ხალხური მედიცინა კორონავირუსის წინააღმდეგ

მას შემდეგ, რაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა, დაავადებული ადამიანების მკურნალობის პარალელურად მედიკოსები ინტენსიურად ფიქრობენ, ‘’კოვიდ 19’’-ის საწინააღმდეგო  ვაქცინის შექმნაზე. მრავალი მცდელობის, ექსპერიმენტული მედიკამენტების და ცდების მიუხედავად, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს კორონავირუსისგან თავის დაცვის გარანტირებული საშუალება. თუმცა არის ერთი რამ, რასთან დაკავშირებითაც მეცნიერები იმთავითვე ერთუსულოვანნი არიან და ეს ‘’კოვიდ 19’’-თან მიმართებაში ძლიერი იმუნიტეტის გადამწყვეტი როლია. ზოგადად, იმუნიტეტი უმნიშვნელოვანესია ნებისმიერ დაავადებასთან საბრძოლველად, განსაკუთრებით, როცა საქმე ვირუსებს ეხება, თუმცა იმუნიტეტის გაძლიერებამ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ‘’კოვიდ 19’’-თან მიმართებაში იმიტომაც შეიძინა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ამ ვირუსთან ბრძოლისთვის საჭირო ხერხები, არ გვაქვს კონკრეტული მედიკამენტები. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღეს ძლიერი იმუნური სისტემის იმედად ვართ.

საოჯახო მედიცინაში იმუნიტეტის  გაძლიერებას ყოველთვის დიდ როლს ანიჭებდნენ. კორონავირუსის გამოჩენამდე და საუკუნეების წინაც ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, რომ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა არის ყველაზე მთავარი იარაღი ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ და მთელ ამ სისტემაში იმუნიტეტი გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ვარდო ხოხლენკო იმ ოჯახიდან არის, სადაც საოჯახო მედიცინის ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემოდა. იმუნიტეტის გამაძლიერებელი წამლის დამზადების ტექნოლოგია ბებიასგან და სალუქვაძეების ოჯახისგან ერგო. თავად პროფესიით ქიმიკოსმა კი უკვე მიღებული ცოდნა თეორიულად გაიაზრა, წამალში გამოყენებული მცენარეები პრაქტიკულად შეისწავლა და მემკვიდრეობით მიღებული რეცეპტი კიდევ უფრო გაამდიდრა.

– ჩვენი წინაპრები საუკუნეთა განმავლობაში ეძებდნენ და პოულობდნენ დაავადებათა მკურნალობის და იმუნიტეტის ამაღლების ბუნებრივ საშუალებებს. დროთა განმავლობაში ზოგი დავიწყებას მიეცა, ზოგი კი შემორჩა და დღესაც წარმატებით გამოიყენება. ერთ-ერთი ასეთი საშუალება გახლავთ ხალხში კარგად ცნობილი ე.წ. ‘’საყმაწვილო’’,  რომელიც თერთმეტი მცენარეული კომპონენტისგან შედგება გამოიყენება რიგი ანთებითი და ალერგიული დაავადებების წინააღმდეგ.იგი აწესრიგებს ლინფური კვანძების მუშაობას , რომელიც ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიურ ფილტრს წარმოადგენს.

რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის იმუნიტეტი? როგორც აღმოჩნდა, ეს წამალი, პირველ რიგში, იმუნურ სისტემას ამდიდრებს და აძლიერებს.

სიცოცხლის საწყის ეტაპზე, პირველი ექვსი თვის განმავლობაში ადამიანს თანდაყოლილი იმუნიტეტი იცავს, შემდეგ კი იგი თავად ქმნის დაცვის საკუთარ სისტემას. ამ სისტემის ჩამოყალიბებას, ცხადია, დრო სჭირდება და ამასობაში ადამიანი სხვადასხვა დაავადების მხრიდან მოწყვლადი ხდება. ამიტომ ამ პერიოდში მას გარედან სჭირდება დახმარება. იგივე შეიძლება ითქვას ხანდაზმულებზეც, როცა სიცოცხლისთვის გამუდმებულ ბრძოლაში იმუნური სისტემა ცვდება და სუსტდება.

იქნებ გვიამბოთ რისთვის არის სასარგებლო ‘’საყმაწვილო’’ და რა პრობლემების მქონე ადამიანებმა უნდა დალიონ ის?

“საყმაწვილო” წარმატებით გამოიყენება ორგანიზმის ლიმფური სისტემის მოწესრიგების(ჯირკვლები) სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებისა და იმუნიტეტის ასამაღლებლად. ოფლიანობის მოსაწესრიგებლად, ძილის და კვების დარღვევების დროს, თუმცა მთელ ამ ჩვენებებში ყველაზე მნიშვნელოვანია იმუნიტეტის გაძლიერება, რაც დღეს, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში, როცა დაცულები არცერთი მხრიდან არ ვართ, ძალიან გვჭირდება.

რა დროს უნდა ჩაიტაროს ადამიანმა ‘’საყმაწვილოს’’ კურსი და არის თუ არა ასაკი და ამ წამლის მიღების სეზონი მკაცრად განსაზღვრული?

