5-7-მა პოლიციელმა, ეს უგონოდ მთვრალი კაცი სცემა, აგინეს, დაასისხლიანეს... მეც რამდენიმე ადამიანი საკმაოდ დიდი ხანი  მირტყამდა - გიორგი არობელიძე

ჟურნალისტი გიორგი არობელიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ბათუმში ერთ-რთი ღამის ბარიდან გამოსვლის შემდეგ ჩხუბს შეესწრო, რის შემდეგაც პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა მთვრალი კაცი, რომელსაც კონფლიქტთან შეხება არ ჰქონია. 

ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ უგონოდ მთვრალი კაცის გამოსარჩლების გამო მოხვდა ბათუმის მეექვსე განყოფილებაში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. გიორგი არობელიძის ინფორმაციით, მომხდარის გამო, უკვე მიმართა სახეელმწიფო ინსპექტორის სამსახურს რეაგირებისთვის.

მის ფეისბუკის პოსტს, უცვლელად გთავაზობთ.

"ეს ბათუმის მეექსვე განყოფილებაა. ქალაქში ბევრმა იცის, რომ აქ ადამიანებს სცემენ.

გუშინ წინ, ერთ-ერთი ბარის წინ ვიდექი მეგობრებთან ერთად.  ჩხუბი ატყდა, ერთ უგონოდ მთვრალ კაცს მთელი ბარი ეჩხუბებოდა. ჩხუბის დაწყების მიზეზი არ ვიცი. ვცადეთ გაშველება, მაგრამ არ გამოვიდა. ეს კაცი უკვე ძირს ეგდო, რამდენიმე პოლიციელი რომ მოვიდა.

ბარში მყოფმა ხალხმა,  აიი, ეს კაცია დასაჭერიო. პოლიცია მივიდა ამ მთვრალთან, მოკიდა ხელი და წაათრია განყოფილებისკენ, რაზეც მე და ჩემი მეგობრები აღვშფოთდით, მოვუწოდებდით პოლიციას, დაენებებინათ უგონოდ მთვრალი, გალახული ადამიანისთვის თავი. წვნიანი დაალევინეთ თუ მაინცდამაინც თქო -  ეს იყო ჩვენი ოფიციალური პოზიცია.😃  ამ ძიძგილაობაში მეც მომკიდეს ხელი და შემიყვანეს ამ კაცთან ერთად განყოფილებაში.

5-7-მა პოლიციელმა, ეს უგონოდ მთვრალი კაცი სცემა, აგინეს, დაასისხლიანეს, მეთქი ოეე რას აკეთებთ ხალხოო, 2012 წლის მონაპოვარს რას უშვებით :დ ეს ვაბშე ვინააო ამდენს რო ბედავსო და ჩემზე გადმოერთნენ. მე დაზიანებები არ მაქვს, გაშლილ ხელს მირტყამდნენ თავში. ეს არ იყო ერთი ადამიანის მიერ ერთი მოქნევა, რამდენიმე ადამიანი საკმაოდ დიდი ხანი  მირტყამდა. მერე ისევ ამ კაცს მიუბრუნდნენ.

გარეთ ნათიას, რატის და მეგობრებს ესმოდათ შიგნიდან გასული ხმები. ცდილობდნენ ჩემთან დაკავშირებას, შიგნით მოსაცდელში შემოსვლას ამ ამბების დროს რატიც დაიჭირეს და  შემოიყვანეს. რატიც გალახეს. ნათია გადაურჩა ამ ამბებს. გოგოს დაჭერა არ გვინდაო, შიგნით მოითათბირეს.

ეს კაცი მერე კაპეზეს ეზოში შემხვდა, დასისხლიანებული სახით. გადმოყვანის დროს მანქანაში კიდე მცემესო.

ბევრად უფრო საზარელი სურათი იყო სინამდვილეში, ვიდრე აქაა აღწერილი. გულწრფელად, რაც ვნახე და რაც გადამხდა, ეს დღეს თუ შეიშლებოდა მომხდარიყო, არ მეგონა.

