იტალია მესამე დოზით ვაქცინაციას იწყებს

Green pass-ის მოწინააღმდეგეთა მიერ ორგანიზებული აქციების ფონზე, იტალია კოვიდვაქცინის ბუსტერის გამოყენებას იწყებს. ვაქცინის მესამე დოზა პირველ რიგში რისკის ჯგუფებში მყოფ პირებსა და 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს გაუკეთდებათ.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, რომ მოქალაქეები მესამე დოზას ვაქცინაციის ციკლის დასრულებიდან ექვსი თვის შემდეგ მიიღებენ.
ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ აუცრელია იტალიის მოსახლეობის 15,54% (იგულისხმება 12 წელს ზემოთ), აქედან კრიტიკულ ასაკობრივ ჯგუფში თითქმის სამი მილიონი ადამიანია.
თუმცა, პრემიერ მარიო დრაგის თქმით, ყველაზე ცუდი უკან დარჩა: „ერთობლივმა ძალისხმევამ რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ მოგვექცია, შედეგი გამოიღო, რაც იმედს იძლევა რომ პანდემიის დასასრული ახლოსაა. ვაქცინაციის კამპანიის წყალობით, ბევრმა ქვეყანამ შეძლო კოვიდკრიზისიდან თავის დაღწევა.“
ამ ეტაპზე, ვაქცინაციის ცენტრები იტალიაში კვლავ სრული დატვირთვით ფუნქციონირებენ და ამავე რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, სანამ ვაქცინაციის მესამე დოზის ციკლი არ დასრულდება.
რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას იტალიაში, შეიძლება ითქვას რომ კონტროლქვეშაა. მონაცემები ეტაპობრივად უმჯობესდება. საშუალო მაჩვენებელი ასეთია: 34 დაინფიცირებული ყოველ 100 000 მოსახლეზე, ხოლო თუ დაინფიცირებულთა რაოდენობას ქვეყნის მთელი მოსახლეობის რაოდენობას შევადარებთ, მაჩვენებელი 0.83-ია. მაგალითისათვის, ჯერ კიდევ ზამთრის თვეებში ეს მაჩვენებელი ხშირად 10-ს აჭარბებდა. სპეციალისტების განცხადებით ეს ყველაფერი დროული რეგულაციების და Green pass-ის დამსახურებაა.
ნინა მამუკაძე
1740940602
მსოფლიოკირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ. სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდ...
1740936429
საზოგადოებაპატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ
„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათ...
1740933056
მსოფლიოსენატორი ლინდსი გრემი - დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან
რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს. „სასოწარკვეთილ, შეშფო...
1740931424
მსოფლიოირანის სულიერი ლიდერი: რაც უკრაინის მაგალითზე უნდა მივიღოთ, რომ დასავლეთის მხარდაჭერა მარიონეტული ქვეყნებისა და მთავრობების მიმართ მირაჟია
ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარ ინციდენტს უკრაინულ ენაზე X-ის საშუალებით გამოეხმაურა. „პირველი გაკვეთილი, რაც უკრაინის მაგალითზე უნდა მივიღ...
1740930560
მსოფლიოილონ მასკი - ორ წელზე მეტი ხნის წინ ვთქვი, რომ უკრაინა უნდა მიისწრაფოდეს მშვიდობისკენ ან განიცადოს ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი სარგებლის გარეშე, ეს უკანასკნელი ზელენსკის არჩევანი იყო
აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი აირჩია, მშვიდობისკენ სწრაფვის ნაცვლად, რაც...