"სმენის დაქვეითება, რაც შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის" - "ომიკრონის" აქამდე უცნობი ეფექტი

ნეიროოტოლოგი, პროფესორი ეკა ხარხელი მარი მალაზონიას გადაცემასთან საუბრისას "ომიკრონის" შესახებ ახალ და საინტერესო ინფორმაციას უზიარებს მაყურებელს:

თავბრუდახვევა, ვერტიგო, რომელიც 28%-ს იკავებს და დამახასიათებელია ომიკრონის დროს, ამ პანდემიისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩივილი.

ეს დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს მწვავე პერიოდში, პოსტკოვიდურ პერიოდში, მათ შორის, გრძელი კოვიდის, 12 კვირის შემდეგაც.

ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის:  ჭეშმარიტი თავბრუდახვევა, რომელიც არის მოძრაობის ილუზია, კიდევ არის სივრცეში დეზორიენტაცია და გაბრუება, ასევე დისბალანსი, როდესაც ვკარგავთ წონასწორობას და არის კიდევ შემთხვევა, როდესაც გვაქვს გარშემო საგნების რყევის შეგრძნება.

კოვიდინფექციასთან დაკავშირებით კიდევ იმის თქმა შეიძლება, რომ ჩვენი თუ ჩვენი უცხოელი კოლეგების დაკვირვებით, აუდიო ვესტიბულარული დარღვევების აბსოლუტური  მაჩვენებელი დიდად არ შეცვლილა, მაგრამ გამოიკვეთა გარკვეული ტენდენციები კოვიდით გამოწვეულ პათოლოგიებს შორის:

აუდიო ვესტიბულარული დარღვევებს შორის ძირითადად ხდება სენსონევრალური სმენის დაქვეითება, ასევე ტინიტუსი, იზოლირებული ან სმენის დაზიანებასთან ასოცირებული და თავბრუდახვევა, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა სახით.

საერთოდ, ვესტიბულარული დარღვევებიდან გამოიკვეთა კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუდახვევა, ფსიქოგენური თავბრუდახვევა (პოზის ცვლილებასთან დაკავშირებული აღქმითი ფენომენი), ვასკულური გენეზის თავბრუდახვევები. ეს ვირუსი ამ მხრივაც არის ვერაგი…“- აცხადებს მედიკოსი.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741274219

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული

დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...

გიორგი გამსახურდია

1741271948

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: აგრძელებენ ზეწოლას საქართველოზე, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტს არ დათმობს

„დიფ სთეითს“ უზარმაზარი გავლენა აქვს ევროპელ პოლიტიკოსებზე, ევროპული ქვეყნების ლიდერებზე, ევროკავშირის ხელმძღვანელობის სტრუქტურებზეც. ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან წამოწეული წინა პლანზე, რომლებიც ახმო...

თენგიზ შარმანაშვილი

1741270395

მსოფლიო

„რუსეთი უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგებას არ მოითმენს“ - ლავროვი

რუსეთი არ მოითმენს ნატოს ჯარების ყოფნას უკრაინაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ნატის სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე განიხილ...

აა

1741268879

მსოფლიო

„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან  დღესაც  ხელი მოაწე...

დონალდ ტრამპი

1741267873

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მ...

მაკა ბოჭორიშვილი