"ამაშუკელს არ უცხოვრია პოეტის ცხოვრებით, ამიტომ მისგან ტერენტი გრანელის გამოყვანა არ გამოვა" - ზვიად კვარაცხელია

მწერალი, პუბლიცისტი, გამომცემლობა "არტანუჯის" მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია, პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელ ფეისბუკში ეხმაურება:

"რეზო ამაშუკელს არ უცხოვრია პოეტის ცხოვრებით, ამიტომ მისგან ტერენტი გრანელის გამოყვანა არ გამოვა.

მას იზიდავდა ძალაუფლება და პატივი, ხიბლავდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ჯანდაბაში გასტუმრება – ტრიბუნიდან, ხმამაღლა, ზოგჯერ სახიფათოდ, ზოგჯერ კი ღვარძლითა და უკიდურესი ცინიზმით.

„მე კომუნისტი კაცი ვარ, მაგრამ პატრიარქის დაკიდებული ჯვრით დავდივარ“ – მის პოეზიაზე აღმატებით საუბრისას ეს ორმაგი მორალიც არ დაგვავიწყდეს.

ეს ჩვენი საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის მემკვიდრეობაა, უბრალოდ რეზო ამაშუკელმა გაახმოვანა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პათოსითა და არტისტიზმით.

ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ რეზო ამაშუკელის ბიოგრაფიაში მოქკავშირის დამფუძნებელი ყრილობა და „გიხაროდენ” უფრო ბრწყინავს, ვიდრე მისი პოეზია.

თვითონ გადაწყვიტა ასე, მგონი ასე ერჩია თვითონაც", - წერს ზვიად კვარაცხელია.

აღსანიშნავია, რომ აწ გარდაცვლილი პოეტი ოპოზიციას მწვავედ აკრიტიკებდა, ხოლო ხელისუფლების სასარგებლოდ ხშირად წერდა სოციალურ ქსელში.  პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში 10 იანვარს, გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

🔳 "რეზო ამაშუკელის ერთი ლექსი მაინც თუ წაუკითხავს ამ კაცუნას? აფხაზავასნაირებმა ყუბანეიშვილი უნდა იკითხონ მხოლოდ" - ნინიკო მშვიდობაძე ლადო აფხაზავას აკრიტიკებს

🔳 "როგორც იესომ სიკვდილზე, შენ გაიმარჯვე ნაცებზე" - ერეკლე დეისაძემ რეზო ამაშუკელის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა

🔳 „მადლობა, ბატონო რეზო, რომ ამხელა კაცი არ უკადრისობდით ჩემთან დარეკვას, ხან შენიშვნის მოცემას, ხანაც მოსაზრების გაზიარებას“ - თეა წულუკიანი რეზო ამაშუკელს ემშვიდობება

🔳 "ნუ ლანძღავთ ხალხო, მე ფქვილში ამოგანგლული წისქვილის ვირთხა შემარქვა, მაგრამ მერე რა... ღმერთმა აცხონოს" - ვახო სანაია

🔳 "მე არ დამიწერია" - ლადო აფხაზავა გავრცელებულ კომენტარზე საზოგადოებას ბოდიშს უხდის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741871809

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელია და 2.7775 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7775 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი...

ვალუტის კურსი

1741869885

ახალი ამბები

სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საზღვარზე ოქროს ნაკ...

ოქროს ნაკეთობები

1741868890

მსოფლიო

ტრამპმა ევროკავშირს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მტრული და ტარიფებითა და გადასახადებით ბოროტად მოსარგებლე ორგანო უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მტრული და ტარიფებითა და გადასახადებით ბოროტად მოსარგებლე ორგანოა. „ევროკავშირი, მსოფლიოში ერ...

დონალდ ტრამპი

1741866661

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი და დეპუტატები 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

 პარლამენტის თავმჯდომარე შალვაპაპუაშვილი და პარლამენტის წევრები 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისდროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთიდანგადმოსვენებული პირების სამოქალაქოპანაშვიდს...

პაპუაშვილჯ

1741863341

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, გ...

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი