“აჭარაში 1938 წელს დახვრეტილების ნეშტს იკვლევენ, ნუ იტყვით საბჭოთა პერიოდზე, რომ კარგი დრო იყო”- რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური პოლონელების მიერ სამარხის გახსნის ფაქტს ეხმაურება, სადაც მასობრივი ტერორის დროს დახვრეტილი 29 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. გიგაური მიმართავს იმ ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდს აიდეალებენ და იმ დროის დაბრუნებას ნატრობენ:

"აჭარაში 1938 წელს დახვრეტილების ნეშტს იკვლევენ.
„პოლონელმა სპეციალისტებმა აჭარაში სრულად გახსნეს მასობრივი ტერორის მსხვერპლთა №6 სამარხი. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად სულ ნაპოვნია 29 ადამიანის ნეშტი“.

ნუ იტყვით საბჭოთა პერიოდის თბილისზე ან ტრამვაიზე ან ლაღიძის წყლების საბჭოთა პერიოდში გადაღებულ ფოტოზე: „რა კარგი დრო იყო“ ან „ნეტავ დაბრუნდებოდეს ის დრო“.
თქვენ საკუთარი თავი გენატრებათ და ნუ ინატრებთ იმ დროს. ის იყო საზიზღარი დრო, საშინელი დრო და ძალიან არ მინდა ის დრო დაბრუნდეს საქართველოში.
კიდევ ერთხელ, ის არ იყო კარგი დრო.

P.S. დიახ, დიახ! ეს დრო სჯობია! მიუხედავად იმისა, რომ „ამ დროში“ ჩვენი ქვეყანა ერთ ადგილზეა გაყინული და პროგრესი არ ხდება, მაინც სჯობს საბჭოთა დროს.და საქართველოც იმიტომ არის ერთ ადგილზე გაყინული, რომ სწორედ „საბჭოთა ტვინები“ - „საბჭოთა მეთოდებით“ მართავენ."

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741451878

საზოგადოება

პეტრე ცისკარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე: ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მივიღებთ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ხოლო იმ კონკრეტულ ძალებზე...

პეტრე ცისკარიშვილი

1741448456

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი გუდაურში მიმდინარე შეჯიბრებაზე: ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე

ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრ...

მარიამ ქვრივიშვილი

1741445968

საზოგადოება

პაატა სალია ოჯახური ღირებულებების კანონზე: ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ

ირიბად, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობას აღიარებენ, რადგან ითხოვენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს კანონი - მთავრობა ვერ გააუქმებს კანონს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლეს...

სალია

1741443176

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და ქალი

სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და...

ლევან მაჭავარიანი

1741442993

ახალი ამბები

სპორტის მინისტრი: სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა

სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. მინისტრი გუდაურში იმყოფება...

სპორტის მინისტრი