რა ქონებით ტოვებს თანამდებობას ეკატერინე ტიკარაძე?

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქმიანობას "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. ტიკარაძემ ბრიფინგზე მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა და სამედიცინო საზოგადოებას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
2021 წლის 31 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მინისტრობის პერიოდში 2020 წელს მისმა შემოსავალმა 60 300 ლარი შეადგინა. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, ტიკარაძე ფლობს თბილისში მდებარე 760 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლის 35%-იან წილს, მასვე საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 2 653 ლარი ჰქონდა.
რაც შეეხება მის მეუღლეს, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ფლობს მიწის ნაკვეთს ცხვარიჭამიაში. ასევე მის საკუთრებაშია: მსუბუქი ავტომობილი mercedes G 300 D და ორი მოტოციკლეტი. მასვე საბანკო ანგარიშზე დეკლარაციის შევსების მომენტში 563 ლარი და 83 დოლარი ჰქონდა. ტიკარაძის მეუღლე არის ასევე: შპს „სადას“ დირექტორი და „ჰაუსფაქტორის“ 33,4%-იანი წილის მეწილე. ამავე კომპანიაში მისმა შემოსავალმა 2020 წელს მენეჯერის პოზიციაზე - 3 000 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ტიკარაძე მინისტრის თანამდებობას 2019 წლის 18 ივნისიდან იკავებდა.
წყარო:bpn.ge
შეიძლება დაგაინტერესოთ:
🔵ადექით და ჩვენც დაგვიჭირეთ, ყველა ერთად! - ინგა გრიგოლია
🔵“ვიცი რომ ყველაფერი გამოგივა, შენგან კარგი ექიმი დადგება!“ - ემიგრანტის წერილი
1740986829
მსოფლიოCNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...
1740983813
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება. 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...
1740979239
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ
პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...