გიგი უგულავა სასამართლომ 3 ათას ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა.

დღევანდელ პროცესზე ორი სამართალდამცველი დაიკითხა, რომელთა განცხადებით, უგულავას დაკავებაში მონაწილეობდნენ. სამართალდამცველების განმარტებით, უგულავამ მათ „ძაღლები” უწოდა და გზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა. უგულავას თქმით კი, სამართალდამცველებისთვის პიროვნული შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

ცნობისთვის, გიგი უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵7 ნოემბერს რომ გვესროლეს და გაზით დაგვხოცეს, დიდი წილი ამ ეკიპირებისა და აპარატურის ბიძინას ფულით იყო ნაყიდი-დავით ბერძენიშვილი

🔵დიახ, 1 თებევრლამდე ვინც არ აიცრება დაჯარიმდება 4000$-ით - გიორგი ფხაკაძე

🔵შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 12 პირი, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორი დააკავა

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741243154

საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის მოლაპ...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გ

1741241235

მსოფლიო

დონალდ ტრამპი - გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, „ჰამასის“ არც ერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც ვამბობ

გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ მოგვიანებით ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს. „შალომ ჰამასი“ ნიშნავს გამ...

ტრამპი

1741240138

საზოგადოება

ლევან მახაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარის შესახებ: თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია

თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა 4...

ლევან მახაშვილი

1741240030

საზოგადოება

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებ...

გზა

1741237749

საზოგადოება

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. რო...

სასამართლო