"ბავშვებზე მზრუნველობა ნონას ძმამ აიღო, რომელსაც, ასევე 2 შვილი ჰყავს. გვერდში დავუდგეთ ამ ოჯახს " - ქმრის მიერ მოკლული ნონა ჭაბაშვილის შვილები საზოგადოებისგან დახმარებას საჭიროებენ

ქმრის მიერ მოკლული ნონა ჭაბაშვილის შვილები საზოგადოებისგან დახმარებას საჭიროებენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა მიმართვა, სადაც აღნიშნულია, რომ - ბავშვებზე მზრუნველობა მოკლული ქალის ძმამ აიღო.
"მოგესალმებით, მეგობრებო!
ყველა გაიგებდით ლაგოდეხში მომხდარ შემზარავ ამბავს, ჩვენი ნონა ჭაბაშვილის შესახებ.
ყოფილმა მეუღლემ სიცოცხლეს გამოასალმა და 3 ანგელოზი დააობლა, 3 დედაზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი.
ბავშვებზე მზრუნველობა ნონას ძმამ აიღო, რომელსაც, ასევე 2 შვილი ჰყავს.
ისინი ერთდროულად 5 შვილის მშობლები გახდნენ.
მოგეხსენებათ რამდენი რამ სჭირდებათ ბავშვებს.
სამწუხაროდ, ჩვენ დედიკოს ვეღარ დავუბრუნებთ პატარა ანგელოზებს, მაგრამ მინდა მოგმართოთ თხოვნით, ვისაც რისი შესაძლებლობა და საშუალება გვექნება ფინანსურად, სულ მცირედითაც კი, გვერდში დავუდგეთ ამ ოჯახს და ვაგრძნობინოთ ჩვენი მხარდაჭერა.
ნონას ბიჭებისთვის - საბანკო რეკვიზიტი თიბისი ბანკი:
#GE72TB7511445061100013მიმღები დავითი ჭაბაშვილი (ნონას ძმა)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ქალი ყოფილმა მეუღლემ ჯერ მოკლა, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა. ტრაგიკული შემთხვევა ლაგოდეხში 15 იანვარს მოხდა. მომხდარი მალევე შეფასდა უბედურ შემთხვევად. თუმცა, მოგვიანებით ერთი პირი დააკავეს, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობა ედება. მეზობლების ვერსიით, კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გაგუდა, ბავშვები სახლიდან წაიყვანა, კვალის დაფარვის მიზნით კი ბუნებრივი აირი გაუშვა.
სხვა სიახლეები:
🔳 ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა, შემდეგ კი სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა
🔳 „რუსთავი 2“-მა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემების „პრაიმშოუ” და „ნოესთან” ფორმატი დააკოპირა?
1741810492
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განაცხადის შეტანას
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა უცნაურად დადგა დღის წესრიგში, იყო ძალიან დიდი ზეწოლა, გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, როდესაც არ ვიღებდით ამ წინადადებას და არ ვემორჩილე...
1741810419
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: „დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად განადგურებაში
„დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში. პრემიერის თქმით, ისინი წავიდნენ ვა-...
1741808670
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთო...
1741808637
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე
როცა საუბარია deep state-ზე, იგივე “გლობალურ ომის პარტიაზე”, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, - განაცხადა საქ...
1741808601
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველანაირი მოვლენის განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა
ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მ...