იტალიიდან საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტის ისტორია

საქართველოდან ემიგრაციაში წამსვლელთა ნაკადი არ წყდება, უკან დაბრუნებულები კი, თითზე ჩამოსათვლელნი არიან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეზიარებინა იმ ყოფილი ემიგრანტის ისტორია, რომელმაც საქართველოში დაბრუნებით, ცხოვრება კიდევ ერთხელ, ახლიდან დაიწყო. იტალიაში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება საქმედ აქცია და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ტურისტულ გიდად დაიწყო მუშაობა.

ჯუნა ჯიქია ულამაზეს კურორტ წყალტუბოში დაიბადა. პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და ასევე ჟურნალისტია. როგორც თავად ამბობს, იმ პერიოდში განათლებაზე მეტად რეკომენდაციები და მატერიალური მხარე ფასობდა. ხედავდა თავის დამკვიდრება და რეალიზება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო და ამიტომ, 2004 წლის აგვისტოში დატოვა საქართველო და მისი ოცნების ქვეყანაში, იტალიაში წავიდა.

- მინდა გითხრათ, მახარებს ის ფაქტი, რომ იტალია ავირჩიე. ის მე მიყვარს, მხიბლავს, მაოცებს. აბა როგორ შეიძლება სხვანაირად, იტალიაში ცხოვრებამ და მოღვაწეობამ შესაძლებლობა მომცა, არაერთი ოცნება ამესრულებინა, თვალსაწიერი გამეფართოვებინა და მემოგზაურა. ემიგრაციას თავის სირთულეებიც ახლავს და რა თქმა უნდა, არ იყო ადვილი საკუთარი ადგილის პოვნა, თუმცა შეიძლება ითქვას, გამიმართლა.

- საიდან დაიწყო შენი იტალიური ცხოვრება?

- ტოსკანას რეგიონში, ფლორენციასთან ახლოს, ქალაქ ემპოლში ჩავედი და მალევე დავსაქმდი. პატარა გოგონას, ემას ძიძად ამიყვანეს. მისმა თბილმა და პოზიტიურმა ხასიათმა, შედარებით გამიადვილა ემიგრაციის პირველი პერიოდი. ემა 1 წლის და 4 თვის იყო და ფაქტობრივად ერთად ვსწავლობდით იტალიურ ენას. გამგზავრებამდე კერძო რეპეტიტორთან დავდიოდი და საკმაოდ მქონდა სიტყვების მარაგი, მაგრამ მათი დაკავშირება და თუნდაც მოკლე დიალოგის გამართვა, რეალურად უფრო რთული აღმოჩნდა. ვცხოვრობდით კერძო სახლში დიდი გალავნით, მის მიღმა კი მხოლოდ ზეთისხილის ბაღები, ვენახი და მოშორებით ერთადერთი გასართობი, ცხენების თავლა იყო. ახლა მეღიმება კიდეც, კალათით სტაფილო ან ვაშლი მიგვქონდა ცხენებისთვის, დაგვინახავდნენ თუ არა ჩვენკენ მოდიოდნენ, ემა სიხარულით კისკისებდა, გემრიელად მიირთმევდნენ ჩვენს ნობათს და მადლიერებისგან თავს აქნევდნენ. არაფერი იცვლებოდა, ვერაფერს ვხედავდი და ვსწავლობდი, მხოლოდ მატერიალური მხარე არ იყო ჩემი ინტერესი და ამიტომ გადავედი ფლორენციაში და იქიდან დაიწყო ჩემი 15 წლიანი თანაცხოვრება ქალბატონ ლიდიასთან. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ იტალიურად ვსაუბრობ. ახლაც ჩამესმის, როგორ მისწორებდა გამოთქმებს, მოზრდილი რვეული თვითონ შემიძინა და ყველა სიტყვას თავისი ხელით ჩამიწერდა ხოლმე. მეუბნებოდა, თუ წერა და კითხვა არ იცი, მარტო ყურით მოსმენილით და დამახსოვრებულით შორს ვერ წახვალო. არასოდეს დანებდეთ და არ გახადოთ საკმარისად "იმდენი ვიცი, კი ვაგებინებ".

- რა იყო ყველაზე რთული, ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში?

- იცით? ემიგრაცია ურთულესი პროცესია და  ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ადამიანებთან გიწევთ ურთიერთობა. ჩემი მეგობრების, ერთმანეთის თანადგომის, გამხნევების, პატივისცემის და სიყვარულის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ისინი დღეს ჩემი შვილის ნათლიები არიან და ახლაც ამ ურთულეს პერიოდში მათი თანადგომა ფასდაუდებელია. უნდა აღვნიშნო ფლორენციის წმინდა ნინოს სამრევლო და მამა ანდრია, ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი. მამაოს საოცარი ნიჭი აქვს ადამიანების შეცნობის. ხვდება ვის რა ხელეწიფება და სწორედ იმ მიმართულებით გასაქმებს, გავალებს, გასწავლის და მოდუნების საშუალებას არ გაძლევს.

არ შემიძლია არ ვთქვა, ანსამბლ "ნანილასა" და მისი სამხატვრო ხელმძღვანელის მაკა მონიავას შესახებ. პირველად მან მომცა შესაძლებლობა, წლების შემდეგ მხატვრულ კითხვას დავბრუნებოდი და უცხო მიწაზე არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიმეღო მონაწილეობა. ეს ურთიერთობები და აქტივობები, ძალიან დამეხმარა რომ უცხო ქვეყანაში თავი კარგად მეგრძნო.

