ევროკავშირი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას მიესალმება

ევროკავშირი მიესალმება რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას, უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების განახლებას და კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების აღდგენას. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

შეთანხმება 11 მარტს, საუდის არაბეთში ამერიკული და უკრაინული დელეგაციების შეხვედრაზე იყო მიღწეული.

„ეს მოვლენების პოზიტიური განვითარებაა. ეს უნდა გახდეს უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ახლა ბურთი რუსეთის მხარეზეა“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა X-ში.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირს სამშვიდობო მოლაპარაკებაში პარტნიორული როლის შესრულება შეუძლია.

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ევროპისა და ნატის ხელმძღვანელობას, რომ შემუშავებული იყოს უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო გარანტიების გეგმა, თუ მოხდება ცეცხლის შეწყვეტა.

აშშ-ს და უკრაინას შორის მოლაპარაკება საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში 11 მარტს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ კიევის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინა რუსეთთან 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას თანხმდება და ეს არა მარტო საჰაერო იერიშებს, არამედ ფრონტის მთელ ხაზს შეეხება. სანაცვლოდ აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება აღუდგინა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741768220

ახალი ამბები

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - „2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი“

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე კორუფციული დანაშაულისთვის მიხეილ სააკაშვილს 9...

მიხეილ სააკაშვილი

1741767337

ახალი ამბები

თბილისის მერია პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს

თბილისის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, დღეიდან 31 მარტის ჩათვლით,...

თბილისის მერია

1741765886

ახალი ამბები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ R...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

1741764667

ახალი ამბები

ცოლზე ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით, პატრულ-ინსპექტორი დააკავეს - რა ხდება ცნობილი?

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...

ააა

1741763589

ახალი ამბები

დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. აღნიშნული დანაშაულისთვის მას სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლომ ასევ...

პოლიტიკოსები