„ვფიქრობ უნდა დავირაზმოთ! სალომე, რომელიც მუშაობდა კარაბინიერის ოჯახში, ნუთუ ასეთი ძნელია აგვიხსნან სად გაქრა?“

სალომე ტეტუნაშვილის, იტალიაში მყოფი 27 წლის ემიგრანტის გაუჩინარების ამბავს ფიქრია კუჭუხიძე, იტალიის პროფკავშირების, საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფ“-ის (Anolf) ქართველი ოპერატორიც უერთდება და საემიგრაციო საზოგადოებას მოუწოდებს, სოლიდარობის მიზნით ყველა კანონიერი ფორმა გამოიყენონ.
„არავის არ აქვს უფლება ჩვენი წილი სიცოცხლე ხელყოს უცხო მიწაზე. ვფიქრობ საჭიროა, სახელწოდებით „სალომესთვის“, ქალაქ ნეაპოლში სოლიდარობის გამოხატვის კანონიერ ფორმას მივმართოთ. მშრომელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები არსებობს აქ?!
ვფიქრობ უნდა დავირაზმოთ! ვფიქრობ... ვწერ... ვწერ და შემდეგ სიმშვიდე მღალატობს... იქნებ, როგორ შეაშინეს და ვერ ჩნდება. იქნებ დახმარება სჭირდება. მერამდენე დღე გადის ამაოდ და სალომე, რომელიც მუშაობდა კარაბინიერის ოჯახში, ნუთუ ასეთი ძნელია აგვიხსნან სად გაქრა?
ნეაპოლის საემიგრაციოს შეუერთდება ქალაქი ბარი მჯერა....ვიცი სამართალდამცველების ჩართვა, მაგრამ აქ იკვეთება უამრავი მაგრამ! დრო გადის უშედეგოდ. მაშ რა ხდება?“ - წერს ფიქრია კუჭუხიძე.
ამავე თემაზე:
📌 დაიკარგა! - იტალიაში ქართველ გოგოს ეძებენ!
📌 ნეაპოლში კიდევ ერთი გარდაცვლილი ქართველი იპოვეს - ის სალომე ტეტუნაშვილი არ არის
📌 ახალი დეტალები იტალიაში, გაუჩინარებული ქართველი გოგოს შესახებ
1741280979
მსოფლიოკიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს
უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება. ...
1741278600
ახალი ამბები„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...
1741275993
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...
1741274766
ახალი ამბები10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...
1741274219
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული
დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...