ფოტოგამოფენა „იაპონიის საკურა 2022“ გაიხსნა, რომლის მხარდამჭერია მედიამაუწყებელი exclusivetv.ge

ფოტოგამოფენა „იაპონიის საკურა 2022“, რომელიც იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს ეძღვნება, ფოთში გუშინ, 20 სექტემბერს გაიხსნა და საგამოფენო სივრცეში ერთ თვეს დარჩება.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს ულამაზესი ფოტოები, რომელიც იაპონიაში საკურას ყვავილობის პერიოდს ასახავს.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია იაპონიის საელჩოს პირველი მდივნის ბატონი იმანიში ტაკაოს მიერ გადაღებული საკურას ფოტოები იაპონიაში.
როგორც იმანიში ტაკაოსმა გამოფენის გახსნაზე მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, იაპონიის საელჩომ ძალიან მოხარულია ამ ფოტოგამოფენის გახსნით.
„მოხარული ვარ, რომ წელს ჩვენი ქვეყნები აღნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს. ეს ფოტოები მე გადავიღე წელს იაპონიაში ამ გაზაფხულზე და ძალიან გამიხარდება, თუ ბევრი ადამიანი ნახავს.“ - განაცხადა იაპონიის საელჩოს პირველი მდივანმა.
ფოტოგამოფენა „იაპონიის საკურა 2022“ მედიამხარდამჭერი და სპონსორია „exclusivetv.ge“, ასევე გამოფენის მხარდამჭერია ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.
როგორც „exclusivetv.ge“ გენერალური დირექტორი ხათუნა შარაძე ამბობს, მედიამაუწყებელი ექსკლუზივიტივი მნიშვნელოვან დროს უთმობს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული დიპლომატიური თუ დიასპორული მისიების გაშუქებას.
„მე, როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები დიასპორის წარმომადგენელი და ამავე დროს ჟურნალისტი, სრულად ვიზიარებ დიპლომატიური ურთიერთთანამშრომლობის პროცესში ხელოვნებისა და კულტურის როლს, როგორც ყველაზე ჰუმანურ ხიდს თანამეგობრობის და ერთა შორის მყარი კავშირების საშუალებას. ჩვენ თვალს ვადევნებთ იაპონიის საელჩოს საქართველოში მოღვაწეობას, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. გამომდინარე აქედან, ჩვენთვის დიდი პატივია ექსკლუზივიტივი წარმოადგენდეს ფოტო გამოფენა „იაპონიის საკურა 2022“-ს სპონსორსა და საინფორმაციო მხარდამჭერს.
საკურას ყვავილობა სამყაროსეულ მოვლენათა შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციკლია, როცა მისი ყვავილობის ხანმოკლე პერიოდში მსოფლიოს ყურადღება ამ ულამაზესი მოვლენისკენ არის მიმართული. მადლობა დათმობილი დროისთვის, გისურვებთ წარმატებებს“ - განაცხადა ხათუნა შარაძემ.
იაპონიის სიმბოლო, საკურა გაზაფხულზე მხოლოდ ორი კვირა ყვავის, აყვავდება და თვალის დახამხამებაში ქრება. თუმცა გაზაფხულზე, საკურას ყვავილობის ზენიტში, იაპონიის არქიპელაგი თვალწარმტაცია. იაპონელები და უამრავი ტურისტი, რომელიც სპეციალურად ჩადის ქვეყანაში საკურას ყვავილობის დროს ტკბებიან საკურას ცქერით.
2022 წელი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღია, რის გამოც საელჩო სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს.
ასევე საინტერესოა:
1744205622
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: „ფაქტ ჩეკს“თუ აინტერესებთ ტყუილი სად იყო, მიაკითხონ სააკაშვილის დროინდელი საგამოძიებო კომისიის საქმიანობას, მიაკითხონ „ნაცმოძრაობის“ მიერ საკუთარი დანაშაულების მიჩქმალვის მცდელობას და სიმართლეს ყველამ გაუსწოროს თვალი
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, „ფაქტ ჩეკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის...
1744204045
ახალი ამბებისურამთან მომხდარი ავარიის დროს სამი ადამიანი დაშავდა
სურამთან, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მ...
1744203287
ახალი ამბებიილჰამ ალიევი: ურსულა ფონ დერ ლაიენი უზბეკეთში შუა დერეფანზე საუბრობდა, მაგრამ საქართველოს შესახებ არცერთი სიტყვა არ უთქვამს. ეს უსამართლობაა
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უზბეკეთში გამართულ სამიტზე ბევრი ისაუბრა შუა დერეფანზე, სომხეთ-თურქეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების გახსნაზე, თუმცა საქართველოზე არაფერი უთქვამს, რ...
1744203199
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი და პარლამენტის წევრები სამების საკათედრო ტაძარში 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ
სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ინფორმაციას საქართველოს პარლამ...
1744201386
ახალი ამბებიგია აბაშიძე: წითელარმიელთა ნაცნაშიერების ეს პროვოკაციაც ჩავარდა - სურდათ დაპირისპირება 9 აპრილის მემორიალთან, თუმცა მთავრობა და მხედრობა დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს სამებაში დაესწრო
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, 9 აპრილის მემორიალთან რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ მათი ხელისუფლებასთან დაპირისპირების მცდელობა ჩავარდა. აბაშიძის განც...