ადვოკატის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების მიუხედავად მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა არ შეწყვიტა

"მიხეილ სააკაშვილი კმაყოფილია, სტრასბურგის მიერ დროებით ღონისძიებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით", - ამის შესახებ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა, გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ექსპრეზიდენტის ადვოკატის ინფორმაციით, პატიმარი სააკაშვილი არ წყვეტს შიმშილობას და მოითხოვს ალტერნატიული კონსილიუმის შესვლას, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის და დააკვირდება.

"ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის კატეგორიული მოთხოვნაა, ალტერნატიულ კონსილიუმს მიეცეს საშუალება ჰქონდეს წვდომა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებულ დოკუმენტაციასთან, რომელიც ინახება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ასევე, ალტერნატიულ კონსილიუმს, ვიზიტის განხორციელების უფლება მიეცეს მიხეილ სააკაშვილთან შესასვლელად", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მხრივ არის სუსტად.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 42 დღეა შიმშილობს.

ამავე თემაზე:

🔴 "სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას" - იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

🔴 "სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით
 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740988176

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის - გაგვწირეს უცხოელებმა, „ენჯეოებმა“, ოპოზიციამ - ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია

უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავიანთი პოლიტიკური ღვარძლით,...

შალვა პაპუაშვილი

1740986829

მსოფლიო

CNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...

ტრამპი და პუტინი

1740983813

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება.  3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...

საქართველოს რკინიგზა

1740982120

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...

ირაკლი კობახიძე

1740981935

მსოფლიო

მაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება

ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...

საფრანგეთს პრეზიდენტი