ადამიანებზე „ალცაიმერის“ საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა იწყება

„ალცაიმერის“ საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა, ადამიანებზე იწყება“, - ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

მცირე, I ფაზის კლინიკური კვლევა,თითქმის 20 წლის შემდეგ იწყება. კვლევაში მონაწილეობას მიიღებს 60-დან 85 წლამდე ასაკის 16 მონაწილე. მათ ვაქცინის ორ დოზას ერთი კვირის ინტერვალით გაუკეთებენ.

I ფაზის კლინიკური კვლევა პოტენციური ახალი მედიკამენტის უსაფრთხოებისა და დოზის დასადგენად შეიქმნა. თუ პროცესი, ისე წარიმართა, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ვაქცინის ეფექტურობის შესამოწმებლად ბევრად უფრო დიდი ტესტირება გახდება საჭირო.

საქართველოში ალცჰაიმერის გავრცელების ზუსტი სტატისტიკა არ მოიპოვება. მსოფლიოში  კი მილიარდამდე ადამიანს ნერვული სისტემის დისფუნქცია აღენიშნება. მათ შორის დაახლოებით 47 მილიონს სხვადასხვა წარმოშობის დემენცია, ჭკუასუსტობა აწუხებს. 

როგორ ამოვიცნოთ დაავადება საწყის სტადიაზე?

ალცჰაიმერის დაავადება არის დემენციის ერთ-ერთი სახე, რომლისთვისაც დამახასიათებელია მეხსიერებისა და აზროვნების დარღვევა. სიმპტომატიკა დროთა განმავლობაში მატულობს. რამდენიმე წელიწადში მეხსიერებისა და აზროვნების დეფიციტი იმდენად ღრმავდება, რომ პაციენტს უჭირს ისეთი მარტივი აქტივობების განხორციელებაც კი როგორიცაა: აზრის ჩამოყალიბება და დიალოგის წარმართვა, საკუთარ სახლში ოთახების მიგნება, დამოუკიდებლად დაბანა, ჩაცმა და სხვა.

დაავადების ყველაზე უფრო ადრეული სიმპტომია

ახლად მიღებული ინფორმაციის გახსენების სირთულე. პაციენტს როგორც წესი კარგად ახსოვს წარსული ამბები, თუმცა უძნელდება გაიხსენოს, თუ რა მიირთვა დილით საუზმეზე, ვინ იყო მასთან სტუმრად გუშინ ან რა საკითხზე საუბრობდნენ ნახევარი საათის წინ. დროთა განმავლობაში თავს იჩენს შემდეგი სიმპტომატიკა:

ჩვეული ყოველდღიური საქმიანობის შესრულების სირთულე. მაგალითად, პაციენტს ესაჭიროება მეტი დრო მისთვის ჩვეული საქმიანობის შესასრულებლად, უძნელდება თავი გაართვას მისთვის ნაცნობ ქმედებას, უჭირს მიიღოს მარტივი გადაწყვეტილებები. ანგარიშის უნარის დარღვევა. გართულებულია ფულადი ოპერაციების წარმოება, გადასახადების გადახდა, ნივთების შეძენა. ჯანსაღი და ლოგიკური აზროვნების შეფერხება
ხშირია არასწორი დასკვნები და შეცდომები. ინიციატივის დათრგუნვა. პაციენტი თანდათან კარგავს სურვილს წამოიწყოს ესა თუ ის აქტივობა. მაგალითად, პაციენტმა შეიძლება ვერ გაიხსენოს საკუთარი ოჯახის წევრების სახელები, სწორად ვერ გაიხსენოს თუ რამდენი შვილი ან შვილიშვილი ჰყავს და ა. შ. პაციენტმა შეიძლება ვერ მიაგნოს საკუთარ საცხოვრებელ ბინას და დაიკარგოს მისთვის კარგად ნაცნობ გარემოში, შეიძლება შორეულ წარსულში მომხდარი ფაქტები აღიქვას, როგორც ამჟამად მიმდინარე მოვლენები და სხვა.

შორსწასულ შემთხვევებში ვლინდება:

ჰალუცინაციები, ბოდვითი იდეები. თუმცა, არსებობს შემთხვევები ახალგაზრდა ასაკშიც. დაავადებისათვის დამახასიათებელია განუხრელი პროგრესირება, რასაც სამწუხაროდ ვერ აჩერებს თანამედროვე თერაპიული საშუალებებიც კი.

სპეციალისტების თქმით, ადეკვატური მკურნალობის პირობებში შესაძლებელია მხოლოდ დაავადების პროგრესირების შეფერხება, ანუ პროგრესირების ტემპის შემცირება. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 აზარტულ თამაშებში ჩართული ადამიანებისა და სუიციდის მსხვერპლთა რიცხვი საქართველოში საგანგაშო ნიშნულზეა

🔵 მოხუცის მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ “ბადანტე” და მისი მეგობარი მამაკაცი დააკავა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740982120

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...

ირაკლი კობახიძე

1740981935

მსოფლიო

მაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება

ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...

საფრანგეთს პრეზიდენტი

1740979239

ახალი ამბები

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...

საქართველოს პარლამენტი

1740978318

ახალი ამბები

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

 გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუ...

თოვლის საფარი

1740948853

საზოგადოება

საქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება

საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღნიშნავენ, ის ოფიციალურ დღესასწაულად ითვლება და სახელმწიფო დაწესებულებებისთვის დასვენების დღეა. 3 მარტს დედის დღის აღნიშვნის ინიციატივა, საქართველოს პირველ პრეზიდენტს...

დედის დღე