“სავალალო მდგომარეობა გვაქვს, ქართველი გოგონების თურქეთის ჰარამხანებში გამოკეტვასთან დაკავშირებით” - ისტორია სოციალური ქსელიდან

სოციალურ ქსელში, ჯგუფში "ვეძებ", რომელიც ძირითადად გაშვილებული და ასე დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოძიება და და გავრცელებას ემსახურება, გავრცელდა პოსტი, რომელიც ერთ ძალიან მტკივნეულ თემას, ქართველი გოგონების თურქეთში ნებით, თუ ძალით მუშაობას ეხება. პოსტის ავტორი იმ სავალალო მდგომარეობის შესახებ წერს, რომელშიც არაერთი ახალგაზრდა ქართველი გოგონა იმყოფება.
პოსტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ის, შეიძლება ითქვას, პირად შეურაცხყოფად მიიღეს იმ ქალბატონებმა, რომლებიც როგორც თავად ამბობენ, წლებია თურქეთში პატიოსნად მუშაობენ და თუ თავად არ გინდა, ისე არავინ არაფერს გაკადრებს. გთავაზობთ პოსტს და რამდენიმე გამოხმაურებას.
ლ.გ.: "მინდა დამიდასტუროთ პოსტი. პირდაპირ კავშირში არ არის ჯგუფის სახელთან, მაგრამ არანაკლებ საინტერესო და სავალალო მდგომარეობა გვაქვს ახალგაზრდა, ულამაზესი გოგოების თურქეთში, ჰარამხანებში გამოკეტვის.
მე ვარ პირადად მოწმე რამდენიმე შემთხვევის. არ არის ჭორი და მოგონილი. იქნებ ეძებს ვინმე თურქეთში წასულს და დაკარგულს. ყველა ოლიგარქს აქვს საკუთარი ჰარამხანა. არ მოგესმათ, დიახ, ჰარამხანა.
ყველა ეროვნების გოგო ჰყავთ, ზოგი ნებით ზოგი იძულებით... მინდა თქვენი ჯგუფით ვისარგებლო და მივმართო დედებს რომლების შვილებიც თურქეთში გაუჩინარდნენ.
დავამატებ, რომ უამრავი გოგო მისი ნებით არის იქ, ფულისთვის, ფუფუნებისთვის. ზოგადად მაქსიმუმ 30 წლამდე გააჩერონ ჰარამხანაში, მერე არაფრის მაქნისია და დიდი იმედი მაქვს, ცოცხალს უშვებენ..."
ნ.ბ.:"ვიტყვი და ახლა არ ჩამქოლოთ. ვისაც თურქებთან შეხება არ გქონიათ, ისინი ნუ გამოხტებით ასეთი და ისეთები არიანო, დავდიოდი თურქეთში, გადამქონდა რაღაცები გასაყიდი. მახსოვს ართვინში სასტუმროში უნდა მიგვეტანა შეკვეთა. მე იქ რაც ვნახე, გავოგნდი! ბებიის ტოლი ქალები, ჩვენი ქართველები, ყირაზე გადადიოდნენ.
ერთხელ,მახსოვს, მეც წამეფლირტავასავით თურქის კაცი და რომ დავახტი მანქანის "კლუჩს" ამით თავს გაგიტეხ-მეთქი ვუყვირე. მერე და გავხდი იმ კაცისთვის. ასე რომ შენ თუ საბაბს არ მისცემ, ხელს არ გახლებს არავინ.
10 წლის წინ დავდიოდი და მაშინ ბავშვი ვიყავი მეც. თურქები თუ მიხვდნენ პატიოსანი ხარ, მერე დასავით გექცევიან. საბაბი არ უნდა მისცე. როგორც ძველად ჩვენს დედებს და ბებიებს ყველა უკრაინელი და რუსი ქალი მსუბუქი ყოფაქცევის ეგონა, ისე ფიქრობენ ახლა თურქები ჩვენზე, იმიტომ რომ აძლევენ საბაბს."
ი.მ.: "ვიღაცას ეწერა, საიდან იცის პოსტის ავტორმა ამდენი, თუ თვითონაც იქ არაა გარეულიო. მე თურქეთში საერთოდ არ ვარ ნამყოფი, მაგრამ 12 წლის წინ, სამაგისტროზე ვმუშაობდი. ტრეფიკინგის თემა მქონდა და თურქეთზე ვაგროვებდი ცნობებს.
რაც მე მაშინ ქეისები ვნახე გამოძიებული, თუ ვერ გამოძიებული, ქართველების ტრეფიკინგის თურქეთში, ორი წელი კოშმარები მესიზმრებოდა.
მას შემდეგ მსგავსი თემატიკის ფილმებსაც ვეღარ ვუყურებ. მართალს წერს პოსტის ავტორი, სახელმწიფო მფარველობს მსგავს კარტელებს და თუ ვინმეს პატრონი გამოუჩნდა და ეძებენ, ისე კლავენ და იშორებენ, მის კვალს ვერავინ აგნებს."
1741280979
მსოფლიოკიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს
უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება. ...
1741278600
ახალი ამბები„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...
1741275993
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...
1741274766
ახალი ამბები10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...
1741274219
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული
დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...