ქართველი პროფესორის იტალიური ამბები - „ქალი გადმოვიდა, ქალის უნახავს გაგხდიდათ“
როცა, ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ცნობილი სოლომონ ნერგაძის, იტალიაში მოღვაწე მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორის, მორიგ წერილს გადავაწყდი, ვიფიქრე, ვინაიდან წერილი საკმაოდ ვრცელია (დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მოკლე ამბებზე მიჯაჭვულ მკითხველს ვგულისხმობ) გავყოფ და ორ ეტაპად მივაწვდი მკითხველს პროფესორის შესანიშნავ წერილსთქო.
დავიწყე კითხვა და წერილს წამითაც ვერ მოვწყვიტე ვერც თვალი და ვერც გული. ასე რომ ხარისხიანი ამბების მოყვარული მკითხველი, ზუსტად ვიცი ბოლომდე წაიკითხავს და ჩემსავით სულმოუთქმელად.
„საღამო მშვიდობისა,
კიდევ ერთი ამონარიდი ფაილიდან "ჩანაწერები სოლომონურ ენაზე" (Solomonesi)
მანქანის ტარების კურსები და შვეიცარიის ავტოსტრადაზე გაგორებული გული.
რამდენიმე ქვეყნის მანქანის ტარების სასწავლო წიგნები შეადარა ერთმანეთს ერთმა კოლეგამ. ძალიან მხიარული ადამიანია.
მის (და, ჩემ მიერაც) რამდენიმე გაბუქული მაგალითი ღირს მოყოლად.
ოკეანიგაღმა დიდ ქვეყანაში - სადაც ხალხს წარმოუდგენლად წამს ტელევიზორში ნათქვამის - აი ასეთ სიტუაციებს ურჩევენ და ასწავლიან მანქანის ტარების შესწავლის მსურველებს.
👉 „ის, რასაც თქვენ უკანა ხედვის სარკეში უყურებთ, თქვენს წინ კი არა, თქვენს უკანაა!“
კი, სჭირდება ზოგიერთს ამის შეხსენება.
ჩვენც დავიწყეთ ისეთი სიტუაციების გაანალიზება და რჩევებიც ჩამოვაყალიბეთ.
აი, რამდენიმე მაგალითი.
👉 „შუქნიშანთან გაჩერებული თუ შეამჩნევთ რომ უკუსვლით მიდიხართ, ნუ დაუწყებთ ჯაჯგურს ხელის მუხრუჭს. ნუ გეჩვენებათ, რომ ფეხის მუხრუჭი არ იჭერს. ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ თქვენი მარცხენა მეზობელი ნელა დაიძრა, რადგან მწვანე აინთო.“
👉 „უკუხედვის მარცხენა გვერდითა სარკეში რომ მანქანა ხედავთ, რომელიც გასწრებას ცდილობს, ის მანქანა თქვენს მარცხნივაა - ნუ გგონიათ რომ მარჯვნივაა. ნუ აიღებთ საჭეს მარცხნივ!“
👉 „სანამ თქვენი მაღალი სიჩქარით მიმავალი მანქანის ფანჯრიდან გარეთ გადააფურთხებთ, დარწმუნდით, რომ თქვენს არ მოგდევთ სხვა მანქანა, ან, კიდევ უფრო უარესი, უშლემო მოტოციკლისტი. პირველივე გაჩერებისთანავე არ იცით რას მოიმოქმედებენ სახეზე თქვენი ფურთხაკრული მძღოლები“.
👉 „ავტოსტრადაზე თუ თქვენს წინ მიმავალი მანქანა თვალდათვალ გიახლოვდებათ, არ გააჩეროთ და არც
👉 „ზადნიხოდში“ გადართოთ - უბრალოდ ფეხი აიღეთ აქსელერატორიდან და ოდნავ დააწექით მუხრუჭს.“
მომდევნო მაგალითი თბილისის დილის სურათებიდანაა.
თუ თქვენს გვერდით მიმავალი მანქანის მძღოლ ქალბატონს ხელები საჭეზე კი არ უდევს, არამედ თვალებს იღებავს ან სახეს იუფერულებს საბუთების შესანახი მოწყობილობის სარკეში, ნუ მიეცემით პანიკას და, მით უმეტეს, ნუ დაუწყებთ მოძრაობისას („პო ხოდუ“) რჩევების მიცემას ან საყვედურებს. შეიძლება ავარია მოგიხდეთ. დარწმუნებული იყავით ის ქალბატონი ფეხებით ატრიალებს საჭეს. მიჩვეულია და ყველაფერი რიგზეა.
თუ მაინცდამაინც, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ქალბატონი ლამაზად გაგიღიმებთ და თქვენც ახლოს ხედავთ მოკლე ქვედაკაბით ვერდაფარულ ლამაზ, საჭეზე აბჯენილ ფეხებს, ანიშნეთ, რომ მასთან ერთად სიამოვნებთ დალევდით ყავას პირველივე შემხვედრ ბარში და, თუ მასაც იგივე სურვილი გაუჩნდება („რომელს არ გვიყვარს ცელქი გარემოებანი?!“), ესეც ანიშნეთ - უკან მოგყვეთ.
