დაიცავით დოზა, თორემ შესაძლოა წამალი, საწამლავად იქცეს - ექიმის რჩევები
"dosis facit venenum" - ანუ ზომა-წონის დეტერმინიზმი
"დოზა ქმნის შხამს" - ნამდვილად ასეა და პირველ რიგში მედიცინაში.
რამდენიმე მაგალითი:
•გულის კუნთის ინფარქტის დროს ვენაში გაკეთებული 5-10 მგ მორფინი საოცრებას მოახდენს - მოგიხსნის გაუსაძლის ტკივილს, შიშს, პანიკას, ჰაერის უკმარისობას, განტვირთავს გულის preload-ს, დასწევს მაღალ წნევასაც და ამგვარად შეამცირებს ჟანგბადის მოხმარებას.
აი, უინფარქტოდ ვენაში გაკეთებული ამ დოზის 2-3 ჯერ მეტი, შეიძლება შენი სამუდამო ძილის მიზეზი გახდეს, მით უმეტეს განსაკუთრებული ჯგუფის ადამიანებში!
• ესციტალოპრამის 5 მგ შეამცირებს შენს პანიკურ შეტევებს, მაგრამ იგივე ესციტალოპრამის 20 მგ დიდი ალბათობით თავად გამოიწვევს პანიკურ შეტევას.
• თვეში რამდენჯერმე მიღებული ციტრამონი გაგიყუჩებს თავის ტკივილს, ყოველ (მეორე) დღეს მიღებული იგივე წამალი, მალე თავად გახდება შენი თავის ტკივილის მიზეზი.
• ხანგრძლივი, მაღალი დოზით, ხშირად არამიზანშეწონილი ანტიბიოტიკის მოხმარება თავად იწვევს ინფექციას. სოკოვან ინფექციას არ ვგულისხმობ (ეს ბანალური და ბუნებრივია). არა, ბაქტერიულ ინფექციაზე ვლაპარაკობ!
• ანტიარითმიული პრეპარატების დიდი ნაწილი დოზის მინიმალური შეცვლით იწვევს (სერიოზულ) არითმიებს.
ასევე - ნუ მიიღებთ საქართველოში ძალიან ტრენდული კორდარონი/კორდარექსი (შემცველი ნივთიერება: ამიოდარონი) თვითნებურად, ან მეგობრის რეკომენდაციით!რადგან ეს არის ძალიან კომპლექსური და ხანგრძლივმოქმედი ანტიარითმიული პრეპარატი, აქვს გავლენა სხვა ორგანოებზეც (ფარისებრი, ფილტვი...), რომლის დანიშვნაზე სახლის პირობებში კარდიოლოგიც ორჯერ დაფიქრდება.
შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო ჩამოთვლა, მაგრამ არსი ერთია:
მედიკამენტის დოზა წყვეტს, ეს მედიკამენტი დაგეხმარება, გიმკურნალებს თუ გავნებს, თუ მოგკლავს!
გთხოვთ, ძალიან ფრთხილად იყავით წამლის დოზების თვითნებურად ცვლასთან!
თუ სხვის მაღალ წნევას კარგად აკონტროლებს 10 მგ ამლოდიპინი, ან ნიფედიპინი, თქვენ შეიძლება 10 მგ ნიფედიპინმა ისე დაგიგდოთ წნევა, რომ გონება დაკარგოთ! ან სწრაფად, რადიკალურად დაწეული წნევის გამო გახდეთ იშემიური ინსულტის მსხვერპლი და დაკარგოთ ბევრი ნევროლოგიური ფუნქცია. არადა, რომ დაგეწყოთ ექიმის მიერ დანიშნული ამლოდიპინი თავიდან 2,5 მგ დოზირებით, ეს არ დაგემართებოდათ!
მედიკამენტის დოზა, როგორც ხედავთ, ძალიან ხშირად ძალიან ინდივიდუალურია.
ჩემი მიზანი არ არის თქვენი შეშინება,
პირიქით!
მინდა გაგიზიაროთ ის ელემენტარული სამედიცინო და ფსიქოლოგიური ინფორმაცია, რომელიც დაგიცავთ საზიანო შეცდომებისგან და პარალელურად მეტ ცოდნას მოგცემთ საკუთარ ორგანიზმზე.
dosis facit venenum - პარაცელსუსის ეს ლაკონიური ტრიოლი, არ ეხება მხოლოდ ფარმაკოლოგიურ დოზირებას:
ბედნიერება, წარმატება, ჯანმრთელობა, ოპტიმიზმი, კარიერა, სიყვარული, თავისუფლება ... ეს ყველაფერიც სწორი დოზირების ურჩ კანონს ემორჩილება და მხოლოდ სათანადო დოზით ავლენს საუკეთესო და სასურველ ეფექტს ⚖
ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!
თქვენი ჰაუსი - მედიცინა და ფსიქოლოგია
1736432411
მსოფლიოპუტინი აცხადებს, რომ საახალწლო არდადეგებზე მუშაობა არ შეუწყვეტია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საახალწლო არდადეგების დროს ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა. როგორს რუსული მედია წერს, პუტინი ვიდეოკონფერენციის საშუალებით რუსეთის მ...
1736431163
ახალი ამბები„ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან რუსეთთან ესკალაცია მოითხოვეს“ - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ, ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან...
1736428594
მსოფლიო„ხალხი მიხვდება, რომ ეს ნამდვილად არის გარე ძალების სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ხალხის დაშლას“ - რუსეთის პატრიარქი
რუსეთის პატრიარქმა კირილმა ტელეკომპანია Rossiya 1-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ბევრი იტანჯება კონფლიქტით და სურთ მშვიდობა რაც შეიძლება მალე, მაგრამ ეს უკრაინის ხელისუფლების პოლიტი...
1736428384
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8367 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8395 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1736427835
ახალი ამბები„საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს ორი მიზანი, ერთი არის სამართლებრივი შეფასება და მეორე, ვისაც დავიწყებული აქვს, შევახსენოთ, რეალურად რას ნიშნავს რეჟიმი“ - ლევან მაჭავარიანი
საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს ორი მიზანი. ერთი არის სამართლებრივი შეფასება და რა თქმა უნდა, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს ის მართლაც სისხლიანი 9 წელი, რომელიც საქართველომ გამოიარა, სადაც ხდებოდა სისტემუ...