მეექვსე განყოფილებაში, ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა. ალბათ სხვაგანაც.

კაპეზედან სასამართლოში რო მოვყავდი, რამდენიმემ გამაფრთხილა, ხო იცი სასამართლოში რაც უნდა ილაპარაკო, თორე მოგიწევს უკან დაბრუნებაო. ჰოდა ასე აშინებენ გალახულ ხალხს და წლებია ხალხის დასისხლიანემამდე ცემის პრაქტიკას ყოველდღიურად იყენებენ ჯიგრები.

ის კაცი, რომელიც ძალიან სცემეს არ ვიცი რას იზამს, რამდენად ილაპარაკებს იმ ღამეზე, მაგრამ აგერ ვლაპარაკობთ ადამიანები, რომლებიც გვცემეს პოლიციის განყოფილებაში და ვითხოვთ ამ ტიპების პასუხისგებაში მიცემას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მივმართეთ, არ ვიცი რა გამოვა, თუ სათვალთვალო კამერებზე არაა ჩაწერილი ეს ამბები, ალბათ ვერაფერს დავამტკიცებთ და გაგრძელდება ყველაფერი ძველებურად.

ამ დროს რა უნდა ვქნა არ ვიცი, რაც მოვიფიქრე ისაა, რომ აი საჯაროდ ვყვები ამ ამბავს. იცოდეთ, რომ აქ ჯალათები მუშაობენ",-წერს, ჟურნალისტი, გიორგი არობელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ბინაში არსებულმა საეჭვო სიჩუმემ ამაფორიაქა, დავურეკე ქალიშვილს, მაშინ ტელეფონის ხმა გაისმა აბაზანაში, ლამის ადგილზევე წავიქეცი!

🔵"მიხეილ სააკაშვილს უჭირს გადაადგილება, ძალიან მოსწონს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა" - გიული ალასანია

🔵სამარცხვინო და სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში პატრიოტიზმი დასჯადი გახდა - გოგოლა კალანდაძე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1738321972

მსოფლიო

საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი მეორედაც ვერ აირჩია

საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი მეორე მცდელობაზეც ვერ აირჩია. ამის შესახებ Ekathimerini იტყობინება. კონსერვატიული მთავრობის კანდიდატმა ტასულასმა 160 ხმა მიიღო. მას 40 ხმა დააკლდა, რადგან გამარჯვები...

საბერძნეთის პარლამენტ

1738320362

ახალი ამბები

მალხაზ ურთქმელიძე: მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება, მოვუწოდებთ, შეწყვიტოს შიმშილობა

„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში“, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უ...

მალხაზ ურთქმელიძე

1738317324

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა თბილისის ყინულის არენა გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და სპორტის მინისტრებთან ერთად, თბილისის ყინულის არენა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრ...

თბილისის ყინულის არენა

1738316052

მსოფლიო

„ჰამასი“ ისრაელის საჰაერო იერიშის შემდეგ სამხედრო მეთაურის გარდაცვალებას ადასტურებს

ალ-კასამის ბრიგადებმა, ჰამასის სამხედრო ფრთამ, დაადასტურა მათი მეთაურის მუჰამედ დეიფის და მისი მოადგილის მარვან ისას გარდაცვალება. ამის შესახებ Reuters იტყობინება. გასული წლის აგვისტოში ისრაელის სამხე...

მეთაური

1738314200

საქართველო

პრემიერი: თუ დასრულდება უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში რასაც ვხედავთ, ჩვენ განვაახლებთ მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა, ამ ეტაპზე ამის ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ

„თუ დასრულდება ის უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში, რასაც ვხედავთ, ჩვენ განვაახლებთ ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ამ ეტაპზე ამის ვერავით...

ირაკლი კობახიძე