ვისაც იმის შნო არ გაქვთ, ანიშნოთ, უთხრათ და აუხსნათ მოძრაობისას წამის ნაწილების განმავლობაში, შეეშვით გვერდით გახედვას და, საერთოდ, მანქანის ტარებას. ნამდვილად აჯობებს გადაჯდეთ ე.წ. „სამაკატკაზე“ - ოღონდ იქაც დიდი სიფრთხილე გმართებთ...
ერთ მცირე მოგონებას შემოგთავაზებთ. შვეიცარიის ჩრდილოეთისკენ მივდიოდი. იქ ჩემი მეგობარი ცხოვრობს.
ერთგან პატარა ქალაქში შევედი და პირველივე ბენზინგასამართ სადგურზე შევივსე საწვავი. ავტოსტრადაზე ბენზინის ჩასხმას არ გირჩევთ. ძალიან ძვირია. გადაუხვიეთ ნებისმიერი ქალაქის ან სოფლის მიმართულებით და იქ ჩაასხით. ავტოსტრადის გარეთ შედარებით იაფია.
უკან, ავტოსტრადის შესასვლელ გზაზე მოძრაობისას მარცხენა მხარეს ამომიდგა მანქანა, რომლის საჭესთან ძალიან მშვენიერი, მადის აღმძვრელიო, რომ იტყვიან, ისეთი ახალგაზრდა ქალბატონი იჯდა და ორივე ხელის თითების ენერგიული მოძრაობით სახეზე რაღაცას ისვამდა - კანს იჭიმავსო, მეგონა.
გავხედე, გავუღიმე. ერთი თვალი გადმომკრა, გამიღიმა და გააგრძელა თავისი საქმე. ნამეტანი ლამაზი სურათი ჩანდა ფანჯრიდან: სარკეში მაცქერალი ქალი გრძელი თითებით, უსაშველოდ ლამაზი, სამხრეთამერიკული სახე და საჭის მამოძრავებელი მაღალი ფეხები, რომელთა ხორბლის ფერს კიდევ უფრო მკვეთრად აჩენდა თეთრი მოკლე ქვედატანი.
მარცხენა ხელის აწეული ცერით ვანიშნე, რომ დიდებული სურათია ულამაზესი ქალი ნამდვილად მშვენიერი მანქანის საჭესთან და, ზედმეტად ფამილარული რომ არ მოვჩვენებოდი, თავშეკავებულ-მოწიწებით გავუღიმე. ვანიშნე, რომ მასთან ერთად ყავის დალევის ისეთი სურვილი მკლავდა, რომ დაუფიქრებლად გავაჩუქებდი სიცოცხლის ბოლო ხუთ წელიწადს. მხოლოდ, მაგასო? გაუკვირდა გამეტებით ლამაზ და თამამ თანამეავტოსტრადეს.
მისი კითხვისფერი და... დედა, დედა, როგორი უძირო შავი თვალების პასუხად ვანიშნე, რომ ბოლო ხუთ წელიწადს მასთან მხოლოდ ყავის დალევისთვის და მის უძირო თვალებში ახლოდან ჩახედვაში ვიძლეოდი. უფრო მეტის შემთხვევაში კი... ზედმეტად გამბედავ წარმატებულ კაცებს მივბაძე და სიკვდილსაც არად ჩავაგდებ, თუ კი შენ მამიწვებოდი-მეთქი. წარბები შეკრა, მაგრამ მალე გახსნა და გამიღიმა. შენს სახეს თუ არაღიმილიანს დავინახავ, პოლიციაში გიჩივლებ, რათა დაგაჯარიმონო, ესეც ვანიშნე და რახან გახურებული იყო ფოლადი, გამოკვერვას შევუდექი. გაციებას როგორ ვაცლიდი?! „უკან მომყევით, ყველაზე კარგ ყავას რომ აკეთებენ, იმ ბართან გავაჩერებ“ - უკვე თავდაჯერებულმა და საკუთარ ძალებში ბოლომდე დარწმუნებულმა ვანიშნე.
მომყვა. შევუხვიე. გავჩერდი. გადმოვედი. შემოუხვია. გაჩერდა. გადმოვიიიიიიდაააააა... მარა, რა გადმოვიდა!
ქალი გადმოვიდა, ქალის უნახავს გაგხდიდათ...
მოკლედ ვიტყვი - ტერეზა გადმოვიდა. ლამაზი ტერეზა გადმოვიდა. აი, ის, პირველ თოვლში რომ ცეკვავდა და დომენიკოსკენ თით(და, რა თით!) მიშვერილმა, ხმადაბლა თქვა - ეს ბიჭი მომწონსო...
გადმოვიდა ტერეზა... გამარჯობათ, მე გახლავართ ესა და ეს, სასიამოვნოა თქვენი გაცნობაო, კი მოვანაჯახე, მარა, ვატყობ, გასაწური ვხდები. ქალმა კიდევ უფრო მარტივად, ტერეზაო და მართლა გასაწური გავხდი...
