მახინჯაურთან გამორიყული გემი უსაფრთხოდაა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც ძლიერმა შტორმმა, მახინჯაურის სანაპიროზე გამორიყა, უკვე უსაფრთხოდ დგას საღუზე წერტილში.

სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, გემმა თანდათანობით შეძლო ზღვისკენ სვლა.

„2022 წლის 7 იანვარს, ბათუმის ნავსადგურის აკვატორიის N4 საღუზე წერტილში დადგა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, სახელწოდებით: SGV-Flot (IMO 8033089). გემზე იმყოფება ეკიპაჟის 13 წევრი. 14 იანვარს გემმა სააგენტოს ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის სამსახურისგან მიიღო გაფრთხილება ამინდის მოსალოდნელი მკვეთრი გაუარესების შესახებ.

ძლიერი შტორმის (ზღვის ღელვა აღწევდა 6 ბალს, ქარის სიჩქარე - 12-18 მ/წ.) გამო გემმა დაკარგა მანევრირების უნარი და ტალღებმა დაიწყო მისი წამოღება ნაპირისკენ. მიუხედავად აღნიშნულისა, გემმა საკუთარი ძალებით შეძლო ნაპირისკენ სვლის შეჩერება.

დაახლოებით 03:00 საათის შემდეგ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამის სამსახურებთან (ზღვაზე ძებნა გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტი და ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური) მჭიდრო კოორდინაციიით, გემმა თანდათანობით შეძლო ზღვისკენ სვლა და ამ დროისათვის გემი უკვე უსაფრთხოდ დგას საღუზე წერტილში.

მახინჯაურში მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ სააგენტოს თანამშრომლები, სამაშველო ჯგუფი, მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი სამსახურები მუდმივ კოორდინაციაში იმყოფებიან გემთან და აგრძელებს მისი ადგილმდებარეობის მონიტორინგს“,-ნათქვამია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵აშშ და იაპონია ცუნამის მოლოდინში - სანაპირო რაიონებში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

🔵საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

🔵„ომიკრონის“ ცირკულაცია იწყება - თამარ გაბუნია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741810721

საზოგადოება

პრემიერი: ოპოზიციას აქვს რთული მდგომარეობა, რაღაც რიტუალივით აქვთ, ერთი საათით გადაკეტავენ ქუჩას 300-კაციანი აქციით და ბრუნდებიან სახლებში, ათი ათასობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში, ამისთვის მადლობაც შეიძლება გადავუხადოთ

ოპოზიციას აქვს რთული მდგომარეობა, ყოველდღე ატარებენ 300-კაციან აქციას, რაღაც რიტუალივით აქვთ, ერთი საათით გადაკეტავენ ქუჩას და ბრუნდებიან სახლებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ...

ირაკლი კობახიძე

1741810616

საზოგადოება

პრემიერი: ტრამპის მიერ დახურული ერთ-ერთი ორგანიზაციის მაღალჩინოსანმა ჩემთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უნდა გავყოლოდით გზავნილებს. საუბარი იყო ომში ჩართვაზე, ვუპასუხე, რომ ამას ხელს ვერ მოვაწერდით, ორჯერ გამიმეორა - ყრუ კედელს ეჯახებითო

კონკრეტული ძალისთვის, ანუ გლობალური ომის პარტიისთვის, ყველაფერი, რაც უკავშირდება ევროკავშირს, არის შანტაჟის ინსტრუმენტი და მეტი არაფერი, ეს იყო კანდიდატის სტატუსთან მიმართებით და ეს იყო მოლაპარაკების...

ირაკლი კობახიძე

1741810563

საზოგადოება

პრემიერი: კანდიდატის სტატუსს ჰქონდა კონკრეტული დატვირთვა გლობალური ომის პარტიისთვის, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, 2022 წელს, საქართველოსთვის არ უნდა მოენიჭებინათ სტატუსი და ეს უნდა გამოეყენებინათ რევოლუციის მოსაწყობად

კანდიდატის სტატუსს ჰქონდა კონკრეტული დატვირთვა გლობალური ომის პარტიისთვის, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, 2022 წელს, საქართველოსთვის არ უნდა მოენიჭებინათ სტატუსი და ეს უნდა გამოეყენებინათ რევო...

ირაკლი კობახიძე

1741810529

საზოგადოება

პრემიერი: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორჯერ სცადა დიპლომის აღება და ორივეჯერ ვერ აიღო, ახლა ასანქცირებს სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ის თავად არის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი თანამდებობისთვის შეუფერებლობაში

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე ერთი რამ შემიძლია გითხრათ - მან ორჯერ სცადა დიპლომის აღება და ორივეჯერ ვერ აიღო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში...

ირაკლი კობახიძე

1741810492

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განაცხადის შეტანას

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა უცნაურად დადგა დღის წესრიგში, იყო ძალიან დიდი ზეწოლა, გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, როდესაც არ ვიღებდით ამ წინადადებას და არ ვემორჩილე...

ირაკლი კობახიძე