ხანდახან გაისმის მცდარი მოსაზრება, რომ ის მხოლოდ ბავშვებისთვის ან გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდებისთვის არის ეფექტური და მიზანშეწონილი. ეს არასწორია, რადგან ‘’საყმაწვილო’’ ყველა ასაკის ადამიანისთვის შეუცვლელი წამალია.

არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ‘’საყმაწვილო’’ მხოლოდ გაზაფხულზე და შემოდგომაზე არის ეფექტური, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეეფერება. ეს შეხედულება მომდინარეობს იმ დროიდან, როცა მაცივარი და წამლის ცივად შენახვის შესაძლებლობები ნაკლებად იყო, ეს წამალი კი მალფუჭებადია. ამიტომ ადამიანები თავს არიდებდნენ ‘’საყმაწვილოს’’  კურსის დაწყებას ზაფხულში, თუმცა ახლა ცხელ თვეებშიც მიაქვთ და ჩვეულებრივად იღებენ ხოლმე. შესაძლებელია, პროფილაქტიკისთვის მივიღოთ წელიწადში ორჯერაც.

რამდენად შრომატევადია მისი დამზადების პროცესი და მოითხოვს თუ არა განსაკუთრებულ ცოდნას?

პროცესი საკმაოდ შრომატევადია და ის საველე პირობებში იწყება. გამომდინარე იქიდან რომ ‘’საყმაწვილო’’ 10 ნედლი და 1 ხმელი მცენარისგან შედგება, ჯერ უნდა მოხდეს ამ მცენარეების შეგროვება, გახმობა, დაფქვა. ყველაფერი გრამებშია გაწერილი და ამ პროცესში დაშვებული მცირედი შეცდომაც კი ‘’საყმაწვილოს’’ უნიკალურ ეფექტს დაუკარგავს.

ქალბატონო ვარდო, ეს ცოდნა, როგორც ვიცით, ოჯახიდან გერგოთ.

კი, ეს რეცეპტი საუკუნეზე მეტის არის. ბებიაჩემი ვარდო სალუქვაძე. გახლდათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურიდან.სალუქვაძეების ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა ეს ცოდნა და სწორედ ბებიაჩემისგან მერგო მეც. აქამდე ჩემი წინაპრები ამ წამალს მხოლოდ ახლობლებისთვის ამზადებდნენ. ხოლო როცა ეს ცოდნა ჩემზე გადმოვიდა, ოჯახური ტრადიციით შეძენილს  დაემატა ჩემი აკადემიური განათლებაც ქიმიურ მეცნიერებებში, შესაბამისად, ჩემი ინტერესი ამ წამლისადმი კიდევ უფრო გაღრმავდა და შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეულწილად ეს ცოდნა ჩემი მხრიდანაც გავამდიდრე.

რას იტყვით ‘’საყმაწვილოზე’’ კორონავირუსთან მიმართებაში?

მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი დაავადებისას, განსაკუთრებით კი ვირუსების შემთხვევაში, ადამიანის იმუნურ სისტემას გადამწყვეტი როლი ენიჭება და სწორედ მასზეა დამოკიდებული რამდენად უმტკივნეულოდ და ნაკლები დანაკარგების გარეშე გადაიტანს ადამიანი ამა თუ იმ ინფექციას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ‘’საყმაწვილოთი’’ ჩვენი იმუნიტეტის გაძლიერება კორონავირუსისგან თავის დაცვის და პრევენციის ეტაპზე, საკმაოდ სწორი გადაწყვეტილებაა. ვარდო ხოხლენკოსთან დაკავშირება შეგიძლიათ შემდეგ ნომერზე: 591 30 70 02

წყარო: guria.tv

ასევე დაგაიანტერესებთ:

⭕ მათთვის, ვისაც თავის ტკივილი და თავბრუდახვევა ახასიათებთ

იტალიაში მოღვაწე თბილისელი ფიტნეს-ინსტრუქტორი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730889332

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამ დროისთვის მან მან ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა მიიღო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისია. ამის შესახებ CNN იუ...

ამერიკის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი

1730885933

მსოფლიო

ტრამპი: მე არ ვაპირებ ომების დაწყებას, მე ომების დასრულებას ვაპირებ

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ახალ ომებს არ დაიწყებს, არამედ უკვე არსებულ კონფლიქტებს დაასრულებს. „მე არ ვაპირებ ომების დაწყებას. მე ვაპირებ, რომ დავასრულო ისინი“, - თქვ...

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

1730883971

საზოგადოება

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრ...

საბერძნეთი

1730882226

საზოგადოება

ამიკო ჩოხარაძეს დაბადების დღე აქვს - როგორ ულოცავენ იუმორისტს იუბილეს

ქართველი იუმორისტი ამიკო ჩოხარაძე, რომელიც ეკრანებზე წლების განმავლობაში აღარ ჩანდა, სატელევიზიო სივრცეს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა და მაყურებლის გულიც გაახარა. ყველასთვის საყვარელ და მონატრებულ იუმორისტ...

ამიკო ჩოხარაძე

1730880388

სპორტი

16 და 19 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს ნაკრების მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება

უეფას ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს. 16 ნოემბერს უკრაინის საფეხბურთო ნაკრებთან მატჩი ბათუმში ჩატარდება, ხოლო 19 ნოემბერს - ჩეხეთში. როგორც დედაქა...

ნაკრები