ექიმი, რომელიც პანდემიის დაწყებიდან შიშველი ხელებით ჩვენს გადარჩენას ცდილობდა, ახლა მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის

ყველასთვის ცნობილი დათო ექიმი მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის. ექიმი, პანდემიის დაწყებიდან შიშველი ხელებით, თითოეული ჩვენგანის გადარჩენას ცდილობდა, ახლა კი სიცოცხლისთვის თავად იბრძვის.
დათო მურვანიძეს, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურ დირექტორს, ფილტვის მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდასტურდა.
ექიმის გადასარჩენად გაერთიანდა ყველა: ოპოზიცია, პოზიცია, ექიმები, პედაგოგები, მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები. სოციალურ ქსელში არაერთი თხოვნა და მოწოდება ვრცელდება.
ირაკლი კუპრაძე, პარტია „ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი:
„დათო მურვანიძე არის კაცი, რომელიც ამდენ ხანს უამრავი ბათუმელის ნუგეში იყო. ამოდენა ცხოვრების გავლის შემდეგ, ახლა მას პირველად სჭირდება მოქალაქეებისგან მხარდაჭერა!“
ნინო ცხვარაძე, პარტია „ქართული ოცნება“. ბათუმის საკრებულოს წევრი:
„ჩვენი ქალაქის დათო მურვანიძე! თითოეული ბათუმელის გვერდით მდგომი და გულიანი ადამიანი! დათო ექიმს დღეს ჩვენი დახმარება სჭირდება!“
ციალა ქათამიძე, სამოქალაქო აქტივისტი:
„ექიმი, ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკური მენეჯერი, რომელიც პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან, უკვე თითქმის ორი წელია ყოველდღიურად იბრძვის ჩვენი, ჩვენი ახლობლების, ჩვენი თანაქალაქელების და რა ვიცი, უბრალოდ ადამიანების სიცოცხლეების გადასარჩენად;
ცდილობს, თუ გადარჩენას ვერ შეძლებს, რამდენიმე საათით გაუხანგრძლივოს არსებობა მაინც...
ალბათ, ამ ბრძოლაში ხშირად შიშველი ხელებითაც შესულა, ხშირად ალბათ საკუთარი სიცოცხლის ფასადაც....
ჰოდა, რა ვიცი, ვფიქრობ, რომ მხოლოდ ჩემი რესურსები არ იქნება საკმარისი და თქვენც მინდა გთხოვოთ დახმარება...
მგონია, რომ აქვე, ამ წუთს, უკვე ჩვენ უნდა დავიწყოთ ბრძოლა, ამჯერად უკვე მისი სიცოცხლის გადასარჩენად! ყოველგვარი სამართლიანობა მოითხოვს, რომ ერთ ბოროტებასთან (პანდემიასთან) დაუღალავად და მამაცურად მებრძოლ ადამიანს ახლა ჩვენ დავეხმაროთ მეორე (სიმსივნე) ბოროტებასთან ბრძოლაში!“
ასევე საინტერესოა:
🔵 გმირის და კარატისტის კი არა, თინას მონას დაბადების დღეა დღეს - ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიაზე
🔵 ზვავსაშიშროების საფრთხის გამო საქართველოს გზების გარკვეულ მონაკვეთზე გადაადგილება აიკრძალა
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...
1740979239
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ
პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...
1740978318
ახალი ამბებიგურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუ...
1740948853
საზოგადოებასაქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება
საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღნიშნავენ, ის ოფიციალურ დღესასწაულად ითვლება და სახელმწიფო დაწესებულებებისთვის დასვენების დღეა. 3 მარტს დედის დღის აღნიშვნის ინიციატივა, საქართველოს პირველ პრეზიდენტს...