"არ მინდა კიდევ ერთი ტრაგიკული ამბის მომსწრე გავხდე, თან როცა ვიცი, ეს ჩემი ქვეყნის სირცხვილი იქნება და არა სამართლიანობის აღდგენის აქტი! გადაიყვანეთ!!" - ნიკოლოზ რაჭველი

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართვას ავრცელებს.

"ყველაზე მეტად ვევედრები ღმერთს არ გამატარებინოს წუთისოფელი, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მტრობისგან, ზიზღისგან, სიძულვილისგან თუ შიშისგან ისე არ გავბოროტდე, რომ დავემსგავსო მათ ვისაც დღეს შეუძლიათ ადამიანურად მოქცევა და ამას არ აკეთებენ…

#გადაიყვანეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!", - წერს ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუკში.

რაჭველის ფეისბუკ პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:

"გადაიყვანეთ ფსიქიატრიულში", - დაწერა ერთ-ერთმა ფეისბუკმომხმარებელმა კომენტარის სახით.

"რატომ გადაიყვანონ ნიკა? ვინმე აძალებს შიმშილს? არა! ე.ი. სააკაშვილის მხრიდან ადგილი აქვს შანტაჟს! შანტაჟისტობა აუტანელია!", - დაწერა კიდევ ერთმა ფეისბუკმომხმარებელმა.

მოგვიანებით ნიკოლოზ რაჭველმა მათ კომენტარს უპასუხა:

"ვრცელი პასუხი მაქვს, შევეცდები ხვალ მოვუყარო თავი აზრებს, გულწრფელად განვიცდი თითოეული მსხვერპლის ტრაგიკულ ამბავს, მაგრამ ამავე დროს არ მინდა კიდევ ერთი ტრაგიკული, და ამავე დროს მსოფლიო მასშტაბით გაშუქებული ტრაგიკული ამბის მომსწრე გავხდე, თან როცა ვიცი რომ ეს ჩემი ქვეყნის სირცხვილი იქნება და არა სამართლიანობის აღდგენის აქტი! ამ მოცემულობაში ყველაფრის გათვალისწინებით სრულიად სამარცხვინო კომენტარია!!!", - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. იგი ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა, გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს.

ამავე თემაზე:

🔲 "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტი გრძელდება - აქციები დედაქალაქსა და რეგიონებში გაიმართება

🔲 მიხეილ სააკაშვილი ლოგინიდან ვერ დგება - პირადი ექიმი

🔲 "პაციენტის მართვა ექიმების და არა პოლიტიკოსების საქმეა" - რატი ბრეგაძის მამა ნიკოლოზ სააკაშვილს პასუხობს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740983813

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება.  3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...

საქართველოს რკინიგზა

1740982120

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...

ირაკლი კობახიძე

1740981935

მსოფლიო

მაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება

ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...

საფრანგეთს პრეზიდენტი

1740979239

ახალი ამბები

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...

საქართველოს პარლამენტი

1740978318

ახალი ამბები

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

 გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუ...

თოვლის საფარი