- როდის მიხვდი, რომ ემიგრაციაში ყოფნისთვის წერტილი უნდა დაგესვა?

- მიზეზი იყო ოჯახი, ძალა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და თუ ყოველდღიურობას მათთან ერთად ვერ იზიარებ, ყველაფერი მატერიალური ნელ-ნელა ფასს კარგავს. სამშობლოში დაბრუნება არამარტო ჩემი, მათი სურვილიც იყო. ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა რაც კი ოდესმე მიმიღია. ეს რომ არა, დღეს დეას დედა ვერ ვიქნებოდი. როცა შვილს გულში ვიკრავ, ზუსტად ვიცი, რომ ჩემს მკლავებში მთელი სამყაროა.

- როგორი იყო მოლოდინი და თუ მოახერხე იმ ყველაფრის რეალიზება, რასაც გეგმავდი?

- მოლოდინები? აბა რა გითხრა, ყველაფერს იწყებ ისევ თავიდან და უკვე მერამდენედ. თან ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოველი მეორე თუ არა, მესამე დაუსაქმებელია. ტურიზმი და იტალიური ენის ცოდნა გახდა ჩემთვის გამოსავალი. ადვილი არ გეგონოთ, აქაც საკმაოდ მაღალია კონკურენცია. მხოლოდ ენისა და ქვეყნის ისტორიის ცოდნა არ არის საკმარისი. საკმაოდ დიდი ფიზიკური დატვირთვაა და ადამიანების სიყვარული, მათთან ურთიერთობის სურვილიც უნდა დავუმატოთ.

- რას ურჩევდი იმ ადამიანებს, ვინც ახლა აპირებს ემიგრაციაში წასვლას და პირიქით - ვისაც ემიგრაციიდან სამშობლოში უნდა დაბრუნება?

- არასოდეს დანებდეთ, აუცილებლად ვიმსახურებთ უკეთესს. გინდათ წასვლა? ჩადით, არ იქნება ადვილი შეისწავლოთ, გაეცნოთ იმ ქვეყნის კულტურას, იმეგობროთ მათთან და თან იმუშაოთ, მაგრამ გამოგივათ!

რას შეეხება უკან დაბრუნებას, იცით როდის მივხვდი რომ რეინტეგრაცია ადვილი არ იქნებოდა?! როცა ყველაზე ხშირად, კითხვა „რატომ ჩამოხვედი“ მესმოდა. როცა ქუჩაში გავედი და ხალხთან ურთიერთობა დავიწყე, ჩემი ომახიანი მისალმებაც კი უცნაურად ჟღერდა. ვბრაზობ, როცა შორიდან მიგვითითებენ, ჩამოსვლის ან პირიქით, ემიგრაციაში წასვლის არჩევანს გვიწუნებენ. ჩამოდით და შეეცადეთ შეცვალოთ ეს რეალობა, იქნებ თქვენ გაგიადვილდეთ. მე უკეთესი მომავალი მინდა ჩემი შვილისთვის აქ და არა შორს, მაგრამ მიჭირს დავინახო. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, იტალია გამუდმებით ჩემთანაა, დილით ისევ " მაკინეტადან" ამოსული ყავის სურნელი მაფხიზლებს.

ესაუბრა ნინა მამუკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744203287

ახალი ამბები

ილჰამ ალიევი: ურსულა ფონ დერ ლაიენი უზბეკეთში შუა დერეფანზე საუბრობდა, მაგრამ საქართველოს შესახებ არცერთი სიტყვა არ უთქვამს. ეს უსამართლობაა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უზბეკეთში გამართულ სამიტზე ბევრი ისაუბრა შუა დერეფანზე, სომხეთ-თურქეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების გახსნაზე, თუმცა საქართველოზე არაფერი უთქვამს, რ...

ილჰამ ალიევი

1744203199

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი და პარლამენტის წევრები სამების საკათედრო ტაძარში 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ

 სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ინფორმაციას საქართველოს პარლამ...

მთავეტობა

1744201386

ახალი ამბები

გია აბაშიძე: წითელარმიელთა ნაცნაშიერების ეს პროვოკაციაც ჩავარდა - სურდათ დაპირისპირება 9 აპრილის მემორიალთან, თუმცა მთავრობა და მხედრობა დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს სამებაში დაესწრო

 ანალიტიკოსი გია აბაშიძე, 9 აპრილის მემორიალთან რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ მათი ხელისუფლებასთან დაპირისპირების მცდელობა ჩავარდა. აბაშიძის განც...

ანალიტიკოსი

1744200293

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ნინო ლომჯარია არის ადამიანი, რომელიც წინა ფლანგზე იდგა იმ მოძრაობაში, რომელიც საქართველოში ომის დაწყებას აინიციირებდა და ნიშანდობლივია, რომ სწორედ ეს ადამიანები აპროტესტებენ გრანტების მიღების წესს

 „ნიშანდობლივი იყო, როცა NGO სექტორი ნინო ლომჯარიას სახით წარმოგვიდგა. ნინო ლომჯარია არის ადამიანი, რომელიც ბომბების წვიმას ნატრულობდა ამ ქვეყანაში, რომელიც წინა ფლანგზე იდგა სწორედ იმ მოძრაობაში, რომ...

ნინო წილოსანი

1744198065

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: შეუძლებელია პოზიციამ მიაღწიოს ახალ არჩევნებს, ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს

 „შეუძლებელია პოზიციამ მიაღწიოს ახალ არჩევნებს, ახალი საპარლამენტო არჩევნები იქნება 2028 წელს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციაზე საუბრისას...

ლევან მაჭავარიანი