საღამოს ქალიშვილმა მითხრა, რომ ქმარს მივლინებაში აცილებდა, მაგრამ მეორე დღეს ვაჟბატონი ვიღაც გოგოსთან დავინახე…

“არასდროს მომწონდა, რომ ჩემს სიძეს ხშირი მივლინებები ჰქონდა. რამდენიმე დღით მიდიოდა სახლიდან და აი, შედეგიც!” – აღშფოთებული გვიყვება პაპარაცის მკითხველი თამარა. ის ახლახან შეესწრო უსიამოვნო ფაქტს თავისი სიძის მონაწილეობით, დიდხანს ფიქრობდა დალაპარაკებოდა თუ არა ქალიშვილს ამ თემაზე და ბოლოს გადაწყვიტა ეთქვა.
სამსახური მივლინებებით
10 წლის წინ ჩემი თინიკო გათხოვდა. თავიდან ახალგაზრდები ჩემთან ცხოვრობდნენ, შემდეგ თავისი ბუდე მოიწყვეს და ცალკე გადავიდნენ ქირით. მოგვიანებით დაიწყეს ზრუნვა საკუთარი სახლის ყიდვაზე. მე არ მქონდა საშუალება დავხმარებოდი, სიძემ გადაწყვიტა უფრო მაღალანაზღაურებადი პრესტიჟული სამსახური ეშოვა.ახლობლები დაეხმარნენ და სატვირთოს მძღოლად დაიწყო მუშაობა. ცოტა არ იყოს, არ მომეწონა ის ფაქტი, რომ ხშირად მოუწევდა მივლინებებში წასვლა. ღმერთმა იცის, რამდენი დროის გატარება მოუწევს ჩემს ქალიშვილს მარტო. თან ამხელა გზაზე სიარულიც საშიშია.
სიძემ დაგვამშვიდა: “არ ინერვიულოთ, კარგი მძღოლი ვარ. თინიკო, ხომ გინდა მალე ჩვენი სახლი გვქონდეს? მოგვიწევს მოვითმინოთ ცოტა ხანი და გავიჭირვოთ!” ქალიშვილმა ჩუმად დაუქნია თავი, მაგრამ შევამჩნიე, რომ რთული იყო მისთვის.შემდეგ თინიკო დაფეხმძიმდა. დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი შვილიშვილებზე, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. სიძეც გახარებული იყო, მაგრამ თინიკო სულ მოწყენილი დადიოდა, ამბობდა, რომ ქმარი ენატრებოდა ხოლმე.
სიძე მართლაც არ იყო ხოლმე ხშირად სახლში. ვგრძნობდი, რომ მისი მივლინებების ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა და ასეც მოხდა. საღამოს ქალიშვილს ვესაუბრე, მითხრა, რომ ქმარს მორიგ მივლინებაში აცილებდა, მეორე დღეს კი ვაჟბატონი გადაპრანჭულ ქალთან ერთად დავინახე მაღაზიაში შემთხვევით.რა მომასვენებდა! მაშინვე მივედი სიძესთან და ვუთხარი: “უნამუსო, შენ აქ რა დღეში ხარ, შენი ცოლს კი ჰგონია, რომ მუშაობ, როგორ არ გრცხვენია?”სიძე არ ელოდა ჩემს დანახვას და მოულოდნელობისგან გაშრა. ეს იყო სამშენებლო მაღაზიის ჰიპერმარკეტი ქალაქის მეორე ბოლოში, სადაც წესით არ უნდა ვყოფილიყავი. მოხუცმა ახლობელმა მთხოვა ნივთების ყიდვა და მის დასახმარებლად გავეშურე.
ქალბატონმა, რომელთან ერთადაც ჩემი სიძე იდგა, გაოცებული თვალებით შემომხედა და მითხრა, რომ არასწორად გავიგე ყველაფერი. სიძემ კი ჩამჩურჩულა: “ახლავე გიხსნი ყველაფერს, ეს არის კარინა, ჩვენი სახლის დიზაინერი. მსურდა თინიკოსთვის სიურპრიზის გაკეთება. ბინა უკვე შევარჩიე, ახლა რემონტს ვაკეთებ და ეს ქალბატონი დიზაინზე ზრუნავს, ახლა კი მასალებს ვარჩევთ ბინისთვის.” მანახა ფოტოებიც და ესკიზებიც. ჩემი სიძე არ იტყუებოდა და ძალიან შემრცხვა.
საუბარი ქალიშვილთან – ხელი აღარ შევუშალე სიძეს და წამოვედი. მთელი საღამო მაწვალებდა ამ შემთხვევაზე ფიქრი. სიურპრიზი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ, ძალიან მინდოდა ჩემი ქალიშვილისთვის გაეზიარებინა მომხდარი. ბოლო პერიოდში თინიკოს და მისი ქმრის ურთიერთობა ცოტათი დაიძაბა და მინდოდა მეჩვენებინა, რომ ქმარს ძალიან უყვარს ის და ყველაფერი რიგზეა!როდესაც თინიკოს ყველაფერი ვუამბე, ტირილი დაიწყო. “შვილო, რა მოხდა? ის არ გღალატობს, ყველაფერი გადავამოწმე!” მაგრამ ჩემი შვილი ამის გამო არ ტიროდა: “დედა, საქმე მას არ ეხება, პრობლემა ჩემშია! გახსოვს მთელი ორი თვე რომ არ იყო აქ? ადგილს ვერ ვპოულობდი, შემდეგ კი შემთხვევით ჩემს კლასელს შევხვდი და არ ვიცი რა დამემართა…” თინიკომ მუცელზე დაიხედა და მე ყველაფერს მივხვდი…მითხრა, რომ შეცდა და ძალიან უყვარდა ქმარი, არ სურდა მისი დაკარგავ. ვურჩიე, რომ ყველაფერი დაეტოვებინა ისე, როგორც არის. ვიცი, რომ არასწორია, მაგრამ საჭიროა.
წყარო:paparazzi.ge
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵მე აყვანილი ბავშვის დედა ვარ, ყველა პოსტი მკლავს, სადაც შვილი “ნამდვილ” ოჯახს ეძებს - ანონიმი დედა
🔵რამე არ შეგეშალოთ! - ყელგამოჭრილი დედა-შვილის მეზობლებს, სავარაუდო დამნაშავე ემუქრება
1741103018
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს
ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...
1741099772
საზოგადოებაპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება
პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...
1741099714
ახალი ამბებიპარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...
1741097078
საზოგადოებაპრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი
ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...
1741096366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...