65 წლის პენსიონერს, რომელიც ბავშვებზე, მათ შორის ნათლულზე სექსუალურად ძალადობდა, 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

უმძიმესი ამბის კიდევ უფრო მძიმე გაგრძელება – სკოლის მოსწავლეებზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული 65 წლის მამაკაცი დღეს სასამართლომ ციხეში ათი წლით გაუშვა.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის ერთ-ერთი უბანში, მამაკაცი სექსუალური ხასიათის დანაშაულს ერთდროულად რამდენიმე არასრულწლოვანის მიმართ ჩადიოდა.

თბილისში მომხდარი საზარელი დანაშაულის ყველა დეტალი “პირველებმა” გაარკვია. ირკვევა, რომ 65 წლის პენსიონერი  სამ სკოლის მოსწავლეზე  სისტემატურად სექსუალურად ძალადობდა. მსხვერპლთა შორის, ერთ-ერთი დაკავებულის ნათლულია.

ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი 10 წლის გოგონა გახდა, რომლის ოჯახი ბრალდებულისგან  ბინას ქირაობდა.

საქმის მასალებით დგინდება, რომ პენსიონერი სკოლის მოსწავლეზე ორი წლის განმავლობაში ძალადობდა.

65 წლის მამაკაცის მიერ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის დაზარალებულის სტატუსი აქვს კიდევ ერთ არასრულწლოვანს.  13 წლის მსხვერპლი პენსიონერის ნათლულია. ირკვევა რომ კაცი ბავშვზე სექსუალურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა.

პენსიონერს ციხეში 10 წლის გატარება მოუწევს, თუმცა ის ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

წყარო: ტვ პირველი

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ცრურწმენები და მათი წარმოშობის ისტორიები

🔵როგორც უკრაინის მოქალაქე, მე ამით ვამაყობ... - რა წერია მიხეილ სააკაშვილის მორიგ მიმართვაში

🔵საბერძნეთში, მამამ ვერ გაუძლო სირცხვილს, რომელსაც მისი ვაჟის გამო განიცდიდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741268879

მსოფლიო

„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან  დღესაც  ხელი მოაწე...

დონალდ ტრამპი

1741267873

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მ...

მაკა ბოჭორიშვილი

1741266370

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7858 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი

1741264392

მსოფლიო

ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მყოფი 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მცხოვრები 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. საუბარია იმ უკრაინელებზე, რომლე...

უკრაინის მოსახლეობა

1741261938

მსოფლიო

პუტინმა აშშ-ში რუსეთის ახალ ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში ახალი ელჩი, ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთს ელჩი ამერიკაში 2024 წლის ოქტომბრიდან არ ჰყავდა. 18 თებერვალს საუდის არა...

ალექსანდრე დარჩიევი