გიორგი ბოტკოველი აპრილიდან „Amazon“-ის გუნდს შეუერთდება, შემოდგომაზე კი მუშაობას „Google“-ში დაიწყებს!

გიორგი ბოტკოველი აპრილიდან „Amazon“-ის გუნდს შეუერთდება, შემოდგომაზე კი მუშაობას „Google“-ში დაიწყებს!
ამ სასიხარულო ინფორმაციას კომაროვის სკოლა ავრცელებს.
გიორგი ბოტკოველი (2018 წლის გამოშვება) 2022 წლის აპრილიდან “Amazon”-ის გუნდს შეუერთდება, ხოლო ოქტომბრიდან პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციაზე (Software Engineer) მუშაობას “Google”-ში დაიწყებს!
კომპანია “ამაზონი” უმსხვილესი საერთაშორისო ინტერნეტ-მაღაზიაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ელექტრონულ კომერციას უზრუნველყოფს.
გიორგი “ამაზონის” ბერლინის ოფისს შეუერთდება 12 -კვირიანი სამუშაო-სასწავლო პროგრამის ფარგლებში. ამერიკული ტექნოლოგიური კორპორაცია “Google” ყველასთვის კარგად ნაცნობ პროდუქტებს ქმნის -Chrome, Android os, Youtube, Gmail, Maps, Drive, classroom და ა.შ.
გიორგი გუგლის გუნდს ოქტომბრიდან სრულ განაკვეთზე შეუერთდება პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციაზე ვარშავაში, პოლონეთში.
გიორგი ბოტკოველმა კომაროვის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო. ორი წლის შემდეგ კი უნგრეთში Eutvos Lorand University-ის კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით. “ამაზონსა” და “გუგლში” წარმატებით მოხვედრა გიორგისთვის საინტერესო, თუმცა რთული და გამოწვევებით სავსე პროცესი იყო.
ოქტომბრის დასაწყისში გაგზავნა აპლიკაციები. გუგლში სრული განაკვეთის პოზიციაზე აპლიკაციის გაგზავნა მეგობრის, ლაშა ლაკირბაიას, რეკომენდაციით გადაწყვიტა. ლაშაც ასევე კომაროვის კურსდამთავრებულია. აპლიკაციის შემდეგ ტესტირების და ინტერვიუების ეტაპები დაიწყო. ამაზონის დეველოპერებთან 2 ტექნიკური ინტერვიუს წარმატებით გავლის შემდეგ, ერთ საათზე ნაკლებ დროში შეატყობინეს დადებითი პასუხი. გუგლის დეველოპერებისგან კი 5 ინტერვიუსა და რამდენიმე თვიანი მოლოდინის შემდეგ მიიღო შეთავაზება. კომაროვში სწავლის პერიოდი გიორგისთვის მრავალფეროვანი მიღწევებით იყო სავსე.
2018 წელს კომაროვის სკოლა ოქროს მედლით დაამთავრა. მათემატიკის ეროვნულ ოლიმპიადაში მონაწილეობის შედეგად სამეცნიერო ბანაკში მოხვდა, რომლის ფარგლებშიც პოლონეთში კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში გაგზავნეს. შემდგომში სამეცნიერო ბანაკის ლიდერიც იყო. ასევე, გიორგი აქტიურად იყო ჩართული სპორტულ აქტივობებში.
კომაროვში სწავლის წლებში იყო ჭადრაკის ინდივიდუალური და გუნდური ჩემპიონი, ფეხბურთისა და ფრენბურთის გუნდის წევრი. გიორგი კომაროვის ამჟამინდელ თუ მომავალ მოსწავლეებს, ურჩევს, არ ჩაიქნიონ ხელი მიზნებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე მიზნებამდე მისვლა არარეალური და შეუძლებელიც კი ეჩვენებათ, რადგან თავდაუზოგავი შრომითა და მონდომებით ყველაფერი შესაძლებელია.
ასევე საინტერესოა:
1741186447
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება
იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფე...
1741185730
სპორტისაქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...
1741185632
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს სამართლიანობა
ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუ...
1741182783
სპორტითბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
21-23 მარტს თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. ცნობილია ტურნირზე მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა: 60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი; 66 კგ – თემურ...
1741181949
სპორტიარნე სლოტი კვარაცხელიაზე: დიდებული ფეხბურთელია
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლის თამაშების ყურება ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი...