მე მიშას დროს ვარ წამოსული და ვიზაში 4500 ევრო მაქვს გადახდილი და მეცაო, მაგრამაო კმაყოფილი ვარ ჩემი ქვეყნის ჯიბეში რომ წავიდა ეს ფულიო

იტალიაში მცხოვრები, ჩვენი თანამემამულის, „დიასპორის სახლის“ წევრის, ირმა კაპანაძის პოსტს, რომელიც exclusivetv.ge-მ გასულ კვირას გამოაქვეყნა საზოგადოების მაღალი ინტერესი მოჰყვა. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მკითხველს ირმა კაპანაძის მომდევნო წერილს ვთავაზობთ.
„ეს ჩემი სტატუსი წაიღო, რაც კი გამოცემა არსებობს დღეს საქართველოში. დაათრევენ კედელ-კედელ და იქ ამბავია? ამ ფბ-სტატუსებზე ხომ სმაილებს ვერ სვამენ გაზეთში და სადაც მე სიცილები მაქვს დასმული, ის ხომ სერიოზულად აქვთ მიღებული და მიდის: შენი ჭკუის დასარიგებელი რა გვჭირს შე მათხოვარო, უწიგნურო, სატანა, ფულის გიჟო, მანდ მომჯდარო, ვინ იცის რას აკეთებ და იმიტომ გვლანძღავ, ენას ამოგაგლიჯავ, სადაც გნახავ იქ აგებ პასუხს, პირი გამოირეცხე ემიგრანტებს რომ ახსენებ, შენ ხომ რას ამბობ, სულ შვილებთან და შვილიშვილებთან იქნები, დაყრილი გყავს ქმარ-შვილი და წათრეული ხარ, არ ჩამოხვიდე, ჩამოეთრიე და აქ იცხოვრე და მეტი ვეღარ დავიმახსოვრე...
ძირითადი აგრესია: 555555555 აესე!
ნუ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის პრობლემა ზოგადად დგას….”თხა და გიგო”-ს დონის ქალები, (ნუ კაცებიც) ამ ლათინური ასოებით, წერენ, იხოკავენ თავ-პირს და დგას ერთი ვაი-უშველებელი….
ერთი ასეთ „თხა და გიგო“-ს მივუწერე, მე მიშას დროს ვარ წამოსული და ვიზაში 4500 ევრო მაქვს გადახდილი და მეცაო, მაგრამაო კმაყოფილი ვარ ჩემი ქვეყნის ჯიბეში რომ წავიდა ეს ფულიო. აი არ ვიტყუები.
ნუ ახლა მე რომ შიშით ვკვდები ამათი მუქარებით და იქ რას ვწერ, ამას ალბათ მიხვდებით, მაგრამ ერთ რამეს ვერ ვიგებ: ვის დროსაც არ უნდა იყო წამოსული და ამ ეტაპზე სადაც არ უნდა იყო, რატო გესირცხვილებათ ის, რასაც აკეთებთ და ამას თუ ვინმე გეტყვით ხტებით ერთი ადგილიდან? რატო იბრძვით იმისთვის რომ „გმირები” გეწოდოთ?
(გმირები რომ ხართ, ატყუეთ საკუთარ სახლებში)
და პ.ს. არანაირი გმირობა არაა ე.წ. ემიგრანტობა! გმირობა ცოტა სხვა რამეა!
გმირი არის ის ქალი, გორიდან მიმავალ ტაქსიში რომ ვნახე, ორი ვედრით ჟოლო მიჰქონდა გასაყიდად, ქვრივი ვარო, სამი შვილი მყავს, მიჭირს, მაგრამ ვერ დავტოვებ და ვერსად ვერ წავალო.
და რატო იბრძვით პატივი გცეთ სახელმწიფომ და მაგალითად მე?
აქ წამოსული 100 ქალიდან, რამდენს გიფიქრიათ ჩემი სამშობლოსთვის მივდივარ, რომ ფული გადავრიცხო და ბიუჯეტი შევავსოო? და ვინც ამას დაწერს, იმ სიმართლით იაროს! აიფონები და მანქანები უცვალეთ ხშირად, არ დაგეჩაგრონ!
ახლა დრო არ მაქვს. ვისაც რამე კითხვა გაუჩნდება, პირადში მომწერეთ და მე მოგიყვებით ე.წ. ემიგრანტების საგმირო საქმეებს! დაიცხრეთ ფანტაზიები და აკეთეთ რასაც აკეთებთ!
გაზეთებო და სხვადასხვა ინტერნეტ თუ ისე ვიღაცებო!
წაიღეთ ახლა ეს პოსტი და აფრიალეთ!“
მსგავს თემაზე:
იტალიაში ორ მცირეწლოვანთან ერთად ბედის ანაბარა მყოფი ქართველი ცოლ-ქმარი დახმარებას ითხოვს
"მინდა გაგიზიაროთ ჩემი ემიგრანტული სიხარული"
1744203199
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი და პარლამენტის წევრები სამების საკათედრო ტაძარში 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ
სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ინფორმაციას საქართველოს პარლამ...
1744201386
ახალი ამბებიგია აბაშიძე: წითელარმიელთა ნაცნაშიერების ეს პროვოკაციაც ჩავარდა - სურდათ დაპირისპირება 9 აპრილის მემორიალთან, თუმცა მთავრობა და მხედრობა დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს სამებაში დაესწრო
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, 9 აპრილის მემორიალთან რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ მათი ხელისუფლებასთან დაპირისპირების მცდელობა ჩავარდა. აბაშიძის განც...
1744200293
ახალი ამბებინინო წილოსანი: ნინო ლომჯარია არის ადამიანი, რომელიც წინა ფლანგზე იდგა იმ მოძრაობაში, რომელიც საქართველოში ომის დაწყებას აინიციირებდა და ნიშანდობლივია, რომ სწორედ ეს ადამიანები აპროტესტებენ გრანტების მიღების წესს
„ნიშანდობლივი იყო, როცა NGO სექტორი ნინო ლომჯარიას სახით წარმოგვიდგა. ნინო ლომჯარია არის ადამიანი, რომელიც ბომბების წვიმას ნატრულობდა ამ ქვეყანაში, რომელიც წინა ფლანგზე იდგა სწორედ იმ მოძრაობაში, რომ...
1744198065
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: შეუძლებელია პოზიციამ მიაღწიოს ახალ არჩევნებს, ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს
„შეუძლებელია პოზიციამ მიაღწიოს ახალ არჩევნებს, ახალი საპარლამენტო არჩევნები იქნება 2028 წელს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციაზე საუბრისას...
1744196709
ახალი ამბებიმეუფე შიო: ილია მეორემ 9 აპრილს გლოვის დღესთან ერთად უწოდა ჩვენი ერის სულიერი ამაღლების დღეც, ამ თარიღიდან ზუსტად 2 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენ გვმართებს, ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის
„ილია მეორემ ამ დღეს გლოვის დღესთან ერთად უწოდა ჩვენი ერის სულიერი ამაღლების დღეც. ამ თარიღიდან ზუსტად 2 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენ გვმართებს, ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვი...