“ჩვენ ვართ ქვეყანა მეხსიერების გარეშე… ქვეყანა, სადაც ბავშვებისთვის სამკურნალო თანხები ემიგრანტების შესაგროვებელია” - ნანა მახარაძე

9 აპრილის სიმბოლო, გოგონა იური მეჩითოვის ცნობილი ფოტოდან, მარი ნანა მახარაძე, რომელიც წლებია იტალიაში, ემიგრაციაში ცხოვრობს, დღევანდელ მოვლენებს ეხმაურება და საკუთარ ფეისბუკგვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"ჩვენ ვართ ქვეყანა მეხსიერების გარეშე... თუ არ გვაქვს მეხსიერება, არ გვაქვს  ისტორიაც ... ვიმახსოვრებთ ფრაგმენტებს, კადრებს, მომენტებს, მოგონებებს და მეხსიერებიდან უახლესი წარსულის წაშლით, ვამახინჯებთ მათ... ვატრიალებთ ისე როგორც გვაწყობს, თავს ვიმართლებთ ,,წინსვლით,, რომელიც ისევ ადგილზე დგას და იტკეპნება. ქვეყანა რომ ზრუნავდეს საკუთარ ისტორიაზე, საკუთარ მეხსიერებაში-მივხვდებოდით, რომ რეჟიმები ,,არსაიდან,, არ წარმოიქმნება... იგი წარსულის მეტასტაზებია, რომელსაც მშვენივრად იყენებს სათავეში მოსული ყოველი ახალი ,,კაცი,, იგივე ცინიზმით  გულგრილობით და მორალური სტრესით. ქვეყანა, სადაც  ქართველები ერთმანეთს ეჯიბრებიან მოედნების გავსებაში... სადაც ბავშვებისთვის სამკურნალო თანხები ემიგრანტების შესაგროვებელია... სადაც მოხუცები და პენსიონერები ,,ბუნკერებში,, ეძებენ შველას...(ნურავინ შემეკამათოს,უამრავს ვიცნობ). სადაც ფიქრობენ, რომ ,,ექიმები კლავენ,,... სადაც მხოლოდ პატიოსანი შრომის საფასურია ,,უფასო,,... სადაც პრიორიტეტებს ისე ცვლიან, როგორც ბანერებს... სადაც არ ყვირიან და არ იბრძვიან სამუშაო ადგილებისთვის, განათლებისთვის, საკუთარი ტერიტორიებისთვის... ქვეყანა, რომელმაც ოცდაათი წელია ,,სხვისი საჯდომებისთვის ,,საკუთარი მოქალაქეები გაყო და ერთმანეთს გადაკიდა... ეს ქვეყანაა ჩვენი სახელმწიფო ... ეს ქვეყანაა ჩვენი სამშობლო... ხო და როგორც თამაზ ჭილაძე იტყოდა:”...ღმერთს, მაინცდამაინც, არ უყვარს საჩუქრების დარიგება და თანაც მისი საჩუქრები ყოველთვის უცნაურობით გამოირჩევა. მაგალითად, გაჩუქებს უდაბნოს ან სალ კლდეებს, დაარქმევს მას შენს სამშობლოს და არ არსებობს ქვეყნად რაიმე, თუნდაც, სამოთხე, რომელზედაც ამ უდაბნოსა და სალ კლდეებს გაცვლი, თუკი, რასაკვირველია, მართლაც გესმის ღმერთის საჩუქრის მნიშვნელობა”.... ან მივხედავთ ჩვენ სამშობლოს, ან მისგან არც ქვეყანა და აღარც სახელმწიფო დარჩება..."

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744218479

ახალი ამბები

ლაიმა ანდრიკიენე: ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი ძალიან გაუმჭვირვალეა. სრული სურათი საკმაოდ დაბურულია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია სანდო არ არის

 ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი ძალიან გაუმჭვირვალეა. სრული სურათი საკმაოდ დაბურულია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია არც გამჭვირვალეა და არც სანდო, -...

ლაიმა ანდრიკიენე

1744217066

საზოგადოება

ბორის ჩელე ყურუა: დღეს ხალხს რწმენა არ აქვს. არავინ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ უახლოეს მომავალში თუ არჩევნები დაინიშნება, ჩვენ მაგ არჩევნებს მოვიგებთ იმიტომ, რომ არ ვართ კარგ ფორმაში

 „რწმენა უნდა შეგვექმნა ადამიანებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესში, რომ ჩვენ მზად ვართ იმ შედეგისთვის, რომელსაც თქვენი პროტესტი მიაღწევს. დღეს, ამ ხალხს ეს რწმენა არ აქვს“ - განაცხადა ბ...

ბორის ჩელე ყურუა

1744214833

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: ბრიუსელში არსებულ „დიფ სთეითს“ სურს შუა დერეფანი საქართველოდან აკონტროლოს, ამიტომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში თავისი აგენტურის დაბრუნებას ცდილობს

 „დღევანდელ ბიუროკრატიას ევროკავშირში ერთადერთი მიზანი აქვს - საქართველოს ხელისუფლებაში თავისი აგენტურა ჰყავდეს“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, ბრი...

პოლიტიკოსი

1744212087

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე - ბატონი ალიევის განცხადება არის დასტური, რომ მსოფლიოში ძალიან ადეკვატურად აღიქვამენ იმ პროცესებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს

„პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადოთ აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელ ხალხს იმისათვის, რომ ისინი დგანან საქართველოს გვერდით ყველაზე რთულ მომენტებშიც“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1744211066

საზოგადოება

ნინო ჯღარკავა ნანუკა ჟორჟოლიანს: ჩვენ არც ჯალათები ვართ, არც ჯალათის ცოლები, არც ხალხი გაგვიტყავებია და თქვენსავით ხალხის გაუბედურებით მილიონები არ გვიშოვია - 9 აპრილიც ჩვენია, 26 მაისიც და 2012 წლის 1 ოქტომბერიც, არ აგარევინებთ!

„ჯგუფ "დაიტოვეში", ნაზონდერალმა ნანული ჟორჟოლიანმა გასცა ბრძანება; ხედავთ ხომ, როგორ ცდილობენ ჩვენს დატერორებას და წყობიდან გამოყვანას“, - წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანებ...

ააა