თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

საქართველოს მსჯავრდებულმა მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს სასამართლო პროცესზე მიმართა: "თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს"
ეს მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სააკაშვილს მოუწოდა, სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზში მყოფი საზოგადოებისკენ კი არა, მის მხარეს მიტრიალებულიყო.
სააკაშვილის თქმით, მისი გადასაწყვეტია, ვის მიმართავს.
"მე გადავწყვეტ, ვის მივმართო, მივმართავ ქართველ ხალხს, თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს.
არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. ვაპირებ შევხედო თვალებში ქართველ ხალხს. ჩემთვის არავინ ხართ. მივმართავ ქართველ ხალხს, რომლის წინაშეც წარვდექი, ვერავინ გამაწყვეტინებს და თუ გამაწყვეტინებთ, ამაზე პასუხს გაგცემთ ქართველი ხალხი," - მიმართა სააკაშვილმა მოსამართლეს.
მსჯავრდებული პრეზიდენტის პოზიციას გამოესარჩლა მისი უფლებადამცველი ნიკოლოზ გვარამიაც.
სააკაშვილს საქართველოში პატიმრობა აქვს მისჯილი ორ საქმეზე: სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული, მათ შორის, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის - ე.წ. პიჯაკების საქმე და 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალის გადამეტებით დაშლის გამო.
ასევე დაგაინტერესებთ:
1741810492
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განაცხადის შეტანას
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა უცნაურად დადგა დღის წესრიგში, იყო ძალიან დიდი ზეწოლა, გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, როდესაც არ ვიღებდით ამ წინადადებას და არ ვემორჩილე...
1741810419
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: „დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად განადგურებაში
„დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში. პრემიერის თქმით, ისინი წავიდნენ ვა-...
1741808670
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთო...
1741808637
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე
როცა საუბარია deep state-ზე, იგივე “გლობალურ ომის პარტიაზე”, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, - განაცხადა საქ...
1741808601
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველანაირი მოვლენის განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა
ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მ...