80 მილიონის ჯიპები იყიდეს, დაასეირნებენ სიდედრებს, სიმამრებს - შალვა ნათელაშვილი მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, შალვა ნათელაშვილმა, „ფორმულას“ ეთერში მისთვის უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის შესახებ ისაუბრა.
„მეტი რით დაგიმტკიცოთ, რომ არაფერი არ მინდა, გარდა ამ ქვეყნის და ხალხის ბედნიერებისა. ერთადერთი დეპუტატი ვარ დედამიწაზე, რა გავაკეთო. სუსის ორ აგენტს, ელისაშვილს და იოსელიანს რომ დაუთვლია, თითქოს 5 მილიონი წავიღე სახლში, ეს არის ბოლო 30 წელში დამლაგებლებისთვის გაცემული ხელფასი, წყალზე, შუქზე, გაზზე ოფისისთვის გადახდილი გადასახადი, ყარაულის ხელფასი, ეს არის აპარატის ხელფასი და დაწერეს, რომ ყველაფერი მე წავიღე.
ვერაფერი გამოიგონეს, გარდა ცილისწამების, ხელფასის და სახლის, სადაც გავიზარდე. ამათ რა უნდა ელაპარაკო. ჩემი ხელფასი პარლამენტში უდევთ და ჭამენ. 80 მილიონის ჯიპები იყიდეს, დაასეირნებენ სიდედრებს, სიმამრებს, მეგობრებს“- განაცხადა ნათელაშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას, რადგან მისი პარტიაა ერთადერთი, რომელიც ივანიშვილის ჰარმონიას არღვევს.
„ჩემთვის უფლებამოსილების შეწყვეტას კომიტეტმა კი არ დაუჭირა მხარი, არამედ ბიძინა ივანიშვილმა. მისი იდეაფიქსია, რომ ლეიბორისტული პარტია პოლიტიკურ ასპარეზზე არ არსებობდეს. რადგანაც ჩვენ ვარღვევთ იდეალურ ჰარმონიას ქვეყნის უსამართლო სისტემაში, რომელიც ქვეყანაში დაამყარა ოლიგარქმა, სადაც ბატონობს ფული, ბატონობს ძალა, ბატონობს რეპრესია. ბატონობს მოგება მოსახლეობის 3%-სთვის, ხოლო 97%-ს არაფერი არ უნდა გააჩნდეს, გარდა ქვეყნიდან გაქცევისა, უმუშევრობის, უპენსიობის… ერთადერთი ამ წყობაში დისონანსი შეგვაქვს ჩვენ, ლეიბორისტულ პარტიას. ვერავინ ვერ წამოგვაძახებს, რომ ფული მოვიპარეთ, მსხვილი ოლიგარქია გვაფინანსებს, სპეცსამსახურის მიერ შექმნილი პარტია ვართ, როგორც ელისაშვილი და იოსელიანი, რომ დარბიან, ვითომ ოპოზიციონერები“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
კომენტარები
1741280979
მსოფლიოკიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს
უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება. ...
1741278600
ახალი ამბები„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...
1741275993
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...
1741274766
ახალი ამბები10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...
1741274219
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული
დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...