„ძალიან არ მინდა გადაცემის შეჩერება დავუკავშირო მუქარებს, რაც „ალტ-ინფოს“ ლიდერებისგან მოდიოდა“ - იმედა დარსალია

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკვირაო გადაცემა „ახალი კვირა“ დახურა. გადაცემას და მის ჟურნალისტებს ძალადობრივი დაჯგუფება „ალტ-ინფო“ ემუქრებოდა.
როგორც გადაცემის წამყვანი იმედა დარსალია ამბობს, კითხვები აქვს, თუმცა პასუხები ჯერ არ მიუღია.
„ძალიან არ მინდა გადაცემის შეჩერება დავუკავშირო მუქარებს, რაც „ალტ-ინფოს“ პარტიის ლიდერებისგან მოდიოდა. მე „ახალი კვირის“ წამყვანი აღარ ვარ. ცოტა მეცინება, ისეთი გადაცემა გაჩერდა, რომლითაც პარლამენტის ტრიბუნიდან ამაყობდა ბორდის თავმჯდომარე. მაქვს კითხვები, მაგრამ ჯერ პასუხები არ მიმიღია, ერთადერთი, რაც გვითხრეს, ამ გადაცემამ ამ ფორმატით თავისი თავი ამოწურაო.“. - ამოს იმედა დარსალია ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემა „ახალი კვირის“ ფორმატს ცვლის. ინფორმაცია გადაცემასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე „პუბლიკას“ მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ დაუდასტურა.
„გადაცემა, სავარაუდოდ, გაზაფხულის სეზონზე დაბრუნდება ბადეში. ახალი ფორმატისთვის პილოტებზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს და რეორგანიზაციის დასრულებამდე ვერ პასუხობს კითხვებს – როგორი იქნება ახალი გადაცემა? იქნება თუ არა წამყვანი იგივე? იმუშავებს თუ არა გადაცემაზე იგივე ჯგუფი.“ - უთხრა „პუბლიკას გვიმრაძემ.
ცნობისთვის, გადაცემის ერთ-ერთ ჟურნალისტს ქეთი თუთბერიძეს ანტიდასავლურ პროპაგანდაზე მომზადებული სიუჟეტების გამო ძალადობრივი ჯგუფების, „ალტ ინფოს“ წევრები რამდენჯერმე დაემუქრნენ.
2018 წელს 25 დეკემბერს მას პრორუსულ პროპაგანდაზე მომზადებული სიუჟეტის გამო ულტრანაციონალური მოძრაობის წევრი თორნიკე ვაშაკიძე ფიზიკური ანგარიშსწორებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს კი მოლოტოვის კოქტეილების სროლით დაემუქრა. 2021 წლის 26 დეკემბერს თუთბერიძე ალტ-ინფოს წევრებმა აქციაზე ალყაში მოაქციეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.
ასევე საინტერესოა:
🔵 ლუჰანსკში სეპარატისტების ნასროლი ჭურვი საბავშვო ბაღს დაეცა
🔵 „ოპოზიციას ირაკლი კობახიძის ბევრად უფრო ეშინია, ვიდრე ბიძინასი“- არჩილ გამზარდია
1741253103
მსოფლიოილონ მასკი - სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშვება, დიდი მასშტაბის თაღლითობის საშუალებას იძლევა, რომლის თვალყურის დევნება ძალიან რთულია
ილონ მასკი მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მასშტაბურ თაღლითობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშ...
1741252033
ახალი ამბებიშსს - გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია, 1977 წელს დაბადებ...
1741250527
ახალი ამბებისაქსტატი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით, 62 მილიარდ ლარამდე გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეად...
1741248563
მსოფლიოქალაქ არნემის ისტორიულ ცენტრში მასშტაბური ხანძარია
ნიდერლანდების ქალაქ არნემში, ისტორიული ცენტრის ერთ-ერთ შენობაში ღამით ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მე-18 და მე-19 საუკუნეების ათობით სახლს მოედო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ხანძარი...
1741247723
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილმა „ინდიან ველსის მასტერსზე“ გამოსვლა დაასრულა
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში წლის პირველ მასტერსის ტურნირზე, ინდიან ველსზე გამოსვლა დაასრულა. საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ტურნირის ძირითად ბადეში ბასილაშვი...