"აქციაზე, გივი სიხარულიძისგან 25 სანტიმეტრიანი დისტანცია დაიცავით, ეგეც მოდის" - ირინა სარიშვილი

"აქციაზე, ვინც მიდიხართ გივი სიხარულიძისგან 25სანტიმეტრიანი დისტანცია დაიცავით, ეგეც მოდის", - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი ირინა სარიშვილი მმართველი პარტიის მიერ დღეს დაანონსებულ აქციას.

როგორც სარიშვილი წერს, თავისუფლების მოედანზე მთავრობის აქციის მიზანი, პუტინის პირადი პატიმრის მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენაა.

"საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული 27 ოქტომბრის აქციის ერთადერთი მიზანია პუტინის პირად პატიმარზე, ციხეში უკვე 27–ე დღის მოშიმშილე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და ეს იმის ფონზე რომ მიხეილ სააკაშვილს პუტინის მარიონეტი ივანიშვილის მთავრობა უარს ეუბნება კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებაზე, რაც არც მეტი არც ნაკლები, მისი მკვლელობის მცდელობის ტოლფასია!

აქცია თავისი მიზნით და შინაარსით გახლავთ სადიზმის და ტირანიის აქამდე არნახული საჯარო გამოვლინება.

მოგმართავთ ყველას, ვინც ხვალ იქ წასვლას აპირებთ:

როგორც არ უნდა გაშინებდნენ, როგორც არ უნდა გიჭირდეთ, რაც არ უნდა გქონდეთ მიზეზი, ვინც არ ხართ ბოროტი, ნუ მიხვალთ ამ აქციაზე!

ყველა, ვინც აქციაში მონაწილეობას მიიღებს, ძალიან დიდი ბოროტების თანამონაწილე ხდება, რომელმაც შეიძლება სათავე დაუდოს შეუქცევად სამოქალაქო დაპირისპირებას და ამას ვერანაირი ახსნა ვერ დღეს და ვერც მომავალში ვერ ექნება!

მთავრობა უხმობს ბოროტებს – ეს იცოდეთ და ნუ გახდებით ამ ბოროტების თანამონაწილე, თუ არ ხართ ასეთები!

გთხოვთ!", - წერს ირინა სარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება გაიმართება. 

ამავე თემაზე:

🔵 დღეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება გაიმართება

🔵 შსს "ქართული ოცნების" დაგეგმილი აქციის გამო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

🔵 "არჩევნები უნდა ჩავატაროთ ემიგრანტებისთვის, რომლებსაც კიდია კონკრეტული სახელები და გვარები" - ნიკა გრიგოლია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741280979

მსოფლიო

კიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს

უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება.  ...

კიტ კელოგი:

1741278600

ახალი ამბები

„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...

 მაკა ბოჭორიშვილი

1741275993

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო

1741274766

ახალი ამბები

10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...

მოძრაობა

1741274219

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული

დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...

გიორგი გამსახურდია