სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ულოცავს

სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ულოცავს. მილოცვა პრეზიდენტმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
„გილოცავთ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს!
ჩვენი საზოგადოებისათვის ეს დღე სამუდამოდ დაუკავშირდა პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებას.
უნივერსიტეტის დაარსების იდეის ირგვლივ გაერთიანდა მაშინდელი ქართული საზოგადოება მიუხედავად მრავალფეროვანი პოლიტიკური და პარტიული შემადგენლობისა.
მეცნიერების, ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუციების განვითარება და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში კვლავ ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზროვნების ფუნდამენტია, რომლის ირგვლივ, მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება დღესაც ერთიანია. მჯერა, რომ სწორედ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხები იქნება ჩვენი პოლარიზებული საზოგადოების მთავარი გამაერთიანებელი ეროვნული თანხმობის პროცესში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და რექტორატს ქართული საზოგადოების სახელით ვულოცავ უნივერსიტეტის დაარსების დღეს!“- წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
1741543285
საზოგადოებაკახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა
უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...
1741543032
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა. დეპუტატის თქმით, გენდერი...
1741538557
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ
„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...
1741534941
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე
რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...
1741532232
სპორტიქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება
ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...