23 ივლისს საქართველო მსოფლიო სუპერვარსკვლავ ჯასტინ ტიმბერლეიკს უმასპინძლებს

უკუთვლა დაიწყო! მსოფლიო სუპერვარსკვლავი Justin Timberlake, Starring Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ეწვევა. პოპმუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი კონცერტს 23 ივლისს „დინამო არენაზე“ გამართავს.

Justin Timberlake მრავალმხრივი შემსრულებელი, მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მსახიობია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გაყიდულია მისი 54 მილიონზე მეტი ალბომი და 63 მილიონი სინგლი. არტისტის კარიერა 30 წლის წინ ცნობილი ბოიბენდის, *NSYNC-ის სოლისტად დაიწყო. ამ ბენდთან ერთად, მან 70 მილიონი ჩანაწერი გაყიდა. 

Justin Timberlake- ს პოპ, დენს და R&B ჟანრებში GRAMMY-ს 10 ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის, წარმატებული სოლო ალბომებისთვის — „Man of the Woods“, „The 20/20 Experience“, „FutureSex/LoveSounds“ და მისი სადებიუტო სოლო ალბომისთვის — „Justified“. გარდა ამისა, ჯეი-ზისთან კოლაბორაციით, არტისტმა მსოფლიოში 23 მილიარდზე მეტი აუდიო და ვიდეო სტრიმი მოიპოვა; ასევე, მიიღო Emmy-ის 4 ჯილდო საღამოს მუსიკალურ-იუმორისტულ შოუ „Saturday Night Live-ში“ მისი დასამახსოვრებელი გამოსვლებისთვის.

Justin Timberlake- ს გახმოვანებული აქვს „DreamWorks-ის“ ანიმაციური მიუზიკლი „TROLLS-ს“. მისი ჰიტად ქცეული სიმღერა „Can't Stop the Feeling!" 2017 წელს გამოსული „Trolls Holiday-იდან“, „ოსკარზე“ წლის „საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ ნომინაციაში იყო წარდგენილი.

არტისტმა ახლახან გამოუშვა მეექვსე სტუდიური ალბომი „Everything I Thought It Was“, რომელიც 18 ახალ სიმღერას შეიცავს, მათ შორის, ჰიტ-სინგლებს: „Selfish" და „No Angels“.

23 ივლისს „დინამო არენაზე“ შეკრებილ ათიათასობით მელომანს შესაძლებლობა ექნება, მოუსმინონ საყვარელ ჰიტებს და ამასთანავე, უახლესი ალბომის სინგლებს.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება 8 აპრილს, 12:00 საათზე TKT.ge/JustinTimberlake-ზე. ტრადიციისამებრ, „Starring Georgia-ს“ მუსიკალური ოდისეის ლოიალურ თანამგზავრებს, Starring Card-ის მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლოთ Pre Sale-ით და ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთები 1 დღით ადრე შეიძინონ. წინასწარი გაყიდვა 7 აპრილს, 12:00 საათზე TKT.ge-ზე დაიწყება. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744269879

ახალი ამბები

აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ნ.ც., 1993 წელს და...

 3 პირი დააკავა

1744269555

ახალი ამბები

წულუკიანი როინ შავაძის მეუღლეს: თქვენი თავდადების შედეგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური დარღვევის ფაქტი და დამტკიცდა, რომ ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი, სახელმწიფომ თავისი ხელით მოკლა

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ როგორც ქალმა ქალს იმ დიდი ბრძოლისთვის, რაც თქვენ ყველანაირი ზეწოლის, თავდასხმის მიუხედავად აწარმოვეთ იმისათვის, რომ თქვენი მეუღლის და ოჯახის ღირსება დაგეცვათ იმ დროს, როდესა...

თეა წულუკიანი

1744268302

სპორტი

ლუის ენრიკე: ის აერთიანებს ყველაფერს - ახალგაზრდულ ასაკს, ბურთით ხარისხს, ბურთის გარეშე დაცვით უნარებს და ძალიან ძლიერ ფიზიკურ ძალას

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ასტონ ვილასთან“ მატჩის (3:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, კვარაცხელიაში არის ყველაფერი, რაც პსჟ-ს პრ...

ლუის ენრიკე

1744266860

ახალი ამბები

ტრამპი: ჩინეთს სურს შეთანხმების დადება, ჩინელები ამაყი ხალხია, პრეზიდენტი სი ძინპინი ამაყი კაცი

„ჩინეთს შეთანხმების დადება სურს“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი „ერთ-ერთი ყველაზე ჭკვ...

დონალდ ტრამპი

1744266114

ახალი ამბები

წილოსანი ევროპის აუდიტორთა დასკვნაზე: გვიხარია, რომ ჩვენს მიერ გატარებულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რომ თავი გადაგვეზღვია ასეთი რევოლუციური სცენარებისგან

სცენარებისგან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ევროპის აუდიტორთა დასკვნაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გრანტების კანონში შესატანი ცვლილებები, რა თქმა უნდა, უზ...

ნინო წილოსანი