შევედით ბარში. მოვალასლასე ორი ყავა. დავჯექი ტერეზას პირდაპირ. ხმას ვერ ვიღებ. დავმუნჯდი. - მანქანაში საკმაოდ უხვმიმიკებიანი იყავით, აქ რამ დაგამუნჯათო, უკვირს ლამაზ ქალს.
- თქვენ დამამუნჯეთ-თქო, იმისთანა ამოვღერღე, ისეთი ღერღილი რომ სახლში მიმეტანა, ხელახლა დასაღერღიაო, გამაბრუნებდნენ ლოთიანას წისქვილში.
ისევ გამიღიმა, ყავისთვის მადლობა გადამიხადა. ავდექით. - საით გაგიწევიათ, თუ საიდუმლო არააო? იტალიელი არ უნდა იყოთ, სადაური ხართო?
- მინდოდა მეთქვა, რომ იმ ქვეყნიდან ვიყავი სადაც ქალს აღმერთებენ, სადაც საუკუნეების წინ ქალი, და, რა ქალი, გვყავდა მეფედ, სადაც „სიკვდილსაც არად ჩავაგდებ, თუ კი შენ დამიტირებდიო, მღერიან (და, არა ისე, როგორც ზემოთ ვულგარულად ვანიშნე). კიდევ მეტის თქმა მინდოდა. ლამაზის, კარგის, აღმატებულის და კიდევ უფრო დიდის, მაგრამ ვერაფერს თავი ვერ მოვაბი და ქართველი-თქო, მივუხუთშაბათე.
ავუხსენი, რომ მეგობართან მივდიოდი ბრუგში. მადლობა გადავუხადე უარი რომ არ მითხრა და ყავაზე დამეწვია.
მე აგერ ახლოში რომ ლამაზი ქალაქია, ბელინძონა, იქ მივდივარ ჩემი მომავალი ქმრის ბიცოლასთანო. საქმროც არგენტინელია, ხვალ ჩამოდის, შვეიცარიაში ვაპირებთ დაქორწინებას მომავალ შაბათსო.
დავლოცე, უხვად მივაფრქვიე კეთილი სურვილები, მანქანამდე მივაცილე, ხელზე ვაკოცე და დავემშვიდობე.
ათიოდე კილომეტრი გვერდიგვერდ ვიარეთ. ბელინძონას გადასახვევთან საჰაერო კოცნა გამომიგზავნა და გადაუხვია. მეც გავუგზავნე საჰაერო კოცნა და საჭე ძლივს გავასწორე. კიდევ კარგი, ჩემს გვერდით რომ მოდიოდა იმ მანქანის მძღოლმა იმარჯვა - ამაცილა ავარია..
გული გავატანე ბელინძონასკენ მიმავალ ლამაზ ქალს... ბედნიერად ამყოფოს ღმერთმა - გზაზე შემხვდა ულამაზესი ქალი და აი ასე, უბრალოდ, პირველ თოვლზე მოცეკვავე ტერეზასავით, რაღაც დამიტოვა და რაღაც თან წაიღო...
რა დამიტოვა, ვერ ვიტყვი - არ ვიცი, რა ჰქვია...“ - წერს სოლომონ ნერგაძე.
(სოლომონ ნერგაძე, დეკემბერი, 2021)
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 „გონებაჩლუნგების დედები ყოველთვის ფეხმძიმედ რატომ არიან, ღმერთო!“ - სოლომონ ნერგაძე
1735369291
ახალი ამბებირა ვითარებაა საავტომობილო გზებზე? - განახლებული ინფორმაცია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის...
1735334796
სოციალური მედია„მშვიდობა - რუსულია! მართლმადიდებლობა - რუსულია!“ - შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რას უმტკიეს საქართველოს დასავლეთი ბოლო 3 წლის განმავლობაში
,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმის შესახებ წერს, თუ რას უმტკიცებს დასავლეთი საქართველო ბოლო 3 წლის განმავლობაში. მისი თქმით, დასავლეთი ა...
1735329986
ჰოროსკოპი28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, თუმცა მეზობლებთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში...
1735328460
სოციალური მედია„ცხოველს აქვს ინტელექტი, ემოციები და გრძნობები. გართობის მიზნით აყვანილი და თავიდან მოშორებული ცხოველის ბედი ყოველთვის ტრაგიკულია“ - თბილისის ზოოპარკი
26 დეკემბერს სპორტსმენმა ლაშა ბექაურმა თბილისის ზოოპარკს პატარა ბოკვერი აჩუქა. ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ჩაბარების საკითხებზე ვრცლად ადმინისტრაციამ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა, რას...
1735325585
სპორტიკიტეიშვილმა, შესაძლოა, „შტურმი“ იანვარშივე დატოვოს
ავსტრიული მედიის ცნობით, გრაცის „შტურმი“ იანვარში შეიძლება ოთარ კიტეიშვილმა დატოვოს. ქართველმა ფეხბურთელებმა გრაცელებთან ახალი კონტრაქტი გასულ ზაფხულს გააფორმა, მაგრამ ნათელია, რომ თუ საინტერესო შეთავ...