ამბავი, ერთი კეთილი ემიგრანტის სურვილით დაიწყო, რომელსაც უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების დახმარება სურდა

3 თვე ვემზადებოდით ამ დღისთვის და ყველაზე ნამდვილი ზეიმიც შედგა!
ბევრი ძებნის და გამოკითხვის შემდეგ 5 მოხუცი ავიყვანეთ პირდაპირ ქუჩიდან, მოვაწესრიგეთ, ექიმები დავახვიეთ, ჩავაცვით, წამლები და საკვები ვუყიდეთ და სად დავაბინავეთ იცით? სახლში, ჰო, სახლში! ერთი კეთილი ემიგრანტის გამოკეტილ სახლში. სახლში, რომელიც აგერ უკვე 20 წელია დაკეტილი იყო!
ჩავრთეთ გაზიც, ელექტრო ენერგიაც, წყალიც, ახალი თეთრეული დავაგეთ ლოგინებზე, მაცივარიც საკვებით შევავსეთ და მეზობელ სტუდენტ (სამედიცინოს მეოთხე კურსელი) გოგონასაც გადავუხადეთ თანხა, რომ მოხუცების ჯანმრთელობა აკონტროლოს.
სულ მცირე ძალისხმევით მოვუწესრიგეთ საბუთები და ხუთივე აიღებს პენსიასაც და სოციალურ დახმარებასაც!
სანამ მოყოჩაღდებიან, კიდევ ერთი მეზობელი დავასაქმეთ და მას მოხუცების საკვებით მომარაგება და კომუნალურების გადახდა დაევალა (ამ ყველაფერს კიდევ ერთი ემიგრანტი ოჯახი აფინანსებს)!
ამბავი კი ერთი კეთილი ემიგრანტის სურვილით დაიწყო, რომელსაც უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების დახმარება სურდა.
ძველით ახალ წელს, უკვე ფერზე მოსულ, გამოცოცხლებულ ოჯახში მიგიყვანთ სტუმრად და 75 წლის ასაკში თავიდან დაბადებულ ადამიანებს გაგაცნობთ.
ამ წამს კიდევ ერთი დაკეტილი სახლი გამოჩნდა… იქნებ შემოვატრიალით ეს სიძულვილით გატენილი რეალობა?
სულ ცოტა მონდომებაა საჭირო და ყველაფერი გამოვა!
ბედობას გილოცავთ! ჩემო კარგო ქვეყანავ. - წერს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ასე იცის გაზულუქებულმა ცხოვრებამ, სხვისი გასაჭირი ძნელი გასაგები ხდება - ემიგრანტი ჟურნალისტი
📌 ქართველი ემიგრანტი კოვიდკლინიკიდან: "მინდა ისევ ისეთი ფერადი ვიყო, როგორიც კოვიდამდე ვიყავი"
1741543032
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა. დეპუტატის თქმით, გენდერი...
1741538557
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ
„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...
1741534941
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე
რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...
1741532232
სპორტიქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება
ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...
1741526054
ახალი ამბებისაქართველოს ხელოვნების სასახლე: კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა
საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა - მე-16 საუკუნის ორი ნახატი „ქრისტეს ოთხი მოციქული“ და ნატურმორტი...