ არავისი აღარ გჯერათ - თქვენთვის მეცნიერება და მედიცინა ეშმაკეულისაა, არაა "ჭეშმარიტი მორწმუნის", არაა "ნამდვილი ეკლესიურის"... დიახ, სიკვდილს თესავთ და ეშმაკს ემსახურებით - ვინ მოგცათ უფლება მოგეკლათ 14 ახალგაზრდა ფეხმძიმე და მელოგინე ქალი?!... ვინ მოგცათ უფლება ჩლიქები აკაკუნოთ ასფალტზე და მედიცინას და მეცნიერებას არაფერი დაუჯეროთ?!... იმ ბელზებელის შვილებმა?!... ბელზებელის შვილებმა - ერთმა ფქვილი რომ შეიყარა სახეში... მეორეს კი დიქტორმა ტელეეთერი დაუთმო და ეკრანიდან აბღავლა - აცრა უშვილობას იწვევს, აცრილ რძალს არ შემოვუშვებო სახლში!... ამგენი მიმდევრები გახდით?!... ბელზებელის სამსახურში ჩადექით, ახალგაზრდა ქალების მკვლელებო?!...
თქვენ, უპირბადეოებმა და აუცრელებმა მიუტანეთ და გადადეთ ვირუსი ახალგაზრდა, სადედოდ გამზადებულ ქალებს... თქვენ მიუტანეთ და გადადეთ ვირუსი გურამ დოჩანაშვილს, თემურ წიკლაურს და მაგნაირებს, ცრემლით და გულის დიდი ტკივილით რომ გავაცილეთ იმქვეყნად... ვინ ხართ, თქვენ?!... რას ემსახურებით?!... არ გინდათ აცრა? - არ აიცრათ! ვერ დაგაძალებთ, ვერავინ დაგაძალებთ... ოღონდ, კეთილ ინებეთ და საზოგადოებას მოერიდეთ... მოერიდეთ, ვირუსი რომ არ გადასდოთ და კიდევ სხვა უბედურება არ შეჰყაროთ...
თუ ვირუსი შეგეყრებათ, თქვენი ხარჯებით იმკურნალეთ!... ნამდვილად არ გისურვებთ ვირუსის შეყრას - არ იცით, თქვენ, რას ნიშნავს, როცა ვერ სუნთქავ... არ იცით თქვენ, რას განიცდის ის ექიმი, დედა რომ ვერ გადაარჩინა, შვილის გადარჩენა კი მოახერხა. დაბადებიდან ობოლი ბიჭის და გოგოსი... არ იცით და ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოთ!...
ოღონდ, ხალხს ნუ ასულელებთ!... უწიგნურები, სადაც რა სისსულელეს ამოიკითხავთ, ბოლო ჭეშმარიტებად რომ მიგაჩნიათ... თქვენ, ვინც აქ ბღავით "კოვიდ-ფაშიზმიო" და არც კოვიდი იცით, რას ნიშნავს და, მით უმეტეს ფაშიზმი...
"გონებაჩლუნგების დედები ყოველთვის ფეხმძიმედ რატომ არიან, ღმერთო!"-ო, იტალიელები იტყვიან ამას. აბა აქ დააპიროს ვინმემ აუცრელმა სამუშაოზე გასვლა, ლექციაზე შესვლა... თავისუფლება მოვალეობებს უფრო ნიშნავს... მოვალეობებს ადამიანთა საზოგადოების წინაშე - შენ ხომ ამ საზოგადოების წევრი ხარ!... ჰოდა, ნუ მიაყენებ საზოგადოებას ზიანს. ნუ მოკლავ სხვას, შენნაირს და შენზე უკეთესს თუ შენზე უარესს!“ - წერს სოლომონ ნერგაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
1741067507
ახალი ამბები„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე
„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...
1741065872
მსოფლიოდონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - Reuters
თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი ნათ...
1741064913
ახალი ამბები„სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვების, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ“ - ლევან მაჭავარიანი
„როდესაც ეს მუხლი აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვებისა, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ და ყველა კარგად ხვდება ამ ადამიანებში ვინ იგულისხმ...
1741030218
ახალი ამბებიახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნი...
1741028211
მსოფლიოილონ მასკი: ზელენსკის სამუდამო ომი სურს - ეს ბოროტებაა
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი საკუთარ პლატფორმა X-ზე წერს: „ზელენსკის სამუდამო ომი სურს, უსასრულო ხორცსაკეპი მანქანა - ეს ბოროტებაა“. მასკმა ამ აღწერით გააზიარა ა...