"არჩევნები მოიპარეს და ეს ძალიან მტკივნეულია, მაგრამ შეიძლება დავკარგოთ მიშას სიცოცხლეც" - ლიზა იასკო

უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
მან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს ციხეში 20 კილოგრამი აქვს დაკლებული.
მისი თქმით, უკრაინის პოზიციაა სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდეს, მაგრამ ბევრია დამოკიდებულები ქართულ ხელისუფლებაზე.
ლიზა იასკომ საქართველოში ორი დღის წინ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნები მოიპარეს.
"ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, არჩევნები მოიპარეს და ეს ძალიან მტკივნეული და უსამართლოა, მაგრამ თუ ბრძოლა არ გაგრძელდა, ნამდვილად შეიძლება დავკარგოთ მიშას სიცოცხლეც.
ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, რომ ის ყოველდღიურად მძიმდება და ესაჭიროება ხარისხიანი სამედიცინო დახმარება სამოქალაქო კლინიკაში. ეს არ შეიძლება, რომ იყოს გლდანის კლინიკა. საჭიროა პრეზიდენტის გათავისუფლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.იმ მოვლენებზე, რაც ახლა ხდება, ეს არის ქართული მხარის პასუხისმგებლობა"- განაცხადა იასკომ.
როგორც იასკო აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 32-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
🔵 "სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანით, იქ მუდმივი ქაოსი იქნება" - ირაკლი ღარიბაშვილი
1741192578
მსოფლიომედვედევი ზელენსკიზე: შეუმდგარმა ფიურერმა ოვალურ კაბინეტში ტრამპს ნერვები მოუშალა, ამერიკელებმა კი მისი დემონსტრაციული დასჯა გადაწყვიტეს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „შეუმდგარი ფიურერი“ უწოდა. „შეუმდგარმა ფიურერმა ტრამპსა და მის გუნდს ოვალურ კაბინეტში ნერვებ...
1741191437
მსოფლიოფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ც...
1741186636
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები
ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ს...
1741186447
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება
იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფე...
1741185730
სპორტისაქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...