პარლამენტი არის ტვინი, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება გული - დეპუტატი კახაძე

„პარლამენტი არის ტვინი, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება გული, რომელიც მუდმივ მზაობაშია ეს ტვინი კვებოს და მზადაა მუდმივად იმუშაოს ჟანგბადის (იდეების) დროულად მისაწოდებლად“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლითაც მთავრობას covid-შეზღუდვების შემოღების უფლების 2023 წლამდე გაგრძელება სურს.

ლადო კახაძე ირწმუნება, რომ ახალი რეგულაციების დაწესება არ ხდება, უბრალოდ პარლამენტი უფლებას აძლევს ხელისუფლებას, მართოს სიტუაცია მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

„მე მახსოვს და ალბათ ახალგაზრდებს ყველას გახსოვთ, 2019 წელი – აღმასვლა, დიდი იმედები ჩვენს ქვეყანაში; დღესაც საზომად რჩება 2019 წლის წარმატებები, წარმატებულად ჩატარებული ტურისტული სეზონი, დაძრული და ხელ-ფეხ-გახსნილი ბიზნესი, იმედიანი ხვალინდელი დღე.

ზუსტად მაშინ, 2019 წელს უხანში დაფიქსირდა ახალი ვირუსი და ჯერ არაფერი ვიცოდით რა უნდა გაეკეთებინა მაშინ. გავიდა ხანი და 3 კვირის შემდეგ თქვეს, რომ ეს ვირუსი საფრთხეს უქმნიდა დედამიწას.

2020 წლის 26 თებერვალს უკვე პირველი შემთხვევა ჩვენთანაც დაფიქსირდა – იმ დღეს გავიკეთე ნიღაბი და მას შემდეგ არ მომიხსნია. გავიარეთ ვირუსის გავრცელების 5 ტალღა.

პარლამენტი არის ტვინი, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება გული, რომელიც მუდმივ მზაობაშია ეს ტვინი კვებოს და მზადაა მუდმივად იმუშაოს ჟანგბადის (იდეების) დროულად მისაწოდებლად.

მაშინ ადამიანის უფლებები წამოვიდა წინა პლანზე, იყო მკაცრი „ლოქდაუნები“, თუმცა მაშინ არ ვიყავით მზად, არ ვიცოდით რა იქნებოდა, საქმეში ჩაერთო სამედიცინო ინტელექტუალური სექტორი, გავიარეთ გადამზადება, ჰოსპიტალური სექტორის გადამზადება და ა.შ.“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

ასევე საინტერესოა:

🔵 ევროკავშირის ტერიტორიაზე ციფრული კოვიდ სერტიფიკატების მოქმედების ვადად ცხრა თვე განისაზღვრა

🔵 ლარი კვლავ გაუფასურდა - ვალუტის კურსი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740940730

მსოფლიო

მარკო რუბიო - პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან

ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ან არც...

 მარკო რუბიო

1740940672

სპორტი

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი 16 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები 43:5 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ფინალის საგზურის გარდა, სა...

რაგბი რაგბი

1740940602

მსოფლიო

კირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ. სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდ...

კირ სტარმერი

1740936429

საზოგადოება

პატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ

„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათ...

პატრიარქი:

1740933056

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი - დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან

რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს. „სასოწარკვეთილ, შეშფო...

სენატორი ლინდსი გრემი