ქართველი ემიგრანტი იტალიაში, სიმსივნით დაავადებული ქალების დონორი გახდა

სანამ მთავარ სათქმელს გეტყოდით, მანამ ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ. 4 წელია არ არის, რაც ემიგრანტი ვარ. იტალიაში ოჯახით, მეუღლით და 4 წლის ქალიშვილით ჩავედით. გამოვიარეთ ყველაფერი, რაც თითოეულმა მათგანმა გაიარა, ვინც უცხო მიწაზე, უცხო ადამიანების გვერდით დასახლდა და ცხოვრება ხელახლა დაიწყო. ათი თვეა რაც საინფორმაციო სააგენტო exclusive.ge-ს სპეციალური წარმომადგენელი ვარ იტალიაში. ვაშუქებ ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას, ვწერ ემიგრანტებზე, მათ ისტორიებსა თუ ქვეყანაში არსებულ მიმდინარე მოვლენებზე. ვთვლი, რომ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შემაქვს ემიგრანტების ინტეგრაციის პროცესში. 

იტალიაში, ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის პრაქტიკაში არაერთ ემიგრანტთან მომიწია ურთიერთობა, არაერთი მათგანის ცხოვრებას და პიროვნებას გავეცანი, რამდენიმე მათგანთან ვმეგობრობ და დარწმუნებული ვარ ამ მცირე სიას, კიდევ შეემატებიან საინტერესო ადამიანები, ადამიანები რომელთაც ემიგრაცია გვაერთიანებს. 

ორიოდ სიტყვით ფიქრია კუჭუხიძეზე უნდა გიამბოთ, საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფ“-ის (Anolf) ქართველ ოპერატორზე, რომელსაც პატარა ბავშვივით ახარებს თითოეული ქართველის წარმატება, ამ სიტყვის თქმის უფლებას კი მასთან თანამშრომლობის გამოცდილება მაძლევს. დოდო ენუქაშვილის ამბავიც, მისგან გავიგე, ისევე როგორც დანარჩენი საინტერესო ისტორიები, რომელთა შესახებაც ხშირად გიყვებით.  

დოდო ენუქაშვილი ემიგრანტია იტალიაში. „დიდი ხანი მინდოდა ამის გაკეთება და აი გავაკეთე!

 

რადგან ვარდისფერი ოქტომბერი, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის და ცნობიერების ამაღლების თვეა, მინდოდა მცირედი წვლილი შემეტანა და გავხდი თმის დონორი. ასე მცირედი თანადგომა მინდა გამოვუცხადო ყველაზე ძლიერ ქალებს მსოფლიოში!გაიღე თმა გახდი დონორი მათთვის ვისაც ეს უფრო მეტად სჭირდებათ“ - წერს დოდო ენუქაშვილი საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე. 

მათთვის, ვისთვისაც ეს ინფორმაცია აქამდე არ იყო ცნობილი, მინდა გითხრათ, რომ ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გახდეთ თმის დონორი. 

ვინაიდან ბუნებრივი თმისგან დამზადებული პარიკების ფასი, 2 000 ევრომდე მერყეობს, იტალიაში მოქმედებს სოლიდარობის ასეთი კამპანია, ქალები თმებს უსასყიდლოდ აბარებენ სილამაზის სალონებს და ამ ჟესტით, სიმსივნით დაავადებულ ქალბატონებს საშუალებას აძლევენ იყვნენ ლამაზები და ბედნიერები!

ავტორი: ხათუნა შარაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744203287

ახალი ამბები

ილჰამ ალიევი: ურსულა ფონ დერ ლაიენი უზბეკეთში შუა დერეფანზე საუბრობდა, მაგრამ საქართველოს შესახებ არცერთი სიტყვა არ უთქვამს. ეს უსამართლობაა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უზბეკეთში გამართულ სამიტზე ბევრი ისაუბრა შუა დერეფანზე, სომხეთ-თურქეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების გახსნაზე, თუმცა საქართველოზე არაფერი უთქვამს, რ...

ილჰამ ალიევი

1744203199

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი და პარლამენტის წევრები სამების საკათედრო ტაძარში 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ

 სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ინფორმაციას საქართველოს პარლამ...

მთავეტობა

1744201386

ახალი ამბები

გია აბაშიძე: წითელარმიელთა ნაცნაშიერების ეს პროვოკაციაც ჩავარდა - სურდათ დაპირისპირება 9 აპრილის მემორიალთან, თუმცა მთავრობა და მხედრობა დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს სამებაში დაესწრო

 ანალიტიკოსი გია აბაშიძე, 9 აპრილის მემორიალთან რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ მათი ხელისუფლებასთან დაპირისპირების მცდელობა ჩავარდა. აბაშიძის განც...

ანალიტიკოსი

1744200293

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ნინო ლომჯარია არის ადამიანი, რომელიც წინა ფლანგზე იდგა იმ მოძრაობაში, რომელიც საქართველოში ომის დაწყებას აინიციირებდა და ნიშანდობლივია, რომ სწორედ ეს ადამიანები აპროტესტებენ გრანტების მიღების წესს

 „ნიშანდობლივი იყო, როცა NGO სექტორი ნინო ლომჯარიას სახით წარმოგვიდგა. ნინო ლომჯარია არის ადამიანი, რომელიც ბომბების წვიმას ნატრულობდა ამ ქვეყანაში, რომელიც წინა ფლანგზე იდგა სწორედ იმ მოძრაობაში, რომ...

ნინო წილოსანი

1744198065

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: შეუძლებელია პოზიციამ მიაღწიოს ახალ არჩევნებს, ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს

 „შეუძლებელია პოზიციამ მიაღწიოს ახალ არჩევნებს, ახალი საპარლამენტო არჩევნები იქნება 2028 წელს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციაზე საუბრისას...

ლევან მაჭავარიანი